Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » დეჰიდრატაცია / dehidratacia

დეჰიდრატაცია / dehidratacia

303

დეჰიდრატაცია ხდება მაშინ, როდესაც სხეული კარგავს იმაზე მეტ სითხეს ვიდრე იღებს.

როდესაც სხეულის ნორმალური წყლის შემცველობა იკლებს, ხდება მინერალების ბალანსის არევა, რაც მოქმედებს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.

წყალი ადამიანის ორგანიზმის ორ მესამედს შეადგენს. იგი ასველებს სახსრებს და თვალს, ეხმარება მონელებაში, გამოდევნის მავნე ნივთიერებებს და უზრენველყოფს კანის სიჯანსაღეს.

დეჰიდრატაციის ზოგიერთი ადრეული ნიშნებია:

  • წყურვილის გრძნობა და მოთენთილობა
  • მშრალი პირი
  • გადაღლილობა
  • მუქი ფერის, მძაფრი სუნის შარდი
  • ჩვეულებრივთან შედარებით ნაკლები შარდვა.

ჩვილი ბავშვი შეიძლება იყოს დეჰიდრირებული, თუ:

  • თავზე აქვს ჩაზნექილი ყიფლიბანდი (რბილი ადგილი თავის ქალაზე)
  • არ აქვს ცრემლი ტირილის დროს
  • ნაკლებად ასველებენ საფენებს
  • სულ ეძინება.

სითხის მცირე დაკარგვაც კი მოქმედებს სხეულის ფუნქციონირებაზე.

რა იწვევს დეჰიდრატაციას?

დეჰიდრატაცია ხშირად გამოწვეულია არასაკმარისი სითხის მიღებით, რომ დააკომპენსიროს ორგანიზმის მიერ დაკარგული სითხე.

კლიმატური მდგომარეობა, ფიზიკური ვარჯიში და საკვები მოქმედებს დეჰიდრატაციის განვითარებაზე.

დეჰიდრატაცია შეიძლება განვითარდეს დაავადების შედეგადაც, მაგალითად მუდმივი ღებინება, დიარეა, ან ოფლიანობა მაღალი ტემპერატურის (ცხელების) დროს.

ვინ არის დეჰიდრატაციის რისკის ქვეშ?

ნებისმიერ ადამიანი შეიძლება იყოს ამ რისკის ქვეშ, თუმცა არსებობს ზოგიერთ კატეგორია ვისაც ეს რისკი გაძლიერებული აქვთ:

  • ახალშობილი და ბავშვები -მათ აქვთ სხეულის დაბალი წონა და სითხის მცირე რაოდენობის დაკარგვაზეც კი მგრძნობიარეები არიან
  • ასაკოვანი ადამიანები -  მათ სჭირდებათ მუდმივად სითხეების მიღება დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად
  • ადამიანები ქრონიკული დაავადებით - მაგალითად დიაბეტი ან ალკოჰოლიზმი
  • ათლეტები - ისინი ვარჯიშის დროს, ოფლის საშუალებით კარგავენ დიდი რაოდენობით სითხეს.

რა გავაკეთოთ

დეჰიდრატაციის დროს დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე. ეს შეიძლება იყოს წყალი, ან ხილის წვენი. ესენი უფრო ეფექტურია ვიდრე ჩაის ან ყავის უფრო დიდი რაოდენობები. გაზიანი სასმელები შეიძლება შეიცავდნენ უფრო მეტ შაქარს, ვიდრე საჭიროა და ამიტომ მათი დიდი რაოდენობით მიღება შეიძლება ძნელი იყოს.

თუ სითხის მიღება ღებინების გამო გიჭირთ, მიიღეთ სითხე ხშირად მცირე რაოდენობით.

ბავშვების შემთხვევაში არ შეიძლება მათთვის დეჰიდრატაციის დროს წყლის დიდი რაოდენობით მიღება, რადგან ამით შეიძლება სხეულში მოხდეს მინერალების გაზავება, რომელიც მათ ისედაც მცირე რაოდენობით შეიძლება ჰქონდეთ და ამით გამოიწვიოს სხვა პრობლემები. ამიტომ წყლის ნაცვლად ბავშვებს უნდა მისცეთ გაზავებული წვენი ან რეჰიდრატაციის ხსნარი (რომელიც იყიდება აფთიაქებში). ჩვილი ბავშვისთვის სითხის მისაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩაის კოვზი ან შპრიცი (შპრიცით ცაასხათ სითხე პირში).

მკურნალობის გარეშე დეჰიდრატაცია გამოიწვევს კრუნჩხვებს, ტვინის დაზიანებას და სიკვდილს.

როდის მივაკითხოთ ექიმს

მიაკითხეთ ექიმს თუ სიმპტომები გრძელდება დიდი რაოდენობით სითხის მიღების მიუხედავად, ან თუ ვარაუდობთ რომ ბავშვი არის დეჰიდრირებული.

თუ ექიმი იეჭვებს დეჰიდრატაციას, შეიძლება დანიშნოს სისხლის ან შარდის ანალიზი, რომ შეამოწმოს ორგანიზმში მარილების (ნატრიუმის და კალიუმის) ბალანსი.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაკავშირდით ექიმს, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას 112-ზე:

  • დაუოკებელი წყურვილი
  • უჩვეულო დაღლილობის შეგრძნება (ლეთარგიულობა), ან დაბნეულობა
  • 8 საათის განმავლობაში მოუშარდაობა
  • სწრაფი გულისცემა
  • თავბრუსხვევა როდესაც ადგებით ფეხზე, რომელიც რამდენიმე წამში არ გაივლის თავისით.

აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს თუ ბავშვს 24 საათის განმავლობაში ექვსჯერ, ან უფრო მეტჯერ ექნება დიარეის ეპიზოდი (კუჭის აშლა) ან, თუ ექნება ღებინება სამჯერ ან მეტჯერ (24 საათის განმავლობაში).

რა რაოდენობით სითხე უნდა დავლიოთ?

მეცნიერები კვლევების შედეგად ცდილობდნენ დაედგინათ სითხეების რეკომენდირებული რაოდენობა, მაგრამ ეს რაოდენობა ძალიან განსხვავდება ინდივიდუალურად და სხვა დამატებითი ფაქტორების შედეგად, როგორიცაა კლიმატური პირობები და ფიზიკური აქტიურობა.

ყველაზე კარგი წესია, რომ დალიოთ იმდენი რაოდენობის სითხე, რომ არ მოგწყურდეთ დიდი ხნის განმავლობაში და მოამატოთ მიღებული სითხის რაოდენობა ვარჯიშის, ან ცხელი ამინდების დროს. საკმარისად ჰიდრირებული ხართ თუ არა შეგიძლიათ მიხვდეთ შარდის ფერით. თუ შარდი არის გამჭვირვალე, ღია ფერის, ეს ნიშნავს, რომ ხართ საკმარისად ჰიდრირებული.

დეჰიდრატაციის ნიშნების შემთხვევაში, როგორიცაა წყურვილის გრძნობა და დაბნეულობა, ან მუქი ფერის შარდი, უნდა დალიოთ დიდი რაოდენობით სითხეები. ასევე მნიშვნელოვანია დიარეის შემთხვევაში დაკარგული სითხის რაოდენობის ანაზღაურება

კომენტარის დამატება