Meds.ge » ყველა წამალი » როტო ჰიდრა / roto hidra / Rotho Hydra

როტო ჰიდრა / roto hidra / Rotho Hydra

56

აქტიური ინგრედიენტები

ჰიდროქსიეთილ ცელულოზა 0.6%

 

გამოყენება

დროებით ხსნის თვალის დისკომფორტსა რისი გამომწვევიც არის

• თვალის მცირე გაღიზიანება

• ქარის ან მზის ექსპოზიცია

დროებით ხსნის თვალის სიმშრალით გამოწვეულ სიწითლესა და გაღიზიანებას

 

გაფრთხილებები

გარეგანი გამოყენებისათვის

მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ

დახურულკუთხოვანი გლაუკომა

პრეპარატის გამოყენებისას

• ნუ შეეხებით კონტეინერის წვერის ნებისმიერ ზედაპირს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.

• ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახურავი;

• ნუ გამოიყენებთ, თუ ხსნარს შეცვლილი აქვს ფერი ან არის  მღვრიე

• პრეპარატის ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს თვალის სიწითლე

• გუგები დროებით გაფართოებულია

• გამოყენების წინ მოიხსენით საკონტაქტო ლინზები

შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ

• გაწუხებთ თვალის ტკივილი

• აღინიშნება მხედველობის დარღვევა

• თვალის სიწითლე ან გაღიზიანება გრძელდება

• მდგომარეობა გაუარესდა ან გრძელდება 72 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

გადაყლაპვის შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას ან დაუკავშირდით მოწამვლის კონტროლის ცენტრს. 

 

გამოყენები სწესი

1 ან 2 წვეთი ჩაისხით დაზიანებულ თვალში საჭიროებისამებრ

ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახურავი

 

სხვა ინფორმაცია

ინახება არაუმეტეს 25oC (770F) ტემპერატურის პირობებში. 

 

დამხმარე ნივთიერებები

ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორისმჟავა, ედეტატდინატრიუმი, მენთოლი, პოლისორბატი 80, კალიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ბორატე, ნატრიუმის ქლორიდი.

ვარგისიანობის ვადა იხლეთ შეფუთვაზე

კომენტარის დამატება