ზებოლი-50 / zeboli-50 / ZEBOL-50
შემადგენლობა
თითოეული მლ. შეიცავს: ნანდროლონის დეკანოატს I.P. 50 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანაბოლური სტეროიდები უკავშირდებიან სპეციფიკურ რეცეპტორებს, რომლებიც განსაკუთრებული რაოდენობითაა ლოკალიზებული რეპროდუქციულ ქსოვილში, კუნთსა და ცხიმში. ანაბოლური სტეროიდები ამცირებენ აზოტის გამოყოფას დაშლილი ქსოვილიდან, ანდროგენების დეფიციტის მქონე მამაკაცებში. ისინი აგრეთვე პასუხისმგებელნი არიან მამრობითი სქესის ჩვეულებრივ სექსუალურ დიფერენციაზე. ანაბოლური სტეროიდების თანაფარდობა, (“სხეულის შენება”) ზეგავლენას ახდენს ანდროგენურ (მამაკაცურ) თვისებებზე, რომლებიც შეიძლება განსხვავებული იყოს კლასის წევრთა შორის, თუმცა პრაქტიკულად ყველა აგენტი ფლობს ორივე თვისებას ერთი და იმავე ხარისხით. არ არსებობს აშკარად დადგენილი, რომ ანაბოლური სტეროიდები ზრდიან ზოგად ათლეტურ აღნაგობას.
აღწერა:
ანაბოლური სტეროიდები აბსორბციას განიცდიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თუმცა მათი შემადგენელი ნაწილი ღვიძლში ექვემდებარება პირველად მეტაბოლიზმს რის შედეგადაც წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები. ნანდროლონის შემადგენელი ნაწილები, რომლებშიც 17 ნახშირბადის ატომია ჩანაცვლებული არ განიცდიან ღვიძლში სწრაფ მეტაბოლიზმს და აქტიური არიან ორალური მიღებისას
ჩვენებები
ნანდროლონის დეკანოატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ოსტეოპოროზის სამკურნალოდ, ქალებში გავრცელებული სარძევე ჯირკვლის კიბოს გარკვეული შემთხვევების შემამსუბუქებელი მკურნალობისათვის და როგორც სპეფიციკური თერაპიისა და დიეტური ზომების თანმხლები საშუალება პათოლოგიურ პირობებში.
მიღების წესები და დოზები
ზებოლი® - 50 გამოყენებულ უნდა იქნას კუნთებში ღრმა ინექციის გზით. მოზრდილთა დოზა: 25-50 მგ ყოველ 3 კვირაში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები
ამენორეა სპერმატოგენეზის დათრგუნვა, ეპიფიზური ზრდის ნაადრევი შეფერხება, შარდის შეკავება.
უკუჩვენება
ორსულობა ან ძუძუთი კვება, ხოლო მამაკაცებში პროსტატის ან სარძევე ჯირკვლის ცნობილი ან საეჭვო კარცინომა. გულსისხლძარღვთა დადგენილი დაავადებები წარმოადგენს შესაბამის უკუჩვენებას.
განსაკუთრებული მითითებები
თუ განვითარდება სქესობრივი სიმწიფის ნიშნები, განხილულ უნდა იქნას მკურნალობის შეწყვეტის საკითხი, უმჯობესია ეს მოხდეს პაციენტთან კონსულტაციის გზით. ფარული ან აშკარად გამოხატული გულის უკმარისობა, თირკმლის დისფუნქცია, ჰიპერტენზია ან შაკიკი (ეს პათოლოგიები ანამენეზში), ვინაიდან ანაბოლურმა სტეროიდებმა შეიძლება გამოიწვიონ შარდის შეკავება.
ჭარბი დოზირება
ჭარბმა მწვავე დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ დარღვევა. ქრონიკულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთის მოცულობის ზრდა და მამაკაცური თვისებების გამოვლინება და აგრეთვე მამაკაცურ ჰორმონებთან დაკავშირებული ეფექტები. ანაბოლურმა სტეროიდებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სექსუალურ ფუნქციაზე. მათ აგრეთვე შეიძლება გამოიწვიონ გულსისხლძარღვთა სისტემის და ღვიძლის დაზიანება. აკნე და სიმელოტე ჩნდება ორივე სქესში, მენსტრუაციის დარღვევა, გულ-მკერდის ატროფია და კლიტორომეგალია ქალებში და ტესტიკულური ატროფია და პროსტატის ჰიპერტროფია მამაკაცებში შეიძლება თან სდევდეს მათ ჭარბ დოზირებას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ანაბოლურმა სტეროიდებმა შეიძლება გააუმჯობესოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობა და შეამცირონ ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების გამოყენების აუცილებლობა დიაბეტით დაავადებულებში.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება გრილ ადგილას. დაიცავით გაყინვისგან.
მოარიდეთ ბავშვებს!
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
კომენტარის დამატება