Meds.ge » ყველა წამალი » თირკმლის ჩაი / tirkmlis chai / Folia Orthosiphoni staminei

თირკმლის ჩაი / tirkmlis chai / Folia Orthosiphoni staminei

49

შემადგენლობა

პრეპარატი შეიცავს ტრიტერპენულ საპონინებს, ორტოსიფონის გლიკოზიდებს, 5-6% მთრიმლავ ნივთიერებებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია დიურეზული მოქმედება. აღნიშნულ ეფექტს ახასიათებს ორგანიზმიდან ქლორიდების, შარდოვანასა და შარდმჟავას გამოდევნა. თირკმლის ჩაის შემადგენლობაში შემავალი გალენური პრეპარატები ავლენენ სპაზმოლიზურ მოქმედებას ორგანოების გლუვ კუნთებზე და ზრდიან კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ აქტივობას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიურეზული საშუალება
გამოიყენება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომლის თანმხლებია შეშუპება, ალბუმინურია, აზოტემია. ეფექტურია საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების, აგრეთვე ცისტიტის, ურეთრიტის, პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ქოლეცისტიტისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ

კომენტარის დამატება