ემბოლია / embolia
ემბოლია მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლის მიმოქცევა ბლოკირდება არტერიაში უცხო სხეული გაჭედვით,როგორიცაა მაგალითად სისხლის კოლტი, ან ჰაერის ბუშუკით.
ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ქსოვილები და ორგანოები ჟანგბადს საჭიროებენ, რომელიც ორგანიზმში სისხლის მეშვეობით მიეწოდება. თუ დაირღვევა სისხლის მომარაგება ძირითად ორგანოში, როგორიცაა ტვინი, გული, ან ფილტვები, ორგანო დაკარგავს ფუქციას ნაწილობრივ, ან მთილანად.
ემბოლიის მიერ გამოწვეული ორი ყველაზე სერიოზული პრობლემაა:
- ინსულტი, როდესაც ტვინის სისხლით მომარაგება ფერხდება ან მთლიანად წყდება.
- პულმონალური ემბოლია, როდესაც იბლოკება ფილტვებში სისხლის მომმარაგებელი არტერია და ფილტვების სისხლით მომარაგება წყდება.
რა იწვევეს ემბოლიას?
უცხო სხეული არის ნებისმიერი ნივთიერება, ან საგანი, რომელიც წესით სისხლში არ უნდა იყოს. უცხო სხეულებს, რომლებიც ემბოლიას იწვევს ემბოლიები, მხოლობითში - ემბოლია ეწოდება.
სისხლის კოლტი
სისხლი ბუნებრივ შემადედებელ ფაქტორებს შეიცავს, რომლებიც ჭრილობის დროს სისხლდენას აფერხებენ.
გარკვეული მდგომარებებს, როგორებიცაა სიმსუქნე, გულის დაავადება, სიმსივნე, ანორსულობა, შეუძლიათ გამოიწვიონ სისხლის კოლტის ჩამოყალიბება, ჭრილობის არ არსებობის მიუხედავად. კოლტს შეუძლია სისხლის დინებას გაყვეს იქამდე სანამ არ გაიჭედება რომელიმე ორგანოში, ან კიდურში.
პულმონარული ემბოლიის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ღრმა ვენების თრომბოზი (Deep vein thrombosis - DVT), როდესაც სისხლის კოლტი იჭედება ფეხის ღრმა ვენებში.
ცხიმი
გრძელი ძვლის, მაგალითად ბარძაყის ძვლის მოტეხილობისას, ძვლიდან გამოთავისუფლებული ცხიმის ნაწილაკები სისხლში ხვდება. ეს ნაწილაკები მძიმე დამწვრობის ან ძვლის ოპერაციის დროსაც წარმოიქმნება.
აირი
ემბოლია შესაძლოა სისხლში მოხვედრილი ჰაერის ბუშტუკი, ან სხვა აირი იყოს.
აიროვანი ემბოლია მნიშვნელოვანი პრობლემაა აკვალანგისტებში. თუ მყვინთავი ძალიან სწრაფად ამოყვინთავსწყლის ზედაპირზე, სისხლში წნევის ცვლილება აზოტის ბუშტუკების წარმოქმნას გამოიწვევს. ამას შეუძლია გამოიწვიოს დეკომპრესიის დაავადება.
აიროვანი ემბოლიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. აიროვანი ემბოლია.
ქოლესტერინი
შორსწასული ათეროსკლეროზის (დაგროვილი ქოლერსტერინით შევიწროებული სისხლძარღვები) მქონე პაციენტებს შესაძლოა სისხლაძარღვის შიგნით ქოლესტერინის ნაწილაკი მოძვრეს, რაც ემბოლიას გამოიწვევს.
ამნიონური სითხე
იშვიათ შემთხვევებში, ამნიონური სითხე (საშვილოსნოში არსებული სითხე ორსულობისას, რომელიც იცავს ბავშვს) შეიძლება გაიჟონოს დედის სისხლძარღვებში მუშოაბის დროს და გამოიწვიოს სისხლძარღვის დახშობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები, სისხლის წნევის დავარდნა და გონების დაკარგვა.
გაზრდილი რისკი
ემბოლიის რისკს ზრდიან:
- ჭარბწონიანობა, ან სიმსუქნე (30-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსი)
- ორსულობა
- ასაკი (60 წელს გადაცილებული ადამიანები)
- სიგარეტის მოწევა
- გულის კორონარული დაავადება
- ხანგრძლივი უმოძრაობა.
ემბოლიის მკურნალობა
ემბოლიის მკურნალობა შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:
- ბლოკადის გამომწვევი მიზეზი
- ბლოკადის ზომა
- ბლოკადის ადგილმდებარეობა.
დამხშობი სხეულის ამოღების ქირურგიულ პროცედურას ემბოლექტომია ეწოდება. ოპერაციის დროს ქირურგი არტერიას ჭრის და დახშობის გამომწვევ უცხო სხეულს იღებს, რასაც ასპირაცია ეწოდება.
სისხლის კოლტით გამოწვეული ემბოლიის (ტრომბოლიზის) დასაშლელად შესაძლებელია გამოყენებული იყოს წამლები. ანტიკოაგულანტური მედიკამანტები, როგორიცაა ვარფარინი, ჰეპარინი და დაბალ დოზიანი ასპირინი შეიძლება დაეხმარონ სისხლს წებოვნების შემცირებაში და შეაჩერონ შემდგომი კოლტების წარმოქმნა.
აირის ბუშტუკებით გამოწვეული ემბოლიის მკურნალობა ჰიპერბარული ოთახით ხდება. ამ ოთახში ჰაერის წნევა ატმოსფერულზე მაღალია, რაც მყვინთავის სხეულში, აირის ბუშტუკების შემცირებაში ეხმარება.
პრევენცია
ყველა ემბოლიის პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძებელია მათი რისკის შესამცირებლად გადადგათ შემდეგი ნაბიჯები, რომლებიც მოიცავს:
- ჯანსაღი კვება, რაც მოიცავს საკვებს მცირე ცხიმებით, დიდი რაოდენობით ბოჭკოებს და მთლიანი მარცვლეულის პროდუქტებს და დიდი რაოდენობით ხილსა და ბოსტნეულს (დღეში ხუთ ულუფას მაინც).
- მარილის შემცირებას დიეტაში - დღეში არა უმეტეს 6გ (0.2oz ან 1 ჩაის კოვზი).
- თუ ჭარბწონიანი ან მსუქანი ხართ წონის დაკლება, მიმართეთ ვარჯიშს და დაითვალეთ კალორიები
- თუ ეწევით, მოწევის შეწყვეტა,
- კვირაში მინიმუმ 150 წუთი ვარჯიში
კომენტარის დამატება