Meds.ge » ყველა წამალი » წითელი მოცვის ფოთოლი / witeli mocvis fotoli / Folia Vaccini vitis-idaea

წითელი მოცვის ფოთოლი / witeli mocvis fotoli / Folia Vaccini vitis-idaea

71

შემადგენლობა

წითელი მოცვის ფოთოლი შეიცავს ფენოლურ გლიკოზიდებს არბუტინსა და მეთილარბუტინს, ვაკცინინს, ლიკოპინს, ჰიდროქინონის წარმოებულებს, ურსოლის, ღვინის, პალოის, ელაგის მჟავეებს, ტანინს და სხვა ფლავონოიდებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს მასში შემავალი არბუტინის გამო აქვს მადეზინფიცირებელი, ნაღვლმდენი და შარდმდენი მოქმედება. ჰიდროლიზის დროს არბუტინი იშლება ჰიდროქინონად, რომელიც ავლენს ბაქტერიოციდულ და შარდმდენ ეფექტს. პრეპარატის ანტისეპტიკურ მოქმედებას აძლიერებს მთრიმლავი ნივთიერებები. კატეხინები ამცირებენ კაპილარების განვლადობას და “მტვრევადობას”. დიურეზული მოქმედება ძლიერდება სხვა დიურეზულ საშუალებებთან (დათვის კენკრა, თირკმლის ჩაი) კომპლექსში

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება. 
გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღვლმდენი, ანტისეპტიკური და შემომგარსველი საშუალება თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების (პიელიტები, ცისტიტი), ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, გასტროენტერიტების, ფაღარათის, მეტეორიზმის და ქრონიკული ყაბზობის დროს. წითელი მოცვის ფოთლის ნაყენი გამოიყენება მინერალური ცვლის დარღვევით მიმდინარე დაავადებების (ოსტრეოქონდროზი, პოდაგრა), აგრეთვე რევმატიული, ინფექციური არასპეციფიკური ართრიტის დროს. ეფექტურია A და C ვიტამინის ავიტამინოზის შემთხვევაში

კომენტარის დამატება