Meds.ge » ყველა წამალი » ეტოპოზიდი ებევე / etopozidi ebeve / Etoposid EBEWE

ეტოპოზიდი ებევე / etopozidi ebeve / Etoposid EBEWE

48

სამკურნალწამლო საშუალების დასახელება
ეტოპოზიდი-ებევე® 20 მგ/მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ეტოპოზიდი/etoposide
1 მლ კონცენტრატი შეიცავს ეტოპოზიდის 20.0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი მოქმედებით:
კონცენტრატის 1 მლ შეიცავს ეთანოლის 260,60 მგ და ბენზილის სპირტის 20 მგ. 

 

სამკურნალწამლო ფორმა
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად
ღია-ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

კლინიკური მახასიათებლები 
გამოყენების ჩვენებები
ეტოპოზიდი-ებევე წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატს ინტრავენური გამოყენებისთვის.
მას გამოიყენებენ კომბინირებულ თერაპიაში შემდეგი ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ:
- ფილტვის უჯრედშორისი კიბო;
- სათესლე ჯირკვლის რეფრაქტერული არასემინომური კიბო;
- მწვავე მიელომონოციტარული და მიელოციტარული ლეიკოზი (AML, FAB-ქვეტიპი M4 ან M5) ინდუქციური ქიმიოთერაპიის არაეფექტურობისას;
- ფილტვის არაუჯრედშორისი კიბოს მიშვებული სტადიის პალიატიური თერაპია;
- ჰოჯკინის დაავადების გვიანი სტადიის რეინდუქციური თერაპია სტანდარტული თერაპიის არაეფექტურობისას;
- ავთვისებიანობის მაღალი ხარისხის არაჰოჯკინის ლიმფომების ინდუქცირი თერაპია;
- მაღალი რისკის ქორიოკარცინომის ინდუქციური და რეინდუქციური თერაპია.

დოზები და გამოყენების წესი
მკურნალობა უნდა ჩატარებულ იქნას ექიმის მიერ, რომელსაც აქვს ონკოლოგიური დაავადებების ქიმიოთერაპიის ჩატარების გამოცდილება, ან მისი კონტროლის ქვეშ.
ორსულობისას პერსონალი ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან სამუშაოდ არ დაიშვება.

გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავენური შეყვანისთვის გაზავების შემდეგ.
ეტოპოზიდი-ებევე შეიყვანება ნელი ხანგრძლივი ინტრავენური ინფუზიის გზით (იხ. ქვემით).
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად გამოყენების წინ უნდა გააზავოთ (იხ. პარაგრაფი 6.6 „სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენებისას და უტილიზაციისას“).
უშუალოდ გამოყენების წინ ეტოპოზიდ-ებევეს აუცილებელ დოზას აზავებენ გლუკოზის 5 %-იანი ხსნარით ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9 % საინექციო ხსნარით 0,2-0,4 მგ/მლ კონცენტრაციის მიღებამდე; ჩვეულებრივ საბოლოო კონცენტრაცია არ აჭარბებს 0,25 მგ/მლ.
გაზავების შემდეგ დოზა შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის გზით არანაკლებ 30 წუთის ხანგრძლივობით.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
სწრაფი ინტრავენური შეყვანისას აღინიშნებოდა ჰიპოტენზიის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით ეტოპოზიდ-ებევეს ხსნარის ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 30-60 წუთს. პაციენტის მიერ ამტანობის შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს ინფუზიის უფრო ხანგრძლივი დრო. როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებისას, ეტოპოზიდ-ებევეს გამოყენებისას და ხსნარის დამზადებისას უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე. ეტოპოზიდ-ებევესთან შემთხვევითი კონტაქტისას შეიძლება გაჩნდეს კანისმიერი რეაქციები. პრეპარატთან მუშაობა რეკომენდებულია განახორციელოთ ხელთათმანებით. პრეპარატის კანზე ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას დაზიანებული უბანი დაუყოვნებლივ უნდა მოიბანოთ საპნითა და წყლით.

დოზები
მოზრდილები
ეტოპოზიდის რეკომენდებული დოზა შეადგენს 60-120 მგ/მ2 დღე-ღამეში ინტრავენურად 5 თანმიმდევრული დღის განმავლობაში. იმის გამო, რომ ეტოპოზიდი ახდენს მიელოსუპრესიულ ზემოქმედებას, განმეორებითი კურსები შესაძლებელია არა უადრეს 10-20 დღისა. ინტერვალი მკურნალობის განმეორებით კურსებს შორის არაჰემატოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით შეადგენს არანაკლებ 21 დღისა. ეტოპოზიდ-ებევეთი თერაპიის განმაორებითი კურსები ტარდება მხოლოდ სისხლის ანალიზში მიელოსუპრესიის ნიშნების არარსებობისას.
ყველაზე ხშირად ეტოპოზიდი-ებევე გამოიყენება დოზით 100 მგ/მ2 ყოველდღე 5 დღის განმავლობაში ან 120 მგ/მ2 ორდღიანი ინტერვალით 1, მე-3 და მე-5 დღეს.

დოზების კორექცია
დოზის კორექციისას უნდა გაითვალისწინოთ სხვა პრეპარატების კომბინირებული მიელოსუპრესიული მოქმედება, ასევე წინმსწრები სხივური თერაპიის და ქიმიოთერაპიის მოქმედება, რომლებსაც შეეძლოთ გამოეწვიათ ძვლის ტვინის ფუნქციური მარაგის დარღვევა.
არ უნდა დაიწყოთ ეტოპოზიდ-ებევეთი მკურნალობის ახალი კურსი, თუ ნეიტროფილების რიცხვი 1 500/მმ3-ზე დაბალია ან თრომბოციტების რიცხვი 100 000/მმ3-ზე დაბალია, თუ ციტოპენიის მიზეზს არ წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნე.
აუცილებელია საწყისი დოზის შემდეგ მომდევნო დოზების კორექტირება: ნეიტროფილების 500 მმ3-ზე ნაკლებ რიცხვამდე შემცირებისას 5 დღის განმავლობაში ან ციებ-ცხელების და ინფექციის არსებობისას, თრომბოციტების 25 000/მმ3-ზე ნაკლებ რიცხავმდე შემცირებისას, ტოქსიკურობის სხვა გამოვლინებების განვითარებისას, რომლებიც განეკუთვნება III ან IV ხარისხს ან 50 მლ/წთ-ზე ნაკლები თირკმლის კლირენსისას.
პრეპარატის შეყვანისას აუცილებელია მოერიდოთ ექსტრავაზაციას.
ბავშვები და მოზარდები. მონაცემები პაციენტთა აღნიშნულ კატეგორიაში გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისია.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელს ზემოთ). დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, მაგრამ ღვიძლის ნორმალური ფუნქციით უნდა შემცირდეს ეტოპოზიდის დოზა და გაკონტროლდეს ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ზღურბლის მნიშვნელობები და თირკმელების ფუნქცია. საწყისი სადღეღამისო დოზა უნდა დაკორექტირდეს შემდეგნაირად:

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული სადღეღამისო დოზა (სტანდარტული დოზის %)

>50

100

15-50

75

<15

უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3 «უკუჩვენებები»)

შემდეგში დოზირების რეჟიმი დგინდება პრეპარატის ამტანობისა და კლინიკური ეფექტის შესაბამისად.
გამოყენების და უტილიზაციის ინსტრუქციები იხ. პარაგრაფში 6.6.

უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ეტოპოზიდის ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილის პარაგრაფში 6.1;
- მძიმე ღვიძლის დისფუნქცია;
- მძიმე თირკმლის დისფუნქცია (კრეატინინის კლირენსი <15 მლ/წთ, იხ. პარაგრაფი 4.2 „დოზები და გამოყენების წესი“);
- მძიმე მიელოსუპრესია;
- შიდაარტერიული ან ღრუს შიდა შეყვანა (მუცლის, გულმკერდის და სხვა ღრუებში);
- ლაქტაცია (იხ. პარაგრაფი 4.6 „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“);
- ერთდროული გამოყენება ყვითელი ციებ-ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინაციით ან სხვა ცოცხალი ვაქცინებით იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.5 „ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები“).

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ეტოპოზიდი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით, რომელსაც აქვს კიბოს დაავადებების ქიმიოთერაპიის გამოცდილება. აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია რეაქციები შეყვანის ადგილას.
უნდა დაუცვათ განსაკუთრებული სიფრთხილე ეტოპოზიდის ინტრავენური ინფუზიისას, რათა არ დაუშვათ ექსტრავაზაცია. ინფუზიისას რეკომენდებულია საგულდაგულოდ გააკონტროლოთ პრეპარატის შეყვანის ადგილი შესაძლო ინფილტრაციის საგანზე. დღესდღეობით ექსტრავაზაციის რეაქციების სპეციფიური მკურნალობა უცნობია.
მძიმე მიელოსუპრესიამ შეიძლება ინფექცია ან სისხლდენა გამოიწვიოს. იყო შეტყობინებები მიელოსუპრესიის შესახებ ლეტალური შედეგით, რომელიც ვითარდებოდა ეტოპოზიდით თერაპიის შემდეგ. აუცილებელია საგულდაგულოდ და ხშირად პაციენტების გამოკვლევა მიელოსუპრესიის საგანზე როგორც პრეპარატით ეტოპოზიდი-ებევე თერაპიის დროს, ასევე მას შემდეგ. დოზის შემზღუდავი მიელოსუპრესია წარმოადგენს ეტოპოზიდ-ებევეს ტოქსიკურობის ძირითად გამოვლინებას. მკურნალობის დაწყებამდე და ეტოპოზიდ-ებევეს ყოველი მომდევნო დოზის შეყვანის წინ აუცილებელია შემოწმდეს შემდეგი მაჩვენებლები: თრომბოციტების და ლეიკოციტების რიცხვი, ჰემოგლობინი, ლეიკოციტარული ფორმულა. თუ ეტოპოზიდ-ებევეთი თერაპიის დაწყებამდე ტარდებოდა სხივური თერაპია ან ქიმიოთერაპია, უნდა დაიცვათ საკმარისი ინტერვალი მკურნალობის ამ სახეობებს და ეტოპოზიდით თერაპიას შორის, რათა უზრუნველყოფილი იქნას ძვლის ტვინის ფუნქციის აღდგენა.
აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის მდგომარეობის და პერიფერიული სისხლის მაჩენებლების გაკონტროლება.
პრეპარატი არ უნდა იქნას დანიშნული, თუ ნეტროფილების რიცხვი 1 500/მმ3-ზე დაბალია ან თრომბოციტების რიცხვი 100 000/მმ3-ზე დაბალია, თუ ციტოპენიის მიზეზს არ წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნე.
აუცილებელია განხორციელდეს საწყისი დოზის შემდეგ მომდევნო დოზების კორექცია, თუ ნეიტროფილები შემცირდა 500/მმ3-ზე ნაკლებ რიცხვამდე 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან ციებ-ცხელების და ინფექციის არსებობისას, თუ თრომბოციტები მცირდება 25 000/მმ3-ზე ნაკლებ რიცხვამდე, ტოქსიკურობის სხვა ნებისმიერი გამოვლინებებისას, რომლებიც მიეკუთვნება III ან IV ხარისხს ან 50 მლ/წთ თირკმლის კლირენსისას. ეტოპოზიდის დოზა უნდა დაკორექტირდეს სხვა კომბინირებული პრეპარატების მიელოსუპრესიული მოქმედების, ასევე წინმსწრები სხივური  თერაპიის ან ქიმიოთერაპიის მოქმედების გათვალისწინებით, რომლებმაც შეიძლება დაარღვიონ ძვლის ტვინის ფუნქციური მარაგი.
სისხლის მაჩვენებლების ნორმალიზაცია ხორციელდება 21 დღის განმავლობაში იმის მიხედვით, შეყავთ თუ არა ეტოპოზიდი მონოთერაპიის სახით, თუ კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
ეტოპოზიდით თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ბაქტერიული ინფექციებისგან განკურნება.
ეტოპოზიდის შეყვანისას არსებობს ანაფილაქტიური რეაქციის წარმოქმნის რისკი, რომელიც შეიძლება სასიკვდილო იყოს. მისი სიმპტომები შეიცავენ ჟრჟოლას, ციებ-ცხელებას, მხურვალების შეგრძნებებს, ტაქიკარდიას, ბრონქოსპაზმს, ქოშინს, ჰიპოტონიას (იხ. პარაგრაფი 4.8 „გვერდითი მოქმედება“). მკურნალობა სიმპტომატურია. პრეპარატის ინფუზია აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს და მკურნალი ექიმის შეხედულებისამებრ დაიწყოთ მკურნალობა სიმპათომიმეტიკებით, კორტიკოსტეროიდებით, ანტიჰისტამინური პრეპარატებით ან მოცულობის შემცვლელი ხსნარებით.
პაციენტების დაახლოებით 30-40 % განიცდის გულისრევას და ღებინებას. ეს გვერდითი ეფექტები შეიძლება ეფექტურად აცილებული იქნეს ღებინბის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გზით.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის დანიშვნისას იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ სხივურ თერაპიას ან ქიმიოთერაპიას, პაციენტებისთვის არითმიით, მიოკარდიუმის ინფარქტით ანამნეზში, ღვიძლის ან თირკმლის დისფუნქციით, პერიფერიული ნეიროპათიით, შარდვის დარღვევით, ეპილეფსიით ან ცერებრალური დარღვევებით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებით.
ეტოპოზიდი-ებევე უნდა იქნას შეყვანილი მხოლოდ ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით (როგორც წესი, 30-60 წუთის განმავლობაში), რადგანაც იყო შეტყობინებები ჰიპოტენზიის, როგორც სწრაფი ინტრავენური შეყვანის გვერდითი ეფექტის შესახებ.
ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც განიხილება ქიმიოთერაპიაში ეტიპოზიდის გამოყენება, ექიმმა უნდა შეაფასოს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობა და სარგებლიანობა გვერდითი რეაქციების რისკთან დაკავშირებით. უმეტეს შემთხვევაში გვერდითი რეაქციები შექცევადია, თუ გამოვლენილია ადრეულ სტადიაზე. მძიმე რეაქციების გაჩენისას უნდა შეამციროთ დოზა ან შეწყვიტოთ პრეპარატის შეყვანა და ექიმის შეხედულებისამებრ მიიღოთ შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები. ეტოპოზიდით თერაპიის განახლება უნდა ჩატარდეს სიფრთხილით, პრეპარატის გამოყენების მომდევნო აუცილებლობის სათანადო შეფასებისას და ტოქსიკურობის შესაძლებელი რეციდივის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით. პაციენტებში შრატის ალბუმინის დაბალი დონით არსებობს ეტოპოზიდის გამოყენებასთან დაკავშირებული ტოქსიკურობის მომატებული რისკი.
პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების დისფუნქციით აუცილებელია რეგულარულად გაკონტროლდეს თირკმელების და ღვიძლის ფუნქცია პრეპარატის კუმულაციის რისკთან დაკავშირებით. პაციენტებში, რომლებიც გადიან ეტოპოზიდ-ებევეთი მკურნალობას სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში, იყო შეტყობინებები მწვავე ლეიკოზის განვითარების შესახებ, როგორც მიელოდისპლასტიური სინდრომით, ასევე მის გარეშე. მეორადი მწვავე არალიმფობლასტური ლეიკოზის რისკი იზრდება ეტოპოზიდის საერთო კუმულაციური დოზისას (> 2 000 მგ/მ2). არ არსებობს მონაცემები კუმულაციური რისკის და განმაპირობებელი ფაქტორების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მეორადი ლეიკოზის განვითარებას. დაუდგენელია, თუ რა როლს ასრულებს მკურნალობის სქემები და ეტოპოზიდის კუმულაციური დოზები.
მეორადი ლეიკოზის ზოგ შემთხვევაში აღინიშნებოდა 11q23 ქრომოსომის ანომალია ეპიპოდოფილოტოქსინების მიმღებ პაციენტებში. ეს დარღვევა ასევე აღინიშნებოდა პაციენტებში მეორადი ლეიკოზით, რომელიც განვითარდა ქიმიოთერაპიის შემდეგ, რომელიც არ მოიცავდა ეპიპოდოფილოტოქსინებს, და ლეიკოზის რეციდივის დროს. მეორადი ლეიკოზის სხვა თავისებურებას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეპიპოდოფილოტოქსინებს, წარმოადგენს ხანმოკლე ლატენტური პერიოდი; საშუალო დრო ლეიკოზის განვითარებამდე შეადგენდა დაახლოებით 32 თვეს.
აუცილებელია ეტოპოზიდის მუტაგენობის და კანცეროგენობის გათვალისწინება (იხ. პარაგრაფი 5.3) ხანგრძლივი თერაპიის დაგეგმვისას.
ეტოპოზიდის მუტაგენობის გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფი 5.3), მამაკაცებმა და ქალებმა მკურნალობის დროს და სულ მცირე, 6 მომდევნო თვის განმავლობაში მისი დასრულების შემდეგ უნდა მიიღონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები. პაციენტი ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, აუცილებელია მიმართონ გენეტიკურ საკონსულტაციო ცენტრს. მამაკაცის ფერტილობის შესაძლო დაქვეითებასთან დაკავშირებით ეტოპოზიდით თერაპიის შედეგად რეკომენდებულია განიხილოთ სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობა შემდგომში ბავშვის ჩასახვისთვის (იხ. პარაგრაფი 4.6).
კანსა ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში დაზიანებული უბნები აუცილებელია საგულდაგულო მოიბანოთ წყლით.

ბავშვები და მოზარდები
ეტოპოზიდის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში სისტემატურად შესწავლილი არ არის.

ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პრეპარატი დამხმარე ნივთიერების სახით შეიცავს ეთანოლს 260,60 მგ/მლ რაოდენობით. ეტოპოზიდის დოზისას 120 მგ/მ2 პაციენტი სხეულის ზედაპირის ფართობით, რომელიც 1,6 მ2 ტოლია, მიიღებს ეთანოლის 2,5 გ. ამის გათვალისწინება აუცილებელია დისულფირამის მიმღებ პაციენტებში გამოყენებისას, ასევე ანამნეზში ალკოჰოლიზმის მქონე პაციენტებში.
ბენზილის სპირტის არსებობასთან დაკავშირებით ეტოპოზიდი-ებევე არ უნდა გამოყენებულ იქნას 6 თვემდე ასაკის ბავშვებში მეტაბოლური აციდოზის განვითარების რისკის გამო.
ეტოპოზიდი-ებევე შეიცავს პოლისორბატ 80-ს. იყო შეტყობინებები სიცოცხლისთვის სახიფათო ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის, ფილტვების ფუნქციის გაუარესების, უდღეურ ბავშვებში თრომბოციტოპენიის და ასციტის  შესახებ, რომლებიც იღებენ პრეპარატის E ვიტამინი ინექციებს, რომელიც შეიცავს პოლისორბატ 80-ს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები
ეტოპოზიდს შეუძლია სხვა პრეპარატების ციტოტოქსიკური და მიელოსუპრესიული მოქმედების გაძლიერება (მაგალიად, ციკლოსპორინი).
ეტოპოზიდის და ციკლოსპორინის მაღალი დოზების შინაგანად თანმდევი გამოყენება (2000 ნგ/მლ-ზე ზემოთ კონცენტრაციების მიღწევით) იწვევდა ეტოპოზიდის ექსპოზიციის (AUC) 80 %-ით გაზრდას და ეტოპოზიდის საერთო კლირენსის 38 %-ით შემცირებას ეტოპოზიდით მონოთერაპიისას აღნიშნულ პარამეტრებთან შედარებით.
ცისპლატინთან თანმდევი თერაპიისას მცირდება ეტოპოზიდის საერთო კლირენსი.
ფენიტოინთან თანმდევი თერაპია ეტოპოზიდის კლირენსის გაზრდას და მისი ეფექტურობის შემცირებას იწვევს.

სხივური თერაპია და მიელოსუპრესიის გამომწვევი პრეპარატების გამოყენება აძლიერებს ეტოპოზიდით ინდუცირებულ მიელოსუპრესიას. სავარაუდოდ სხვა პრეპარატების წინმსწრები ან ერთდროული გამოყენება ეტოპოზიდის ანალოგიური მიელოსუპრესიული მოქმედებით ადიტიურ ან სინერგიულ ეფექტებს იწვევს.  

პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედება შეიძლება გაძლიერებული იქნეს. ვარფარინით თანმდევი თერაპია იწვევს საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულების (სნდ) გაზრდას. რეკომენდებულია სნდ-ს საგულდაგულო მონიტორინგი.

in vitro პლაზმის ცილებთან შეკავშირება 97%-ს შეადგენს. ფენილბუტაზონი, ნატრიუმის სალიცილატი და სალიცილის მჟავა ზეგავლენას მოახდენს ეტოპოზიდის ცილებთან შეკავშირებაზე. წინაკლინიკურ კვლევებში ნაჩვენები იყო ჯვარედინი რეზისტენტობა ანტრაციკლინებსა და ეტოპოზიდს შორის.

მონაცემები ეტოპოზიდის და ფოსფატაზას მაინდუცირებელი მოქმედების მქონე პრეპარატების ერთობლივი გამოყენების შესახებ (მაგალითად, ლევამიზოლის ჰიდროქლორიდი) არ არსებობს.

ყვითელი ციებ-ცხელების საწინააღმდეგო თანმდევი ვაქცინაციისას არსებობს ვაქცინაზე სისტემური რეაქციის მომატებული რისკი დაავადების ან სიკვდილის სახით. ვინაიდან ცოცხალი ვაქცინებით აცრამ პაციენტებში იმუნოდეფიციტით, რომელიც გამოწვეულია ქიმიოთერაპიული პრეპარატებით, შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ინფექციის განვითარება და სიკვდილი, ცოცხალი ვაქცინების გამოყენება ასეთ პაციენტებში უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი 4.3).

სავარაუდო სასიკეთო ურთიერთქმედებები
როგორც წესი, ეტოპოზიდი გამოიყენება სხვა ციტოსტატიკებთან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში და ბევრ მათგანთან (მაგალითად, მეტოტრექსატი და ცისპლატინი) სინერგიულ სამკურნალო ეფექტს ავლენს.

ფეერილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
სავარაუდოდ ეტოპოზიდის გამოყენება ორსულობის დროს იწვევს სერიოზულ თანდაყოლილ დეფექტებს. ვირთხებზე და თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ეტოპოზიდის ტერატოგენული მოქმედება. კონტროლირებადი კვლევები ორსული ქალების მონაწილეობით არ ჩატარებულა. ეტოპოზიდი უნდა გამოყენებული იქნეს ორსულობის დროს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები აღნიშნული პრეპარატით თერაპიისას. თუ პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დროს ან მკურნალობის დროს ხდება დაორსულება, აუცილებლად უნდა მიმართოთ გენეტიკურ საკონსულტაციო ცენტრს და შეაფასოთ თერაპიის სარგებლიანობა ნაყოფისთვის პოტენციურ რისკთან დაკავშირებით.

ლაქტაცია
არ არსებობს მონაცემები ეტოპოზიდის დედის რძეში ექსკრეციის შესახებ, მაგრამ შეუძლებელია რისკის გამორიცხვა ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის. ვინაიდან მრავალი პრეპარატი აღწევს დედის რძეში, და ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს, შესაძლოა განუვითარდეს ეტოპოზიდის მძიმე გვერდითი ეფექტები, აუცილებელია შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, ან შეწყვიტოთ თერაპია, ამასთან საგულდაგულოდ უნდა შეაფასოთ თერაპიის მნიშვნელობა დედისთვის. ეტოპოზიდი მკაცრად უკუნაჩვენებია ლაქტაციის პერიოდში; პრეპარატით თერაპიის დროს უნდა შეწყვიტოთ ძუძუთი კვება (იხ. პარაგრაფი 4.3).

ფერტილობა
ეტოპოზიდის მუტაგენობის გათვალისწინებით, მამაკაცებმა და ქალებმა მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან, სულ მცირე, 6 მომდევნო თვის განმავლობაში, უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდები. პაციენტებმა ქალებმა, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართონ გენეტიკურ საკონსულტაციო ცენტრს. ეტოპოზიდით თერაპიის შედეგად მამაკაცებში ფერტილობის შესაძლო დაქვეითებასთან დაკავშირებით რეკომენდებულია განხილული იქნას სპერმის კონსერვაციის შესაძლებლობა მომავალში ბავშვის ჩასახვისთვის.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ეტოპოზიდის ზეგავლენის კვლევები სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ ჩატარებულა. ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, როგორიცაა ძილიანობა, გადაჭარბებული დაღლილობა ან მხედველობის დროებითი დაკარგვა, პაციენტებისთვის რეკომენდებულია თავი შეიკავონ სატრნასპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობისგან.

გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტების ნუსხა წარმოდგენილია ქვემოთ სისტემურ-ორგანული კლასების და ეფექტების წარმოქმნის სიხშირის შესაბამისად, რომელიც კლასიფიცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი ( 1/10), ხშირი ( 1/100 - < 1/10), არც ისე ხშირი ( 1/1 000 - < 1/100), იშვიათი ( 1/10 000 - < 1/1 000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე). სიხშირის თითოეულ კატეგორიაში ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის კლებადობის მიხედვით. 

ინფექციები და ინვაზიები
იშვიათი: ეტოპოზიდით თერაპიისას იყო შეტყობინებები ციებ-ცხელების შესახებ. იშვიათ შემთხვევებში იყო შეტყობინებები სეფსისის შესახებ.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (კისტების და პოლიპების ჩათვლით)
ხშირად: მწვავე ლეიკოზი.
ეტოპოზიდის სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში თანმდევი გამოყენების შემდეგ იყო შეტყობინებები მწვავე ლეიკოზის განვითარების შესახებ, რომელსაც თან სდევდა ან არ სდევდა ლეიკოზის წინა ფაზა.
ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტებში მეორადი ლეიკოზით, რომლებიც იღებდნენ ეპიპოდოფილოტოქსინებს, აღინიშნებოდა 11q23 ქრომოსომის ანომალია. მეორადი ლეიკოზის სხვა თავისებურებას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეპიპოდოფილოტოქსინებს, წარმოადგენს ხანმოკლე ლატენტური პერიოდი (ლეიკოზის განვითარებამდე საშუალო დრო შეადგენდა დაახლოებით 32 თვეს). მეტაბოლური დარღვევები: ეტოპოზიდის სხვა ქიმიოთერაპიულ პრეპარატებთან კომბინაციაში თანმდევი გამოყენების შემდეგ აღინიშნებოდა სიმსივნის ლიზისის სინდრომი (ზოგიერთ შემთხვევებში ლეტალური სინდრომით).
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან
ძალიან ხშირად: იყო შეტყობინებები მიელოსუპრესიის შესახებ ლეტალური შედეგით.
ანემია, ნეიტროპენია.
ეტოპოზიდის დოზის შემზღუდავ ტოქსიკურობას წარმოადგენს მიელოსუპრესია, უმთავრესად ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. ძლის ტვინის ფუნქციის აღდგენა, როგორც წესი, 20 დღე-ღამის შემდეგ დგება, ამასთან კუმულაციური ტოქსიკურობა არ აღინიშნება.
გრანულოციტების და თრომბოციტების რიცხვის მაქსიმალური შემცირება, როგორც წესი, აღინიშნება მე-10-მე-14 დღეს პრეპარატის გამოყენების შემდეგ, გამოყენების წესის და მკურნალობის სქემის მიხედვით. პრეპარატის ინტრავენური შეყვანისას მაქსიმალური შემცირებები დგება უფრო ადრე, ვიდრე პერორალური მიღებისას.
ლეიკოპენია, როგორც წესი, წარმოიქმნება უფრო ხშირად, ვიდრე თრომბოციტოპენია, და ჩვეულებრივ ზომიერი და მძიმე გამოხატულობა გააჩნია (III და IV ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით). ლეიკოპენია და მძიმე ლეიკოპენია (1 000 უჯრედი/მმ3-ზე ნაკლები) აღინიშნებოდა შემთხვევათა 60–91 % და 7–17 %-ში ეტოპოზიდის/ეტოპოზიდის ფოსფატის გამოყენებისას შესაბამისად. თრომბოციპენია და მძიმე თრომბოციპენია (50 000 თრომბოციტები/მმ3-ზე ნაკლები) აღინიშნებოდა შემთხვევათა 28–41 % и 4–20 %-ში ეტოპოზიდის/ეტოპოზიდის ფოსფატის გამოყენებისას შესაბამისად. ასევე ხშირად იყო შეტყობინებები ციებ-ცხელების და ინფექციის შესახებ ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტოპოზიდს.
სისხლის სურათი, როგორც წესი, ნორმალიზდება 24-28 დღე-ღამის განმავლობაში პრეპარატის უკანასკნელი დოზის მიღების შემდეგ. ეტოპოზიდით მონოთერაპიისას კუმულაციური ტოქსიკურობა არ აღინიშნებოდა. ჰემოგლობინის დონის შემცირება (დაახლოებით 40%-ით).
ხშირი: შეიძლება განვითარდეს ინფექციები ან სისხლდენები მძიმე მიელოსუპრესიის შედეგად.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
ხშირი: ეტოპოზიდის შეყვანის შემდეგ შეიძლება წარმოიქმნას ანაფილაქტიური რეაქციები, რომლებსაც ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჟრჟოლა, ჰიპერემია, ტაქიკარდია, ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ჰიპოტენზია. ბავშვებში, რომელთათვის ინფუზიები შეყავდათ რეკომენდებულზე მაღალი კონცენტრაციით, ანაფილაქტიური რეაქციები აღინიშნებოდა უფრო ხშირად. ინფუზიის კონცენტრაციის (ან სიჩქარის) როლი ანაფილაქტიური რეაქციის განვითარებაში განუსაზღვრელი რჩება. არტერიული წნევა ჩვეულებრივ ნორმაში დგება რამოდენიმე საათის განმავლობაში ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ. ეტოპოზიდის პირველი დოზის შეყვანისას შეიძლება გაჩნდეს ანაფილაქტოიდური რეაქციები.
ეტოპოზიდის გამოყენებისას იყო შეტყობინებები ბრონქოსპაზმის მწვავე ლეტალური რეაქციების შესახებ. პირის ჰიპერემია აღინიშნებოდა პაციენტების 2 %-ში და კანზე გამონაყარი - პაციენტთა 3 %-ში, რომლებიც იღებდნენ ფოსფატის ეტოპოზიდის ინექციებს. ეს რეაქციები, როგორც წესი, ქრება თერაპიის შეწყვეტის გზით და სიმპათომიმეტიური საშუალებების გამოყენებისას (აუცილებლობისას), როგორიცაა ადრენალინი (ეპინეფრინი), კორტიკოსტეროიდები, ანტიჰისტამინური პრეპარატები ან მოცულობის შემცვლელი ხსნარები. ბენზილის სპირტი, რომელსაც შეიცავს პრეპარატი, იშვიათ შემთხვევებში იწვევს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს.

მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
იშვიათი: იშვიათ შემთხვევებში ეტოპოზიდის გამოყენებისას აღინიშნებოდა ჰიპერურიკემია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
იშვიათი: თავბრუსხვევა.
არც ისე ხშირი: პერიფერიული ნეიროპათია (შემთხვევათა 0,7-2 %). ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზეგავლენა შემთხვევათა 0-3 %-ში (დაღლილობა, ძილიანობა).
კრუნჩხვები.
იშვიათი: გონების არევ-დარევა, ჰიპერკინეზია, აკინეზია, ძილიანობა, მომატებული დაღლილობა, გემოს დარღვევა, მხედველობის დროებითი დაკარგვა. კრუნჩხვები (ზოგჯერ ალერგიულ რეაქციებთან დაკავშირებით), ქერქოვანი გენეზის გარდამავალი სიბრმავე, ნეიროტოქსიკურობა (მაგ., ძილიანობა და მომატებული დაღლილობა).

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრიდან
არც ისე ხშირი: მხედველობითი ნერვის ნევრიტი.

დარღვევები გულის მხრიდან
ხშირი: ეტოპოზიდის გამოყენებისას აღინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტი და გულის რითმის დარღვევები.
არითმია.

დარღვევები სისხლძარღვთა მხრიდან
ხშირი: არტერიული წნევის გარდამავალი დაწევა სწრაფი ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
არტერიული წნევის გარდამავალი დაწევა არ უკავშირდებოდა გულის ტოქსიკურობას ან ეკგ-ზე ცვლილებებს. წნევა, როგორც წესი, აღდგება ინფუზიის შეწყვეტის და (ან) შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნის შემდეგ. ეტოპოზიდ-ებევეს ინფუზიის განახლებისას, უნდა შეამციროთ პრეპარატატის შეყვანის სიჩქარე.
გადავადებული ჰიპოტენზია არ აღინიშნებოდა.
კლინიკურ კვლევებში ეტოპოზიდუს გამოყენებით ასევე აღინიშნებოდა ჰიპერტენზია და (ან) წამოხურებები. არტერიული წნევა, როგორც წესი, უბრუნდება ნორმალურ მნიშვნელობებს რამოდენიმე საათის განმავლობაში ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერტენზიის განვითარებისას პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ეტოპოზიდს, უნდა დაიწყონ აუცილებელი შემანარჩუნებელი თერაპია.
ფლებიტი.

დარღვევები სასუნთქი სისტემის და შუასაყრის მხრიდან
არც ისე ხშირი: იყო შეტყობინებები სუნთქვის სპონტანური აღდგენით ეტოპოზიდით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. იყო შეტყობინებები ბრონქოსპაზმის უეცარი შეტევების შესახებ ლეტალური შედეგით. ხველა, ლარინგოსპაზმი და ციანოზი.
იშვიათი: ფილტვების ინტესტიციალური პნევმონიტი/ფიბროზი. პნევმონია.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
ძალიან იშვიათი: მუცლის ტკივილები, ყაბზობა.
გულისრევა და ღებინება წარმოადგენს ეტოპოზიდის ტოქსიკურობის კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურიბის ძირითად გამოვლინებებს: როგორც წესი, ეს გამოვლინებები შეიძლება გაკონტროლდეს ღებინების საწინააღმდეგო თერაპიის გამოყენების გზით. გულისრევა და ღებინება ჩნდება დაახლოებით პაციენტების 31-43 %-ს, რომლებიც იღებენ ეტოპოზიდით ინტრავენურ თერაპიას (იხ. პარაგრაფი 4.4).
პაციენტების 10-13 %-ს, რომლებიც იღებენ ეტაპოზიდით ინტრავენურ თერაპიას, აღენიშნება მადის დაკარგვა, და პაციენტების 1-6 %-ს - სტომატიტი. დიარეა აღინიშნებოდა შემთხვევათა 1-13 %-ში.
ხშირი: ლორწოვანი გარსების ანთება (მათ შორის, სტომატიტი 1-6 %-ში და ეზოფაგიტები). დიარეა.
იშვიათი: დისფაგია, დისგევზია.

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრიდან
ძალიან ხშირი: ჰეპატოქსიკურობა. ეტოპოზიდი აღწევს მაღალ კონცენტრაციებს ღვიძლში, რასთანაც დაკავშირებით არსებობს ღვიძლში მისი დაგროვების ალბათობა ღვიძლის დისფუნქციისას.  
არც ისე ხშირი: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება ეტოპოზიდის მაღალი დოზების გამოყენებისას.

დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრიდან
ძალიან ხშირი: ალოპეცია, პიგმენტაცია.
შექცევადი ალოპეცია, რომელიც ზოგჯერ იწვევს თმის ცვენას, უჩნდება დაახლოებით პაციენტების 66 %-ს.
ხშირი: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი.
არც ისე ხშირი: სახის და ენის შეშუპება, ოფლიანობა.
იშვიათი: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ერთი ლეტალური შემთხვევა), დერმატიტი ადრე დასხივებულ არეში.

დარღვევები შარდგამომყოფი სისტემის მხრიდან
ეტოპოზიდი აღწევს მაღალ კონენტრაციებს თირკმელებში, რასთანაც დაკავშირებით არსებობს თირკმელებში მისი დაგროვების ალბათობა თირკმლის დისფუნქციისას.

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრიდან
სიხშირე უცნობია: ამენორეა, ანოვულატორული ციკლები, ფერილობის დაქვეითება და ჰიპომენორეა.

საერთო აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას
ძალიან ხშირი: ასთენია, შეუძლოდ ყოფნა.
ხშირი: ექსტრავაზაცია. პრეპარატის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ იყო შეტყობინებები ისეთი გართულებების შესახებ ექსტრავაზაციისას, როგორიცაა რბილ ქსოვილებზე გამოხატული ადგილობრივი ტოქსიკური ზემოქმედება, შეშუპება, ტკივილი, ცელულიტი და ნეკროზი, მათ შორის კანის ნეკროზი. ფლებიტი.

ჭარბი დოზირება
2,4–3,5 გ/მ2 საერთო დოზის ინტრავენურმა შეყვანამ 3 დღის განმავლობაში გამოიწვია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მძიმე ანთება და მიელოტოქსიკურობა. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტოპოზიდს რეკომენდებულზე მაღალ დოზებში, იყო შეტყობინებები მეტაბოლური აციდოზის და მძიმე ღვიძლის ტოქსიკურობის შემთხვევების შესახებ.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ნაჩვენებია სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია, ასევე საგულდაგულო დაკვირვება პაციენტის მდგომარეობაზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოდოფილოტოქსინის წარმოებულები.
АТХ კოდი: L01CB01.

ეტოპოზიდი წარმოადგენს პოდოფილინის ნახევრად სინთეტიკურ ლიპოფილურ წარმოებულს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ციტოტოქსიკური მოქმედება და დოზადამოკიდებული ეფექტი. მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ტოპოიზომერაზა II-ზე ზემოქმედებას (ფერმენტი, რომელიც ხსნის დნმ-ის ჯაჭვებს) და დნმ-ის სინთეზის ინჰიბირებას ტერმინალურ ფაზაში, რაც იწვევს დნმ-ის ერთმაგი და ორმაგი ჯაჭვების დაშლას. უჯრედების სიკვდილი მიმდინარეობს ეტოპოზიდის კონცენტრაციის და მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
ეტოპოზიდს ახასიათებს სპეციფიურობა ფაზის მიმართ და იგი ბლოკავს უჯრედულ ციკლს S-ფაზაში და ადრეულ G2-ფაზაში. იგი განსხვავდება პოდოფილოტოქსინის სხვა ცნობილი ნაერთებისგან იმით, რომ არ გროვდება მეტაფაზაში, მაგრამ ბლოკავს უჯრედების დაყოფას ან იწვევს უჯრედების სიკვდილს დაყოფის ფაზაში.

ფარმაკოკინეტიკა
ეტოპოზიდის ფარმაკოკინეტიკური თვისებები სხვადასხვა პაციენტებში მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეტოპოზიდის განაწილება მიმდინარეობს სწრაფად, პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 94 %-ს. პლაზმიდან გამოყოფის კინეტიკა ხასიათდება ბიექსპონენციალური მრუდით და შეიძლება აღწერილი იქნეს როგორც ორფაზიანი პროცესი ნახევრადგამოყოფის საწყისი პერიოდით დაახლოებით 1,5 სთ და ნახევრადგამოყოფის ტერმინალური პერიოდით 4-11 სთ. განაწილების საშუალო მოცულობა დაახლოებით სხეულის მასის 32%-ს შეადგენს. ეტოპოზიდი შედარებით მცირე რაოდენობით აღწევს ზურგის ტვინის სითხეში. შეყვანილი დოზის დაახლოებით 45 % გამოიყოფა შარდში, ორი მესამედი გამოიყოფა ორგანიზმიდან 72 სთ-ის განმავლობაში. ფენილბუტაზონი, ნატრიუმის სალიცილატი და აცეტილსალიცილის მჟავა ზეგავლენას ახდენენ ეტოპოზიდის ცილებთან შეკავშირებაზე.

წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
რეპროდუქციული ტოქსიკურობა: ვირთხებში ჩვეულებრივ კლინიკურზე დაბალი დოზებით ეტოპოზიდი ამჟღავნებდა ტერატოგენობას.
მუტაგენობა: in vitro და in vivo ტესტების შედეგები, რომლებიც ადასტურებენ გენეტიკურ ტოქსიკურობას, საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ ეტოპოზიდის მუტაგენობა.
კანცეროგენობა: ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები, რომლებიც ამჟღავნებენ ეტოპოზიდის კანცეროგენობას, არ ჩატარებულა.
მაგრამ დნმ-ის დამაზიენებელი მოქმედებიდან და მუტაგენური პოტენციალიდან გამომდინარე, ადამიანებში ეტოპოზიდი უნდა იქნას განხილული როგორც პოტენციურად კანცეროგენული ნივთიერება.

ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ნუსხა
ეთანოლი 96 %, ბენზილის სპირტი, მაკროგოლი 300, პოლისორბატი 80, ლიმნის მჟავა.

შეუთავსებლობა
დაუშვებელია წინამდებარე პრეპარატის შერევა სამედიცინო გამოყენების სხვა პრეპარატებთან, 6.6 პარაგრაფში მითითებულების გარდა.
იყო შეტყობინებები იმის შესახებ, რომ გაუზავებელი ეტოპოზიდი-ებევე იწვევდა აკრილისა და აბს-პოლიმერებისგან დამზადებული პლასტმასის ინსტრუმენტების ბზარებს. საინფუზიო ხსნარის დასამზადებელი კონცენტრატის სათანადო გაზავებისას ეტოპოზიდის ამგვარი ზემოქმედება არ აღნიშნულა.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.
სტაბილურობა გაზავების შემდეგ
საინფუზიო ხსნარი ეტოპოზიდი-ებევე, რომელიც გაზავებულია კონცენტრაციამდე 0,2 მგ/მლ 0,9% ფიზიოლოგიურ ხსნარში, შეინახეთ არაუმეტეს 7 დღისა მაცივარში (2–8 оС) ან ოთახის ტემპერატუაზე.
საინფუზიო ხსნარი ეტოპოზიდი-ებევე, რომელიც გაზავებულია კონცენტრაციამდე 0,2 მგ/მლ 5% გლუკოზის ხსნარში, შეინახეთ არაუმეტეს 14 დღისა მაცივარში (2–8 оС) ან ოთახის ტემპერატუაზე.
საინფუზიო ხსნარი ეტოპოზიდი-ებევე, რომელიც გაზავებულია კონცენტრაციამდე 0,3 მგ/მლ 0,9% ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5 % გლუკოზის ხსნარში, შეინახეთ არაუმეტეს 7 დღისა მაცივარში (2–8 оС).
საინფუზიო ხსნარი ეტოპოზიდი-ებევე, რომელიც გაზავებულია კონცენტრაციამდე 0,4 მგ/მლ 0,9% ფიზიოლოგიურ ხსნარში ან 5 % გლუკოზის ხსნარში, შეინახეთ არაუმეტეს 24 საათისა მაცივარში (2–8 оС) ან ოთახის ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით გაზავებული ხსნარი უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვადის დაცვასა და შენახვის პირობებზე პრეპარატის გამოყენებამდე ეკისრება მომხმარებელს. გაზავებული ხსნარი ინახება არაუმეტეს 24 საათისა არაუმეტეს 25 оС ტემპერატურაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გაზავება მიმდინარეობს გაკონტროლებულ და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში.

გამოშვების ფორმა
ყავისფერი მინის ფლაკოკები (კლასი I) გალობუტილკაუჩუკის საცობით და ალუმინის მომჭერი ხუფით ფერადი პლასტასის თავსახურით.
მინის ფლაკონები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს შეკვრებში.
1 ფლაკონი x 2,5 მლ/50 მგ
1 ფლაკონი x 5 მლ/100 მგ
1 ფლაკონი x 10 მლ/200 მგ
1 ფლაკონი x 20 მლ/400 მგ
შეფუთვების ყველა ზომა არ არის გაყიდვაში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები მოპყრობისას და უტილიზაციისას
ეტოპოზიდთან მუშაობისას უნდა დაიცვათ ციტოსტატიკებისთვის დაწესებული საერთო სახელმძღვანელო პრინციპები.
გაზავებისთვის არ უნდა იქნას გამოყენებული ბუფერული ხსნარები рН ˃ 8-ით ნალექის შესაძლო წარმოქმნის გამო.
პრეპარატის გაზავება წარმოებს მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით ან საინფუზიო გლუკოზის იზოტონური ხსნარით.
იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ნალექის წარმოქმნა, გამოსაყენებლად დამზადებული ეტოპოზიდის საინფუზიო ხსნარის კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 0,4 მგ/მლ.
ისევე, როგორც სხვა პოტენციურად ციტოტოქსიკურ ნივთიერებებთან მუშაობისას, ეტოპოზიდთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ სიფრთხილე (ხელთათმანები, ნიღაბი, დამცავი ტანსაცმელი). აუცილებელია მოერიდოთ კანთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს. კანზე მოხვედრისას აუცილებელია დაზიანებული ზონა საგულდაგულოდ მოიბანოთ წყლით.
დაშვებულია გამოიყენოთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები, რომლებიც პრაქტიკულად არ შეიცავენ ხილულ ნაწილაკებს.
ორსულ თანამშრომლებს ეკრძალებათ ციტოტოქსიკურ პრეპარატებთან მუშაობა.
გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენები უნდა იქნას უტილიზებული ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

 

გაცემის პირობები
სტაციონარის პირობებში გამოსაყენებლად.
გაიცემა ექიმის რეცეპტით

კომენტარის დამატება