Meds.ge » ყველა წამალი » ხეჭრელის ქერქი / xechrelis qerqi / Cortex Frangulae

ხეჭრელის ქერქი / xechrelis qerqi / Cortex Frangulae

55

შემადგენლობა 

ხეჭრელის ქერქი შეიცავს ფრანგულინის ანთრაგლიკოზიდებს, გლიკოფრანგულინს, ფრანგულაემოდინს, ქრიზოფანის მჟავებს, ეთეროვან ზეთებს, შაქარს, ალკალოიდებს და სხვა ქიმიურ ნაერთებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ხეჭრელის სპეციფიკური საფაღარათო მოქმედება პირველ რიგში განპირობებულია ანთრაგლიკოზიდებითა და ქრიზოფანის მჟავას მოქმედებით. ხეჭრელას საფაღარათო მოქმედება ვლინდება ჩვეულებრივ მიღებიდან 8-12 სთ-ის შემდეგ

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.
გამოიყენება ყაბზობის, ნაწლავების ატონიისა და ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ. მასში შემავალი ანთრაგლიკოზიდები აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას, მცენარე ეფექტურია სპასტიური კოლიტების, ატონური შეკრულობის, ბუასლის, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს

გვერდითი მოვლენები
ხეჭრელის ჭარბი დოზით მიღებისას შესაძლებელია მუცლის არეში ჭვალის მსგავსი ტკივილი და დისკომფორტი

კომენტარის დამატება