დიაბეტური რეტინოპათია / diabeturi ternopatias
დიაბეტური რეტინოპათია დიაბეტის საკმაოდ გავრცელებული გართულებაა. იგი ვლინდება მაშინ, როდესაც სისხლში არსებული მაღალი შაქრის დონე აზიანებს თვალის ბადურის უჯრედებს. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, შესაძლოა სიბრმავე გამოიწვიოს.
დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია გლუკოზის დონის შემოწმება. დიაბეტიანი პაციენტები, რომლებიც 12 წლის ან უფრო მეტის არიან, აუცილებლად უნდა შეიმოწმონ თვალის მხედველობა და მისი დაზიანების ნიშნები წელიწადში ერთხელ (იხილეთ ქვემოთ).
დიაბეტით დაავადებული ყველა ადამიანი იმყოფება დიაბეტური რეტინოპათიის განვიტარების რისკის ქვეშ, მაგრამ შაქრის დონის, ქოლესტერინის და სისხლის არტერიული წნევის კარგი კონტროლით რისკები შესაძლებელია მინიმალურამდე შემცირდეს.
როგორ აზიანებს დიაბეტი თვალის ბადურას
ბადურა არის თვალის შიდა შრე, რომელიც წარმოქმნილია სინათლის მიმართ მგრძნობიარე უჯრედებით. იგი სინათლეს მსუბუქ ელექტრულ სიგნალებად გარდაქმნის.
სიგნალები ნერვული წნულის მეშვეობით გადაეცემა თავის ტვინს, ხოლო იგი გარდაქმნის მათ გამოსახულების სახით.
ბადურას ეფექტურად ფუნქციობისათვის სისხლით მუდმივი მომარაგება სჭირდება, რასაც იგი კაპილარული ქსელის მეშვეობით ახორციელებს.
დროთა განმავლობაში, სისხლში შაქრის პერმანენტულად მაღალი დონე სისხლძარღვთა ბლოკირებას ან გაჟონვას იწვევს. ეს აზიანებს ბადურას და წყვეტს მის ფუნქციობას.
როდესაც ხდება სისხლძარღვების დაზიანება ბადურის ცენტრალურ ნაწილში, ასეთ შემთხვევას დიაბეტური მაკულოპათია ეწოდება.
დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომები
საწყის ეტაპზე, რეტინოპათია რაიმე სახის შესამჩნევი სიმპტომებით არ ვლინდება. თქვენ შესაძლოა ვერ მიხვდეთ ბადურის დაზიანებას უკვე შემდგომ სტადიებამდე, სანამ მხედველობა არ დაქვეითდება. ასეთ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მხედველობის დაკარგვა ალბათ უკვე მუდმივი იქნება. ამის გამო არის ძალიან მნიშვნელოვანი თვალის დიაბეტური სკრინინგი (შემოწმება).
დიაბეტის დროს, თუ შეამჩნევთ გარკვეული სახის მხედველობის პრობლემების განვითარებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან დიაბეტის მკურნალ გუნდს.
დიაბეტური რეტინოპათიის სკრინინგი
რეტინოპათიამ შესაძლოა უეცარი სიბრმავე გამოიწვიოს, ამიტომ მისი გამოვლენისთანავე აუცილებელია დაუყოვნებელი მკურნალობა.
დიაბეტით დაავადებული 12 წლის და მეტი ასაკის ყველა ადამიანი, წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გადიოდეს სკრინინგს.
დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა
დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა დამოკიდებულია ამ მდგომარეობის განვითარების სტადიაზე.
მაგალითად, აღნიშნულის ადრეულ ეტაპზე განსაზღვრის შემთხვევაში, მისი მკურნალობა დიაბეტის უფრო ეფექტურად მართვის კონტროლითაა შესაძლებელი.
შედარებით შორსწასულ მდგომარეობაში, თვალის შემდგომი დაზიანებისაგან დასაცავად, შესაძლოა ლაზერული ქირურგია ან საინექციო თერაპი გახდეს საჭირო.
დიაბეტური რეტინოპათიის პრევენცია
რეტინოპათიის განვითარების რისკის შემცირებისათვის, მნიშვნელოვანია სისხლში გლუკოზის დონის, წნევისა და ქოლესტერინის დონის მაქსიმალურად კონტროლი.
სხვა ნაბიჯებს, რომლებიც შეგიძლიათ გადადგათ დაავადების თავიდან აცილების მიზნით, მიეკუთვნება:
- ყოველწლიურად სკრინინგ-კვლევების ჩატარება;
- მხედველობის ცვლილებებთან დაკავშირებული რაიმე სახის ცვლილებების შემჩნევისთანავე, შეატყობინეთ ექიმს (არ დაელოდოთ მომავალი სკრინინგის დანიშვნის პერიოდს);
- მედიკამენტის მიღება დადგენილების მიხედვით;
- წონის დაკლება (ჭარბწონიანობის შემთხვევაში) და კვება ჯანსაღი და ბალანსირებული დიეტით
- რეგულარული ფიზიკური ვარჯიში
- სიგარეტის მოწევის შეწყვეტა
- არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის კონტროლი;
კომენტარის დამატება