Meds.ge » ყველა წამალი » მრავალძარღვას ფოთოლი / mravaldzargvas fotoli / Folia Plantaginis Majoris

მრავალძარღვას ფოთოლი / mravaldzargvas fotoli / Folia Plantaginis Majoris

65

შემადგენლობა

მრავალძარღვას ფოთოლი შეიცავს ვიტამინ C, პოლისაქარიდებს, რინანტინის გლიკოზიდს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას, ამსუბუქებს მის ევაკუაციას. ავლენს სისხლის შემაჩერებელ, ჭრილობის რეგენერაციისა და ბაქტერიოციდულ მოქმედებას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
გამოიყენება ბრონქიტის, ყივანახველას, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის, ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ეფექტურია ნაღრძობის, ჭრილობის, ფურუნკულების სამკურნალოდ. მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებს სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლის მის განვითრებას და ამცირებს შეშუპებას. ყურში ჩაწვეთებისას აყუჩებს ტკივილს

კომენტარის დამატება