Meds.ge » ყველა წამალი » კრაზანას ბალახი / krazanas balaxi / Herba Hyperici

კრაზანას ბალახი / krazanas balaxi / Herba Hyperici

75

შემადგენლობა

კრაზანას ბალახი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს (რუტინი, კვერცეტინი, ჰიპეროზიდი), აზულენს, ეთერის ზეთს, P და PP ვიტამინებს, ქოლინის, ნიკოტინისა და ასკორბინის მჟავეებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ნაღვლის სადინარების, შარდსაწვეთის და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას, ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს ქოლესტაზის და ნაღვლის კონკრემენტების წარმოქმნის შესაძლებლობას. მთრიმლავი ნივთიერებები ავლენენ შემომგარსველ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ჩვენებები
გამოიყენება სანაღვლე გზების დისკინეზიის, ჰეპატიტის, ნაღვლის ბუშტში ნაღველის შეგუბების, ქოლეცისტიტის, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების საწყის ეტაპზე. სტომატოლოგიაში გამოიყენება სავლებად, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, აგრეთვე პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის შემთხვევაში

კომენტარის დამატება