Meds.ge » ყველა წამალი » სოლკოსერილი თვალის გელი / solkoserili tvalis geli / SOLCOSERYL EYES GELL

სოლკოსერილი თვალის გელი / solkoserili tvalis geli / SOLCOSERYL EYES GELL

70

შემადგენლობა

აქტიური კომპონენტი: ჯანმრთელი ძუძუმწოვარა ხბოების სისხლის 20% (8.3მგ/გ მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით) დეპროტეინიზებული დიალიზატი;
კონსერვანტი ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1მგ/გ;
დამხმარე ნივთიერებები: კარბოქსიმეთილცელულოზის ნატრიუმის მარილი, ორწყლიანი ნატრიუმის ედტა, სორბიტოლი, საინექციო წყალი.

აღწერილობა 
უფერო ან ოდნავ მოყვითალო სუსტად ოპალესცირებული მდინარი გელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სოლკოსერილი თვალის გელის აქტიური ნივთიერებაქიმიურად და ბიოლოგიურად სტანდარტიზებულ დიალიზატს, მიღებულს ჯანმრთელი ძუძუმწოვარა ხბოებისსისხლიდან დიალიზისა და ულტრაფილტრაციის გზით (ნომინალური ზომა 5000 და). შესაბამისად პრეპარატ სოლკოსერილის აქტიური ნივთიერება არ შეიცავს ცილის მოლეკულებს. იგი შეიცავს დაბალმოლეკულური კომპონენტების დიდ რაოდენობას მიღებულს ძუძუმწოვარა ხბოების სისხლიდან, კერძოდ; ელექტროლიტებს, ამინომჟავებს, ნუკლეოტიდებს, ნუკლეოზიდებს, ოლიგოპეპტიდებს და ნახშირწყლოვანი ცვლის შუალედურ პროდუქტებს.
კლინიკური ეფექტურობა განპირობებულია ყველა კომპონენტის სინერგული მოქმედებით. სოლკოსერილი თვალის გელი იცავს ქსოვილებს ჰიპოქსიისა და საკვები პროდუქტების დეფიციტისგან, ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას და აჩქარებს შეხორცების პროცესს ამავდროულად აუმჯობესებს შეხორცების ხარისხს.
სოლკოსერილი თვალის გელი არის სპეციალურად შემუშავებული რქოვანას, განსაკუთრების მისი სტრომის დაზიანებათა სამკურნალოდ რადგან იწვევს ქსოვილების რეგენერაციას და ამცირებს ნაწიბურების წარმოქმნის რისკს.
თავისი ჟელესმაგვარი კონსისტენციის წყალობით, რაც განპირობებულია მასში კარბოქსიმეთილცელულოზის ნატრიუმის მარილის არსებობთ, სოლკოსერილის თვალის გელს აქვს ადჰეზიური თვისებები და უზრუნველყოფს რქოვანაზე მის თანაბარ განაწილებას და შენარჩუნებას საკმაო ხნის მანძილზე, რის შედეგადაც აქტიური ნივთიერება განუწყვეტლივ იწოვება დაზიანებულ ქსოვილებში.

ფარმაკოკინეტიკა
როგორც სხვა ბიოლოგიურად სტანდარტიზებული პრეპარატების შემთხვევაში სოლკოსერილის თვალის გელის აქტიური ნივთიერების - დეპროტეინიზებული ჰემოდიალიზატის - აბსორბცია, განაწილება და ელიმინაცია შეუძლებელია შესწავლი იქნეს ჩვეულებრივი ფარმაკოკინეტური მეთოდებით (მაგ. რადიოაქტიური მარკირებით და სხვა) რადგანაც ჰემოდიალიზატმა შეიძლება მოახდინოს სხვადასხვა ფარმაკოდინამიური მოქმედება, რაც მიეწერება სხვადასხვა ფიზიკო-ქიმიური თვისებების მქონე მოლეკულებს; გარდა ამისა ძუძუმწოვარა ხბოების დეპროტეინიზებული დიალიზატი შეიცავს სისხლის შრატისა და უჯრედების დაბალმოლეკულურ კომპონენტებსაც , რომლებიც ნორმაში ყოველთვის არიან ძუძუმწოვრების სისხლში.

ჩვენებები
1. რქოვანასა და კონიუნქტივის მექანიკური დაზიანებები (ეროზია, ტრავმა), მათი ოპერაციის შემდგომი ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად (კერატოპლასტიკის, კატარაქტის ამოღებისა და გლაუკომის ოპერაციების შემდეგ).
2. რქოვანას ქიმიური (მჟავებისა და ტუტეების ზემოქმედებით გამოწვეული), თერმული, სხივური (ულტრაიისფერი, რენტგენის და სხვა სახის მოკლეტალღური გამოსხივების ზემოქმედებით გამოწვეული) დამწვრობა.
3. რქოვანას წყლულები, კერატიტები (ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ეტიოლოგიის) ეპითელიზაციის სტადიაში ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ და სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებთან კომბინაციაში.
4. რქოვანას სხვადასხვა ეტიოლოგიის დისტროფიები (მათ შორის ნეიროპარალიტური, ლაგოფტალმური კერატიტი, მშრალი კერატო-კონიუნქტივიტი, ბულოზური კერატოპათია).
5. მყარი და რბილი ლინზებისადმი შეგუების პერიოდის შემცირებისათვის და მათი ატანის გასაუმჯობესებლად.

მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივ მედიკამენტ სოლკოსერილის თვალის გელის 1 წვეთი ეწვეთება კონიუნქტიურ პარკში დღეში 3-4 ჯერ..
მძიმე შემთხვევებში შეიძლება 1 ჯერ ყოველ საათში. თუ დამატებით გამოიყენება თვალის სხვა წვეთებიც, მაშინ სოლკოსერილი უნდა ჩავაწვეთოთ მათი გამოყენების შემდეგ არაუადრეს 15 წუთისა.
მყარი ლინზების გამოყენებისას სოლკოსერილი უნდა დავაწვეთოთ ლინზაზე მისი ჩადგმის წინ და აგრეთვე თვალში ლინზის მოხსნის შემდეგ.
რბილი ლინზების შემთხვევაში კი სოლკოსერილი უნდა ჩავაწვეთოთ თვალში ლინზის მოხსნის შემდეგ ძილის წინ ამასთანავე არ უნდა შევეხოთ ტუბიკის ბოლოს თითებით.
ტუბიკი უნდა დავხუროთ მაშინვე გამოყენების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
სოლკოსერილის თვალის გელის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს ხანმოკლე წვის შეგრძნება, რაც არ არის პრეპარატის მოხსნის მიზეზი. იშვიათად განმეორებითი ჩაწვეთებისას აღინიშნებოდეს ისეთივე ალერგიული რეაქციები რაც სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას.

უკუჩვენება
სოლკოსერილი თვალის გელი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, აგრეთვე პ-ჰიდროქსიბენზოატების (ე 216 და ე 218) და თავისუფალი ბენზოის მჟავის (ე210) უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებსაც იყენებნ წარმოების პროცეში. ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იქნას ამ კომპონენტებისადმი ალერგიული განწყობის მქონე ავადმყოფების მკურნალობისას

ორსულობა და ლაქტაცია
დღემდე არ არსებობს მონაცემები სოლკოსერილის თვალის გელის კლინიკური გამოყენებისა ორსულებში, ბავშვებში და ლაქტაციის დროს.
გამოკვლევებმა პრეპარატის ზემოქმედებისა რეპროდუქციულ ფუნქციაზე ცხოველებში აჩვენეს , რომ პრეპარატი არ არის საშიში ემბრიონისთვის.
სოლკოსერილის თვალის გელის გამოყენება 1წ უფროს ბავშვებსა და ორსულებში შეიძლება ექიმის დანიშნულებით განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
წინააღმდეგ ჩვენება სოლკოსერილის გამოყენებისა ლაქტაციის დროს არ არსებობს.
აღნიშნული კატეგორიის ავადმყოფებში სოლკოსერილის გამოყენების ხანგრძლიობა არის არა უმეტეს 7-10 დღისა

განსაკუთრებული მითითებები
ლინზების მატარებელ პაციენტთათვის პრეპარატის გამოყენების თავისებურება განისაზღვრება ლინზების ხარისხის მიხედვით (იხ. ”გამოყენების წესები და დოზირება”).
უშუალოდ სოლკოსერილის თვალის გელის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს მხედველობის ხანმოკლე დაქვეითება, რაც თავის მხრივ აქვეითებს ფსიქო-მოტორული რეაქციების სისწრაფეს. ამიტომ 20-30წთ. მანძილზე პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისაგან (მანქანის ტარება, მექანიზმებთან მუშაობა და სხვა).
ინფიცირების შემთხვევაში არ შეიძლება სოლკოსერილის გამოყენება როგორც ერთადერთი სამკურნალო საშუალებისა.

ჭარბი დოზირება
ინტოქსიკაციის მოვლენები სოლკოსერილის თვალის გელის დოზის გადამეტებისას არ აღინიშნებოდა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სოლკოსერილი თვალი გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას უმეტეს ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან კომბინაციაში.
სოლკოსერილის ბუნებრივმა მეტაბოლიტებმა შეიძლება შეამცირონ ადგილობრივ გამოყენებული ანტინუკლეოზიდური წარმოშობის ანტივირუსული პრეპარატების ეფექტურობა, როგორებიცაა აციკლოვირი და იდოქსიურიდინი.

შენახვის პირობები და ვადები
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა 5 წელი. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 1 თვის მანძილზე

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ

რეგისტრაციის # და თარიღი
04.11.2008

კომენტარის დამატება