Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი / bavshvta uecari sikvdilis sindromi

ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი / bavshvta uecari sikvdilis sindromi

208

ბავშვბა უეცარი სიკდვილის სინდრომი (ბუსს) - ჯანმრთელი ბავშვის უეცარი, მოულოდნელი, აუცხსნელი სიკვდილია.

 

დიდ ბრიტანეთში, ყოველწლიურად დაახლოებით 300 ბავშვი კვდება უეცრად და მოულოდნელად. ეს სტატისტიკა შეიძლება შემაშფოთებელი ჩანდეს, თუმცა ბუსს ძალიან იშვიათია და ბავშვის რისკები ძალიან დაბალია.

ამ მდგომარეობით, უმეტესწილად ექვს თვემდე ბავშვები კვდებიან. ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს, რომლებსაც დაბადებისას დაბალი წონა ჰქონდათ, ბუსს-ის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ეს სინდრომი უფრო ხშირი ბიჭებშია.

ყველაზე მოულოდნელად ბავშვები ძილისას, ლოგინში კვდებიან, თუმცა ბუსს შეიძლება დღის განმავლობაში ძილისას ან ფხიზელ მდგომარეობაშიც დაემართოთ.

ორსულობისას და მას შემდეგაც სიგარეტისთვის თავის დანებება და დაბადების შემდეგ ძილისას ბავშვის ზურგზე დაწვენა ბუსს-ის რისკს საგრძნობლად შეამცირებს

რა იწვევს ბუსს

არავინ იცის, ზუსტად რა იწვევს ბუსს, თუმცა ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა ფაქტორების ერთიანობითაა გამოწვეული.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბუსს ბავშვებს განვითარების გარკვეულ საფეხურზე ემართებათ და იმ ბავშვებს ვინც გარემო ფაქტორების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან.

მოწყვლადობა შეიძლება ნაადრევმა შობადობამ ან დაბადებისას დაბალმა წონამ გაპირობოს, სხვა მიზეზები დღეისთვის უცნობია.

გარემო ფაქტორებია შეიძლება მოიცავდეს თამბაქოს მოწევას, ლოგინში გახლართვას, მსუბუქ ავადმყოფობას ან სუნთქვის ობსტრუქციულ პრობლემებს.

ბავშვებს, რომლებიც ბუსს-ით კვდებიან, მიიჩნევენ რომ არ ჰქონდათ გარემო ფაქტორებთან გამკლავების უნარი და სტრესულ მდგომარეობაში ვერ არეგულირებდნენ გულის ცემას, სუნთქვას და ტემპერატურას.

მართალია ბუსს-ის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ მისი პრევენციის მიზნით სხვადასხვა რამ შეიძლება მოიმოქმედოთ.

რა შემიძლია ბუსს-ის პრევენციისთვის, რომ გავაკეთო

მიჰყევით რჩევებს, ბუსსის პრევენციისთვის:

  • ბავშვი ძილისას ყოველთვის ზურგზე დააწვინეთ
  • არ მოწიოთ ორსულობისას და არავის მისცეთ უფლება მოწიოს ბავშვთან ერთად ოთახში
  • არ ჩაიწვინოთ ბავშვი ლოგინში, თუკი თქვენ და თქვენი პარტნიორი ეწევით, ან სვავთ ალკოჰოლს
  • არასდროს დაიძინოთ ბავშვთან ერთან სავარძელზე ან ტახტზე
  • არ მისცეთ საშუალება თქვენს ბავშვს, რომ ძალიან შესცივდეს ან დასცხეს. ბავშვისთვის კომფორტულ საძილე გარემოებად მიიჩნევა ოთახის ტემპერატურა 16-დან 20 გრადუსამდე. ამ დროს ბავშვს უნდა ეფაროს მსუბუქი გადასაფარებელი, ან მსუბუქი საძილე ტომარა
  • ნუ დააფარებთ საბანს თავზე, გადასაფარებელი მხრებს ზევით არ უნდა იყოს
  • ძილისას ბავშვის ფეხები ლოგინის კიდეს უნდა ედებოდეს.
  • თუ შესაძლებელია, ბავშვს ძუძუ აჭამეთ. მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ რატომ უნდა გამოვკვებოთ ბავშვი ძუძუთი (Why breastfeed?)
  • სულ მცირე, პირველი ექვსი თვე ბავშვი დააძინეთ თქვენს ოთახში
  • ბავშვის მატრასი უნდა იყოს მაგარი ზედაპირით, ბრტყელი, წყალგამძლე და კარგ მდგომარეობაში.

წაიკითხეთ მეტი ბუსს-ის განვითარების რისკების შემცირება (reducing the risk of cot death)

სამედიცინო დახმარება, თუ ბავშვი თავს კარგად არ გრძნობს

ბავშვები ხშირად მსუბუქად ავადმყოფობენ, მაგრამ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. მიეცით ბავშვებს დიდი რაოდენიბით სითხე და არ მისცეთ საშუალება რომ გადახურდნენ.

თუკი თქვენი ბავშვი მდგომარეობა გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.

დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ ბავშვი:

  • შეწყვეტს სუნთქვას ან გალურჯდება
  • ექნება სუნთქვის პრობლემები
  • უგონოდაა ან ვერ ხვდება რა ხდება გარემო სამყაროში
  • ვერ აღვიძებთ
  • პირველად აქვს გულყრა

 

წაიკითხეთ მეტი როგორ შევამჩნიოთ ბავშვებში სერიოზული დაავადებების ნიშნები (spotting signs of serious illness in children)

კომენტარის დამატება