Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » დისპრაქსია უფროსებში (განვითარებადი კოორდინაციის დაავადება) / dispraqsia ufrosebshi (ganvitarebadi koordinaciis daavadeba)

დისპრაქსია უფროსებში (განვითარებადი კოორდინაციის დაავადება) / dispraqsia ufrosebshi (ganvitarebadi koordinaciis daavadeba)

2 504

დისპრაქსია ხშირი დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს მოძრაობის და კოორდინაციის უნარზე. მას განვითარებად კოორდინაციის დაავადებასაც (გკდ) უწოდებენ.

დისპრაქსია ხშირად შეინიშნება პატარაობისას, მაგრამ მრავალი ზრდასრული შეიძლება იყოს ამ მდგომარეობით, რომელთათვისაც ჯერ არ დაუსვამთ დიაგნოზი.

დისპრაქსია გავლენას ახდენს, ბავშვებში და უფროსებში, კოორდინაციის უნარებზე, როგორიცაა წონასწორობის უნარი, ბურთზე ფეხის დარტყმა და ზუსტი მოტორული ფუნქციები, როგორიცაა წერა ან ცირე ზომის ნივთების ფრთხილად მოპყრობა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც გრძელდება მტელი სიცოცხლის განმავლობაში და აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაც.

დისპრაქსია განსხვავდება სხვა მოტორული ფუნქციების დარღვევებისგან, როგორიცაა ცერებრალური დამბლა (cerebral palsy) ან ინსულტი და შესაძლოა, რომ ყველანაირი ინტელექტუალური  შესაძლებლობის ადამიანს დაემართოს.

ამ სტატიაში წაიკითხავთ მოზრდილთა დისპრაქსიაზე. წაიკითხეთ მეტი დისპრაქსია ბავშვებში (childhood dyspraxia).

დისპრაქსიის სიმპტომები

დისპრაქსიის სიმპტომები ადამიანებს შორის განსხვავდება და შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

კოორდინაციის ფუნქციის დარღვევები

კოორდინაციის ფუნქციის დარღვევებმა შესაძლოა ადამიანს განათლების მიღებასა და სამუშაოს შესრულებაში ხელი შეუშალოს.

საკუთარი თავის მოვლის, წერის, ბეჭდვის, ველოსიპედის მართვის და თამაშის სიძნელეები ბავშვობაში იწყება და ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება. ზრდასრულ ადამიანს შესაძლოა სხვა სიძნელეებიც გამოუჩნდეს. მაგალითად ვერ შეძლოს ავტომობილის მართვა ან ხელსაქმის კეთება.

სხვა სიძნელეები

დისპრაქსიით დაავადებულ ზრდასრულ ადამიანს შესაძლოა სოციალური და ემოციური პრობლემებიც ჰქონდეს, ასევე პრომლემები დროის მენეჯმენტთან, დაგეგმარებასთან და ორგანიზებასთან. ამ ყველაფერმა კი შესაძლოა ადამიანის განათლების მიღებასა თუ სამსახურის დაწყებაზე იქონიოს გავლენა.

დისპრაქსიის დიაგნოზირება

თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ დისპრაქსია ან კოორდინაციის სიძნელეები, მიმართეთ ოჯახის ექიმს. ამ დროს უმჯობესი იქნება, თუ თან იქონიებთ სიმპტომების ჩამონათვალს.

ოჯახის ექიმმა შემოწმებაზე შეიძლება მიგმართოთ ფიზიოთერაპევტთან ან ოკუპაციურ თერაპევტთან, რომლებიც შეაფასებენ მოძრაობის უნარს და მის ეფექტს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ვის ემართება?

შეფასებები ცვალებადია, მაგრამ ზოგადად მიიჩნევა, რომ დიდ ბრიტანეთში დისპრაქსიით დაახლოებით 3%-ია დაავადებული. ეს მდგომარეობა უფრო ხშირი კაცებშია და ოჯახური დამემკვიდრებაც ახასიათებს.

დისპრაქსიის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს დისპრაქსიის განვითარების ოდნავ მაღალი რისკი აქვთ.

დისპრაქსიით დაავადებულ ადამიანებს, ხშირად სხვა თანხმლები დაავადებაც სჭირთ, ესენია:

  • ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტივობის სინდრომი (attention deficit hyperactivity disorder (ADHD))
  • დისლექსია (dyslexia)
  • აუტიზმის სპექტრის დარღვევები (autistic spectrum disorder)
  • მეტყველების ან ენის ათვისების სირთულეები
  • მათემატიკის ათვისების და სწავლის სიძნელეები (დისკალკულია).

ამასთან ერთად შეიძლება ჰქონდეთ ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობაც, რომელიც საჭიროებს დამოუკიდებელ მკურნალობას, როგორიცაა დეპრესია, ან შფოთვა.

დისპრაქსიის მკურნალობა მოზრდილებში

დიპრაქსიას ინტელექტზე გავლენა არ აქვს, მაგრამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ახალი უნარების შესწავლის პროცესზე. დისპრაქსიით დაავადებულ ადამიანებს ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად და სირთულეების დასაძლევად შეიძლება შემუშავებული ჰქონდეთ სპეციალური სტრატეგიები.

მაგალითად, მოძრაობის პრობლემების გაუმჯობესება შეიძლება გაუადვილდეთ მასთან ადაპტაციით. პაციენტები რაც უფრო იზრდებიან და თავიანთ თავს ისეთს მიიღებენ, როგორიც არიან, მათი თავდაჯერებულობა და თვით-შეფასება შეიძლება გაიზარდოს. შესაძლოა ეს იმითაა განპირობებული, რომ რაც უფრო იზრდებიან, საზოგადოებაში ადგილის პოვნა უფრო უადვილდებათ.

ზოგიერთ ადამიანს ვარჯიში კოორდინაციის პრობლემების დაძლევაში, დაღლილობისა და წონის პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

თერაპია

მიუხედავად იმია, რომ დისპრაქსია არ იკურნება, მასთან გამკლავების რამდენიმე სახის თერაპიის ტიპი არსებობს. ესენია:

  • ოკუპაციური თერაპია (Occupational therapy) შეიძლება დაგეხმაროთ ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში, როგორიიცა ტანსაცმლის ჩაცმა ან ადგილობირ მაღაზიებში საყიდლებზე გასვლა. თქვენი თერაპევტი პრაკტიკული გადაწყვეტილებები მიღებაში დაგეხმარებათ.
  • მეტყველების თერაპიები, როგორიცაა შემეცნებითი-ქცევითი თერაპია (cognitive behavioural therapy (CBT)) (შქთ) ან გამოსავალზე ორიენტირებული ხანმოკლე თერაპია (გოხთ). შქთ მიზნად ისახავს პრობმელებზე საუბარს და მათ გადაჭრას. ის დაგეხმარებათ, თქვენი ქცევის შეცვლაში, ისე, რომ პრობლემები უფრო მარტივად და ეფექტურად მოაგვაროთ. გოხთ მიზნად უფრო ისახავს, გაარკვიოს თუ რას გსურთ, რომ მიაღწიოთ თერაპიის დროს, ვიდრე პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებაზე.

სხვა მდგომარეობები

თუ გაქვთ დისპრაქსია გაქვთ, შესაძლოა სხვა თანმხლები დაავადებაც გჭირდეთ, რომელიც განსხვავებულ მკურნალობას საჭიროებს, მაგალითად:

  • დეპრესია (depression) - ხანგრძლივი მწუხარების შეგრძნება - მისი მკურნალობა კომბინირებული ვარჯიშებით, თერაპევტთან საუბრით ან ანტიდეპრესანტებით (antidepressant medication) შეიძლება
  • შფოთვა (anxiety) - გამუდმებული შფოთვისა და უხერხულობის შეგრძნება -  მისი მკურნალობა სპეციალური მედიკამენტებით, თერაპევტთან საუბრით ან თვითდახმარებითაა შესაძლებელი, მაგალითად სარელაქსაციო ტექნიკებით.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუკი ჩამოთვლილთაგან რომელიმე გაწუხებთ.

რჩევები, რომლებიც დისპრაქსიასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ

  • გამოიყენეთ კალენდარი ან დღიური რათა უფრო ორგანიზებული იყოთ - თუ შესაძლებელია დაასინქრონეთ თქვენს ტელეფონთან ან კომპიუტერთან
  • ისწავლეთ თუ როგორ უნდა დაძლიოთ თქვენი გამოწვევები და დადებითად ისაუბრეთ მათზე
  • ისწავლეთ კომპიუტერის ან ლეპტოპის გამოყენება, თუკი ხელით წერა თქვენთვის ძნელია.

დისპრაქსიასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისა და თანადგომისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ საიტებს:

  • Dyspraxia Foundation-ს აქვს ზრდასრულთა დისპრაქსიის დახმარების ქსელი (adult dyspraxia support network), სადაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ და გაუზიროთ თქვენი გამოცდილება სხვა ადამიანებს
  • Box of Ideas
  • Movement Matters.

მსგავსი დაავადებები

ზოგიერთ დაავადებას დისპრაქსიის მსგავსი სახელი და სიმპტომები აქვს. ესენია:

  • აპრაქსია - გარკვეული ამოცანების შესრულების უუნარობა, მიუხედავად იმისა, რომ იცით როგორ უნდა და ამის ფიზიკური შესაძლებლობებიც გაქვთ. მაგალითად, არ შეგიძლიათ გაილოკოთ ტუჩები ან გაამოძრაოთ თვალები. აპრაქსია შეიძლება სხვა დაავადებამ ან  ტვინის დაზიანებამ გამოიწვიოს.
  • აფაზია (Aphasia ) - მეტყელების დარღვევა, ადამიანებს მეტყველების, წერის, მოსმენილი და დაწერილი სიტყვების აღქმა არ შეუძლიათ. აფაზია დაავადება არ არის, ის ტვინის დაზიანების, მაგალითად ინსულტის სიმპტომია.
  • დისლექსია (Dyslexia) - სწავლის სირთულე, უმეტესწილად კითხვის და სიტყვების დამარცვლის სიძნელეები. დისლექსია შეიძლება იყოს მსუბუქი ან მძიმე.

კომენტარის დამატება