Meds.ge » ყველა წამალი » ბრონქონატი (გრანული) / bronqonati (granuli) / Bronchonat

ბრონქონატი (გრანული) / bronqonati (granuli) / Bronchonat

65

შემადგენლობა

ტუხტის ფესვები, ვირისტერფას ფოთოლი, თავშავას ბალახი

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ამოსახველებელი, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ბრონქონატს ახასიათებს პირის ღრუს, ყელისა და ხახის ლორწოვანი გარსის შემომგარსველი მოქმედება და იცავს მათ გაღიზიანებისაგან, ათხიერებს და არბილებს ნახველს, აგრეთვე აჩქარებს მის ევაკუაციას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების — ბრონქიტის, ტრაქეიტის, პნევმონიის, ბრონქოექტაზიის დროს

კომენტარის დამატება