Meds.ge » ყველა წამალი » როტო ქულ მაქს / roto qul maqs / Rotho Cool Max

როტო ქულ მაქს / roto qul maqs / Rotho Cool Max

48

აქტიური ინგრედიენტები

ნაფაზოლინ ჰიდროქლორიდი 0.03%

პოლისორბატი 80 0.2%

 

მიზნობრიობა

ნაფაზოლინ ჰიდროქლორიდი – სიწითლის მოხსნა

პოლისორბატი 80 – ლუბრიკანტი (საპოხი ნივთიერება)

 

გამოყენება

• ხსნის თვალის სიწითლეს, რომელიც გამოწვეულია მსუბუქი გაღიზიანებით

• დროებით ხსნის თვალის სიმშრალით გამოწვეულ გაღიზიანებასა და წვას

• დაცვა შემდეგი გაღიზიანებისაგან

 

გაფრთხილებები

გარეგანი გამოყენებისათვის

 

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ
დახურულკუთხოვანი გლაუკომა


პრეპარატის გამოყენებისას

• ნუ შეეხებითკონტეინერის წვერის ნებისმიერ ზედაპირს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

• ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახურავი;

• ნუ გამოიყენებთ, თუ ხსნარს შეცვლილი აქვსფერი ან არის მღვრიე

• პრეპარატის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს თვალის სიწითლე

• გუგები დროებით გაფართოებულია

• გამოყენების წინ მოიხსენით საკონტაქტო ლინზები

შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ

• გაწუხებთ თვალისტკივილი

• აღინიშნება მხედველობის დარღვევა

• თვალის სიწითლე ან გაღიზიანება გრძელდება

• მდგომარეობა გაუარესდა ან გრძელდება 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

გადაყლაპვის შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან დაუკავშირდით მოწამვლის კონტროლის ცენტრს. 

 

 

გამოყენების წესი

1 ან 2 წვეთი ჩაისხით დაზიანებულ თვალში დღეში 4-ჯერ

ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახურავი

 

სხვა ინფორმაცია

ინახება არაუმეტეს 25oC (770F) ტემპერატურის პირობებში. 

 

დამხმარე ნივთიერებები

ალკოჰოლი (0.1%), ბენზალკონიუმ ქლორიდი, ბორისმჟავა, ქლორბუტანოლი, ედეტატდინატრიუმი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმისბორატი. 

ვარგისიანობის ვადა იხლეთ შეფუთვაზე

კომენტარის დამატება