Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » გლაუკომა / glaukoma

გლაუკომა / glaukoma

131

გლაუკომა არის მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მხედველობაზე, რაც ძირითადად ხდება თვალში წნევის გაზრდით.

გლაუკომა ხშირად აზიანებს ორივე თვალს, თუმცა სხვადასხვა ხარისხით. ერთ თვალში შეიძლება გლაუკომა უფრო სწრაფად განვითარდეს ვიდრე მეორეში.

თვალის სფერო შეიცავს სითხეს, რომელსაც მინისებრი სითხე ეწოდება. ამ სითხეს თვალი მუდმივად აწარმოებს და ზედმეტი სითხე გამოიდევნება მილების საშუალებით.
გლაუკომა ვითარდება, როდესაც სითხე ჩვეულებრივ ვერ ახერხებს თვალიდან გამოდინებას და იქმნება წნევა, რაც ცნობილია, როგორც ინტრაოკულარული წნევის სახელით და შეუძლია დააზიანოს ოპტიკური ნერვი (ნერვი, რომელიც თვალს ტვინთან აერთებს) და ბადურის ნერვული ბოჭკოები (სინათლის აღმქმელი ნერვული ქსოვილი, რომელიც ამოფენს თვალის უკან ნაწილს).

გლაუკომის სახეობები

გლაუკომის ოთხი ძირითადი სახეობა არსებობს:

  • ქრონიკული ღია კუთხოვანი გლაუკომა - გლაუკომის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ვითარდება ძალიან ნელა
  • პირველადი დახურულ კუთხოვანი გლაუკომა - ძალიან იშვიათი ფორმაა და ვითარდება ნელა (ქრონიკული) ან შეიძლება განვითარდეს სწრაფად (მწვავე) უეცარი, მტკივნეული, მომატებული თვალის წნევით
  • მეორეული გლაუკომა - ხდება თვალის დაზიანების შედეგან ან თვალის სხვა დაავადების შედეგად, როგორიცაა უვეიტი (თვალის შუა შრის ანთება)
  • განვითარების გლაუკომა (თანდაყოლილი გლაუკომა) - ეს იშვიათი, მაგრამ მძიმე ფორმაა. ძირითადად ვლინდება დაბადებისას ან დაბადებიცან მცირე ხნის შემდეგ და გამოწვეულია თვალის ანომალიით.

გლაუკომის მკურნალობა

გლაუკომას მკურნალობენ თვალის წვეთებით, ლაზერულად ან ქირურგიულად. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოზირება, რადგან დაზიანებული თვალის აღდგენა შეუძლებელია. მკურნალობა მიზნად ისახავს მდგომარეობის კონტროლს და მომავალი გართულებების მინიმალიზებას. თუ არ მოხდა მკურნალობა, გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება. მაგრამ თუ დიაგნოზირება და მკურნალობა მოხდა ადრეულად თვალის შემდგომი დაზიანებების პრევენცია და მხედველობის შენარჩუნება შესაძლებელია.

გლაუკომის პრევენცია

თვალის გამოსაკვლევად რეგულარული სიარული დაგეხმარებათ, რომ დროულად მოხდეს გლაუკომის ნიშნების აღმოჩენა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყება.

რამდენად ხშირია გლაუკომა?

ინგლისში და უელსში, გლაუკომა 500,000-ზე მეტ ადამიანს აქვს, მაგრამ უფრო მეტმა ადამიანმა არ იცის თავისი მდგომარეობის შესახებ.

ქრონიკული ღია-კუთხოვანი გლაუკომა ემართებათ 40 წელს გადაცილებული ადამიანების დაახლოებით 2%-ს, და 80 წელს გადაცილებული ადამიანების დაახლოებით 5%-ს.

ღია კუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკი უფრო მაღალია შავკანიან აფრიკული ან შავკანიან კარიბული წარმოშობის ადამიანებში.
გლაუკომის სხვა ტიპები, როგორიცაა მწვავე დახურულ კუთხოვანი გლაუკომა გაცილებით იშვიათია. თუმცა, აზიური წარმოშობის ხალხი მაღალი რისკის ქვეშ არიან ამ ტიპის გლაუკომის განვითარების ვიდრე სხვა ეთნიკური ჯგუფები.

კომენტარის დამატება