სოლკოსერილი / solkoserili / SOLCOSERYL
შემადგენლობა
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამწვირვალე ღია-მოყვითალო ან მოყვითალო სითხე სოლკოსერილის სპეციფიური სუნით.
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტი: ხსნარის 1მლ შეიცავს ჯანმრთელი ძუძუმწოვარა ხბოების სისხლის ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებული დეპროტეინიზებული დიალიზატის; (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) 42.5მგ;
დამხმარე ნივთიერება საინექციო წყალი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სოლკოსერილი არის ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებული დეპროტეინიზებული დიალიზატი მიღებული ძუძუმწოვარა ხბოების სისხლისგან ულტრაფილტრაციის გზით. შეიცავს დაბალმოლეკულური (მასით 5000 დალტონი) ბუნებრივი შენაერთების ფართო სპექტრს და მხოლოდ ზოგიერთი მათგანია აღწერილი ქიმიურად და ფარმაკოლოგიურად. In vitro ტესტებში, აგრეთვე წინაკლინიკური და კლინიკური გამოკვლევებით გამოვლენილია, რომ სოლკოსერილი
• კვების დეფიციტის პირობებში ნორმალურს ხდის და არეგულირებს ენერგეტიკულ მეტაბოლისმს და ჟანგვით ფოსფორილირებას, უჯრედებს უზრუნველყოფს მაღალენერგეტიკული ფოსფატებით;
• ზრდის ჟანგბადის ათვისებას in vitro და ასტიმულებს ჰიპოქსიასა და ენერგეტიკულ დეფიციტში მყოფ უჯრედებში გლუკოზის ტრანსპორტს;
• ბლოკავს ზეჟანგურ ჟანგვას ბიოლოგიური მემბრანების ლიპიდებში, ავლენს მემბრანო და ციტო პროტექტულ მოქმედებას;
• დაზიანებულ ქსოვილებში აჩქარებს რეპარაციულ და რეგენერაციულ პროცესებს;
• ზრდის კოლაგენის სინთეზს, ასტიმულებს ფიბრობლასტების პროლიფერაციას და მაკროფაგების აქტიურობას;
• ავლენს ენდოთელიუმის მიმართ ტროპიზმს და ანგიოპროტექტორულ ეფექტს.
ამგვარად სოლკოსერილი იცავს ჰიპოქსიასა და მეტაბოლურ დარღვევებში მყოფ ჯრედებს, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
კლინიკურ მოდელებში აღინიშნებოდა ორგანოების ჰიპოპერფუზიის მკვეთრი შემცირება ზოგადი ჰემოდინამიკის დარღვევის გარეშე, სისტემური იშემიის საწინააღმდეგო მოქმედება, ანტიოქსიდანტური სისტემის აქტიურობის შენარჩუნება, ჰეპატოპროტექტული მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
სოლკოსერილი - ჯანმრთელი ძუძუმწოვარა ხბოების სისხლის ქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებული დეპროტეინიზებული დიალიზატის აბსორბციის, განაწილების და ელიმინაციის შესწავლა არ ექვემდებარება ჩვეულებრივ ფარმაკოლოგიურ მეთოიდებს, რადგანაც იგი შეიცავს პლაზმის დაბალმოლეკულურ კომპონენტებსა და ფორმიანი ელემენტებს, რომლებიც ნორმაშიც არის ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში. შესწავლის პროცესში გამოვლენილ იქნა, რომ პრეპარატი იწყებს მოქმედებას საშუალოდ ინექციიდან 20 წუთში და გრძელდაბა 3 საათის მანძილზე.
ჩვენებები
პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადებები (III-IV სტადია ფონტეინის მიხედვით); ქრონიკული ვენური უკმარისობა ტროფიული დარღვევებით - რთული სამკურნალო შემთხვევები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული მოშლა; ტვინის ორგანული სინდრომები;, ფეტოპლაცენტარული უკმარისობა (ნაყოფის ჰიპოქსია, ნაყოფის განვითარების შეფერხების სინდრომი, ნაყოფის დისტრესი) დიაბეტური ანგიოპათია; იშემია;განგრენის წინარე მდგომარეობა; ნაწოლები; დამწვრობა; რადიაციული დაზიანებანი; კანის გადანერგვა; გულის იშემიური და მეტაბოლური დარღვევები.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებს ენიშნებათ 5-10მლ დღეში კუნთში ან ვენაში წვეთოვნად. ვენაში პრეპარატი გამოიყენება ინფუზიის სახით გახსნილი იზოტონურ ან გლუკოზის ხსნარში. არ უნდა შევიყვანოთ სხვა წამალთან შერეული. მძიმე შემთხვევებში, პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადებებისა და ტროფიული წყლულების დროს მოზრდილებს ინტრარტერიულად ანდ ინტრავენურად წვეთოვნად უსხამენ 250მლ იზოტონურ ხსნარში ან გლუკოზაში დახსნილ 10-20მლ სოლკოსერილს 3-5-ჯერ კვირაში. მკურნალობის ხანგრძლიობა 4 კვირა.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად წინასწარ განწყობის შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები გამოწვეული IgE კლასის ანტისხეულებით. ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენება
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. ანამნეზში ატოპიური ალერგია ან ალერგია რძეზე.
განსაკუთრებული მითითებები
რადგანაც სოლკოსერილი შეიცავს კალიუმს, მისი გამოყენებისას უნდა დავიცვათ სიფრთხილის შესაბამისი ზომები. სიფრთხილით გამოიყენება ჰიპერკალემიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში: თირკმლის უკმარისობით, გულის რითმის დარღვევებით, ნებისმიერი ჩვენებით, რომლებიც მოითხოვენ კალიუმის პრეპარატების გამოყენებას.
პაციენტებში ალერგიული რეაქციების შესამცირებლად რეკომენდირებულია ინფუზიამდე კანქვეშ ტესტის სახით 0,5 მლ სოლკოსერილის ხსნარის შეყვანა.
ორსულებში სოლკოსერილის გამოყენებისას ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფისათვის რაიმე რისკის არსებობა.
თუმცა ორსულებსა და მეძუძურ ქალებში სპეციალური კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ ორსულებსა და მეძუძურებში პრეპარატის გამოყენებისას მკურნალმა ექიმმა უნდა შეაფასოს რისკისა და სარგებელის თანაფარდობა. ამასთან ერთად აუცილებელია გავითვალისწინოთ რომ პრეპარატის კომპონენტები არ გადადის დედის რძეში. სოლკოსერილი არ მოქმედებს ავტომანქანის მართვის უნარზე და არ არის უკუნაჩვენები ისეთ მექანიზმებთან მუშაობისას, რომლებიც გაზრდილ ყურადღებას საჭიროებენ.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდირებული სოლკოსერილის შერევა ერთ შპრიცში, ან ფლაკონში სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან, კერძოთ ფიტოექსტრაქტებთან და გინკო ბილობას ექსტრაქტთან.Pპრეპარატი შეთავსებადია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან ან გლუკოზასთან.
აუცილებელია სიფრთხილის შენარჩუნება სოლკოსერილის გამოყენებისას ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ კალიუმის დონის მომატება სისხლის პლაზმაში: კალიუმის პრეპარატები, აპფ-ის ინჰიბიტორები კალიუმის შემნახველი დიურეტიკები და სხვა.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი უნდა ინახებოდეს 25 გრადუსზე ქვემოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა 5 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით
რეგისტრაციის # და თარიღი
04.11.2008
კომენტარის დამატება