Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ბადურის ჩამოშლა / baduris chamoshla

ბადურის ჩამოშლა / baduris chamoshla

280

ბადურის ჩამოშლა ხდება მაშინ, როდესაც თვალის უკან არსებული თხელი შრე -ბადურა მოსცილდება სისხლძარღვებს, რომლებიც მას ამარაგებდა საკვებითა და ჟანგბადით.

სასწრაფო მკურნალობის გარეშე, ეს გამოიწვევს დაზიანებული თვალის სიბრმავეს.

გამაფრთხილებელი ნიშნები

ადამიანების უმეტესობას ვისაც აქვს ბადურის ჩამოცლის  რისკი, აქვთ გარკვეული  ნიშნები, სანამ დაკარგავენ მხედველობას. ეს ნიშნებია:

  • მცურავი სხეულების უეცარი გამოჩენა მხედველობის არეში - მუქი ლაქები, რომლებიც ტივტივებს თვალთახედვის არეში (ძირითადად ვლინდება ერთ თვალზე)
  • სინათლის უეცარი ხანმოკლე გაელვებები ერთ თვალში
  • ბუნდოვანი ან დამახინჯებული მხედველობა.

მკურნალობის გარეშე, დაზიანებულ თვაში მხედველობა დაიწყებს გაუარესებას. ადამიანთა უმეტესობა ამას აღწერს, როგორც ჩრდილის, ან :შავი ფარდის” გავრცელებას მხედველობის არეში.

ბადურის ჩამოშლა, ჩვეულებრივ მხოლოდ ერთ თვალზე ხდება ხოლმე. თუმცა, თუ თვალი დაზიანდა, არსებობს 10%-იანი შანსი, რომ ბადურა მეორე თვაზეც ჩამოიშლება.

რომელიმე ზემოთ ჩამოთლილი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მაშინვე უნდა დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.

მიზეზები

ბადუთა თვალის ფსკერზე არსებული თხელი, სინათლისადმი მგრძნობიარე ქსოვილია, რომელიც სიგნალებს გადასცემს ტვინს და მონაწილეობს მხედველობაში. სისხლის მიწოდების გარეშე, სიგნალების გადამცემი ნერვული უჯრედები იწყებს სიკვდილს, რაც გამოიწვევს მხედველობის დაკარგვას.

ბადურის ჩამოშლის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ის, რომ ასაკთან ერთად ბადურა ხდება უფრო თხელი და მსხვრევადი და ხდება ქვეშმდებარე სისხლძარღვებისგან მისი დაშორება.

ეს ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს თვალის პირდაპირ ტრავმასთან, მაგრამ ეს უფრო იშვიათია.

დიაგნოზი

თუ თქვენი ექიმი იეჭვებს ბადურის ჩამოშლაზე, იმავე დღეს გაგაგზავნით ოფთალმოლოგთან. ოფთალმოლოგი თვალის უკანა ზედაპირს შეისწავლის ოფთალმოსკოპით (გამადიდებელი მინა რომელიც დაკავშირებულია სინათლესთან) და მიკროსკოპით.

თუ არის ბადურის ცუდი გარჩევადობა გამოიყენებენ ულტრაბგერით გამოკვლევას.

მკურნალობა

რაც უფრო სწრაფად უმკურნალებთ ბადურის ჩამოშლას, მით ნაკლები რისკია დაზიანებულ თვალში მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის.

ბადურის ჩამოშლას წარმატებით მკურნალობენ ქირურგიულად. რამდენიმე ტიპის ქირურგიული ოპერაცია არსებობს, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევებზე.

შესაძლოა ოპერაციის შემდგომ გამოჯანმრთელებას რამოდენიმე თვე დასჭირდეს. ამ პერიოდის განმავლობაში მხედველობა შემცირებულია, რაც ნიშნავს იმას რომ შესაძლოა მცირე ხნით ვეღარ ჩაერთოთ  თქვენს ყოველდღიური აქტივობებში, მაგალითად ისეთები როგორიცაა მანქანის ტარება და თვითმფრინავით მგზავრობა.

სამწუხაროდ,ზოგიერთი ადამიანის მხედველობა ოპერაციის შემდეგაც ვერ უბრუნდება ძველებურ ნორმას და მათ მუდმივად რჩებათ სუსტი პერიფერიული ან ცენტრალური მხედველობა.

ეს მაშინაც შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ქირურგიულად ბადურა წარმატებით აღდგება. რაც უფრო დიდი ხნით დაყოვნდება მკურნალობა, მით უფრო მაღალია ამის რისკი.

ვის ემართება?

ბადურის ჩამოშლა იშვიათი დაავადებაა. დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 10000 ადამიანში დაახლოებით ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

რადგან ბადურის ჩამოშლა დაკავშირებულია ასაკთან უმეტეს შემთხვევაში ემართებათ 50-დან 77 წლამდე ადამიანებს.

ბადურიც ჩამოშლა, რომელიც დაკავშირებულია ტრავმასთან, ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.

კომენტარის დამატება