დისკოიდური ეგზემა / diskoiduri egzema
დისკოიდური ეგზემა კანის ქრონიკული მდგმარეობაა, რომელიც იწვევს კანის ქავილს, გაწითლებას, გამოშრობას და დაბზარვას წრიული ან ოვალური ფორმებით.
ის ასევე ცნობილია ნუმულარული ეგზემის ან დისკოიდური დერმატიტის სახელით
ალაქები შეიძლება იყოს რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე ზომის და შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე, თუმცა ჩვეულებრივ ისინი არ ჩნდება სახეზე ან თავის ქალაზე.
ლაქები ხშირად შეშუპებულია, ასევე ახასიათებს წყლულოვანი გამონაყარი (დაფარულია სითხით სავსე მუწუკებით) და თავიდან არის ნოტიო, მაგრამ შემდეგ, დროთა განმავლობაში, შრება, ხმება, სკდება და იბზარება.
ეს ლაქები საბოლოოდ შეიძლება გაქრეს, მაგრამ მკურნალობის გარეშე, ამას შეიძლება დასჭირდეს კვირები, თვეები, ან წლებიც კი და ასევე შეიძლება ხელახლა განმეორდეს.
როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო რჩევას?
თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ დისკოიდური ეგზემის ნიშნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ექიმი დაკვირვების შემდეგ შეძლებს მოგცეთ რეკომენდაცია შესაძლებელ მკურნალობაზე.
დისკოიდური ეგზემის გამომწევი მიზეზები
დისკოიდური ეგზემის გამომწვევი მიზეზები ცნობილი არ არის, თუმცა ის ხშირად ახლავს გამომშრალ კანს და ფიქრობენ, რომ ჩნდება კანის გაღიზიანების შედეგად.
დისკოიდური ეგზემა ვითარდება მოზრდილებში და იშვიათია ბავშვებში. უფრო ხშირია 50-70 წლის მამაკაცებში და 11-29 წლის ქალებში. ახალგაზრდა ქალებში დისკოიდური ეგზემა ხშირად ვითარდება ატოპიურ ეგზემასთან ერთად.
დისკოიდური ეგზემის მკურნალობა
დისკოიდური ეგზემა, ძირითადად ქრონიკული მდგომარეობაა, მაგრამ სიმპტომების შესამსუბუქებლად და მდგომარეობის გასაკონტროლებლად არსებობს სხვადასხვა წამლები.
სამკურნალო საშალებები მოიცავს:
- ემოლიენტებს - კანის დამატენიანებელ საშუალებებს, რომლებიც უნდა წასვათ კანზე, რომ ხელი შეუშალოთ მის გამოშრობას
- ზედაპირული კორტიკოსტეროიდები - მალამოები და კრემები, რომლებიც ასევე ისმევა კანზე და შეუძლიათ მწვავე სიმპტომების შემსუბუქება
- ანტიჰისტამინები - წამლები, რომლებსაც შეუძლიათ ქავილის შემცირება და ადვილად დაძინებაში დახმარება.
ასევე არსებობს მეთოდები, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თავის მოვლას და თვითდახმარებას. მაგალითად მოერიდეთ გამაღიზიანებელი ქიმიკატების შემცველ საპნებსა და სარეცხ საშუალებებს და გამოიყენეთ დამატენიანებლები. ეგზემის დაინფიცირების ან განსაკუთრებული სიმძიმის დროს, საჭირო ხდება დამატებითი მედიკამენტები.
სწორი მკურნალობით შეიძლება დისკოიდური ეგზემის ეფექტური კონტროლი.
სხვა ტიპის ეგზემები
ეგზემა ეწოდება კანის დაავადებების ჯგუფს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალეს და გაღიზიანებას. სხვა ტიპის ეგზემებია:
- ატოპიური ეგზემა (ასევე ეწოდება ატოპიური დერმატიტი) – ეს წარმოადგენს ეგზემის ყველაზე ხშირ სახეობას. ხშირად ის გვხვდება მემკვიდრეული გზით და დაკავშირებულია სხვა მდგომარეობებთან, როგორიცაა ასთმა და თივისმიერი ცხელება
- კონტაქტური დერმატიტი – ეგზემის სახეობა, რომელიც ხდება, როდესაც სხეულზე მოქმედებს კონკრეტული ნივთიერება
- ვარიკოზული ეგზემა – ეგზემის სახეობა, რომელიც ყველაზე ხშირად მოწმედებს ფეხის ქვედა ნაწილზე და გამოწვეულია ფეხის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის პრობლემებით.
კომენტარის დამატება