Meds.ge » ყველა წამალი » კუნელის ნაყოფი / kunelis nayofi / Fructus Crataegi

კუნელის ნაყოფი / kunelis nayofi / Fructus Crataegi

49

შემადგენლობა

კუნელის ნაყოფი შეიცავს ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდს, კვერცეტინს, ვიტექსინს), ურსოლინის და ოლეანის მჟავებს, კაროტინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინებს, ქლოროგენის და კოფეინის მჟავას, შაქარს, ვიტამინ C და სხვ

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარე ხელს უწყობს გულის კუნთის შევიწროვებას და აქვეითებს მის აღგზნებადობას, გულის კუნთსა და თავის ტვინში აუმჯობესებს სისხლისმიმოქცევას, ზრდის საგულე გლიკოზიდების მოქმედებას გულის მიმართ.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კარდიოტროპული საშუალება.
გამოიყენება გულის მუშაობის ფუნქციონალური დარღვევის, ჰიპერტონული დაავადების, ანგიონევროზების, მოციმციმე არითმიის, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, საერთო ათეროსკლეროზის და კლიმაქტერული ნევროზის დროს.

რეგისტრაციის # და თარიღი
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 29.12.2013

კომენტარის დამატება