Meds.ge » ყველა წამალი » ჭინჭრის ფოთოლი / chinchris fotoli / Folia Urticae

ჭინჭრის ფოთოლი / chinchris fotoli / Folia Urticae

52

შემადგენლობა

ჭინჭრის ფოთოლი შეიცავს ვიტამინ C (0,1%-0,2%), კაროტინს, ვიტამინ K, მთრიმლავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს, გლიკოზიდებს, საპონინებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხასიათდება სისხლდენის შემაჩერებელი და სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედებით

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰემოსტაზური, სისხლის შემადედებელი საშუალება.
გამოიყენება ფილტვებიდან, თირკმელებიდან, საშვილოსნოდან და ნაწლავებიდან სისხლდენის შესაჩერებლად, ხელს უშლის თირკმელებში კენჭის წარმოშობას, აგრეთვე ეფექტურია შარდსადენი გზების ინფექციური დაავადებების მკურნალობის და თმის ცვენის დროს. ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულების და სისხლნაკლულობის შემთხვევაში. მცენარეს გააჩნია ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება

კომენტარის დამატება