Meds.ge » ყველა წამალი » ქრისტესისხლას ბალახი / qristesisxlas balaxi / Chelidonium Majus

ქრისტესისხლას ბალახი / qristesisxlas balaxi / Chelidonium Majus

56

შემადგენლობა

ქრისტესისხლას ბალახი შეიცავს ალკალოიდებს (ქელიდონინი, ჰომოქელიდონინი, სანგვინარინი, პროტოპინი, სპარტეინი), ფლავონოიდებს, საპონინებს, ორგანულ მჟავეებს (ქელიდონის, ვაშლის, ლიმონის,ქარვის), ასკორბინის მჟავას, ეთერის ზეთს, ვიტამინი A

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს ახასიათებს სპაზმოლიზური, ნაღვლმდენი და ბაქტერიოციდული თვისებები.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი საშუალება.
გამოიყენება ჰეპატიტების, პოდაგრის, კანის დაავადებების სამკურნალოდ. ქრისტესისხლას რძეწვენი გამოიყენება მეჭეჭების, პიგმენტური ლაქების, კოჟრების მოსაშორებლად, აგრეთვე წყლულების, ჭრილობების, გამონაყარის და კანის სხვა დაავადებებისას. როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ეფექტურია ღვიძლის, ნაღვლის სადინარების დაავადებების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თავბრუსხვევა, გულისრევა

კომენტარის დამატება