Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ედემა / edema

ედემა / edema

340

ედემა არის სამედიცინო ტერმინი, რაც ნიშნავს ორგანიზმში სითხის შეკავებას. 

დაგროვილი სითხე იწვევს ქსოვილის შესიებას. შესიება შეიძლება განვითარდეს სხეულის რომელიმე ადგილზე, მაგალითად დაზიანების შედეგად, მაგრამ ასევე შეიძლება ჰქონდეს უფრო ზოგადი სახე.

ასეთი ზოგადი სახის შეშუპება ხდება ისეთი ედემის შემთხვევებში, რაც გამოწვეულია ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობებით, როგორებიცაა გულის ან თირკმლის უკმარისობი (heart failure, kidney failure).

შეშუპების გარდა ედემას შეუძლია გამოიწვიოს:

  • კანის გაუფერულება
  • კანის ადგილებში თითის მცირე ხნით დაწოლის შემდეგ თითის ნაკლვალევის დატოვება (ღრღმულოვანი ედემა)
  • კიდურების ტკივილი და სიმკვრივე
  • გაშეშებული სახსრები
  • წონაში მომატება ან წონის კლება
  • სისხლის წნევის და პულსის სიხშირის მომატება.

ედემას ტიპები

ედემა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილში განვითარდეს, თუმცა იგი ყველაზე ხშირად ვლინდება ქვედა კიდურებზე, ამას ეწოდება პერიფერიული ედემა.

ედემის სხვა ტიპებია:

  • ცერებრალური ედემა (მოქმედებს ტვინზე)
  • პულმონარული ედემა (მოქმედებს ფილტვებზე)
  • მაკულარული ედემა (მოქმედებს თვალზე).

იდიოპათიური ედემა არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ძნელია გამომწვევის დადგენა.

რა იწვევს ედემას?

ედემა ხშირად არის არსებული დაავადების სიმპტომი. იგი შეიძლება განვითარდეს როგორც დაავადების, ასევე მკურნალობის შედეგად:

  • ფეხმძმობა (pregnancy)
  • თირკმელების დაავადება
  • გულის უკმარისობა
  • ქრონიკული ფილტვების დაავადება
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
  • ღვიძლის დაავადება (liver disease)  
  • მკვებავი ნივთიერებების ნაკლულობა (malnutrition)
  • მედიკამენტები, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები ან სისხლის წნევის დამწევი საშუალებები (high blood pressure)
  • კონტრაცეპტიული აბები (contraceptive pill)

უმოძრაობა და დიდი ხნით ფეხზე დგომა არის ფეხზე გამოწვეული ედემის ორი ყველაზე მთავარი მიზეზი.

სხვა გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

  • თრომბი (blood clot)
  • ძლიერად ვარიკოზული ვენები
  • ფეხის დაზიანება, ან ფეხზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია
  • კანის დამწვრობა (burns).

ედემას მკუნრალობა

ედემა ძირითადად თავისით ქრება, თუმცა, ექიმმა შეიძება გირჩიოთ თვით-დახმარების საშუალებები, სითხის შეკავების შესამცირებლად, როგორებიცაა:

  • წონის დაკლება
  • რეგულარული ვარჯიში, მაგალითად სიარული, ცურვა ან ველოსიპედით სეირნობა regular exercise, walking, swimming, cycling
  • დღეში 3-4 ჯერ აწიეთ ფეხები თავს ზევით, რათა გააუმჯობესოთ ცირკულაცია
  • არ უნდა იჯდეთ დიდხანს ერთ ადგილზე.

თუ სითხის დისბალანსი გამოწვეულია ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობით, ედემა გაქრება მისი გამომწვევი დაავადების მკურნალობის შემდეგ.

ლიმფედემა

ლიმფედემა არის ფეხების შეშუპება, რომელსაც იწვევს ლიმფური სისტემის დაბლოკვა, ან მემკვიდრეობით მიღებული დაავადება, როგორიცაა მილროის დაავადება (Milroy’s disease), რომელიც იწვევს ლიმფური ზარღვების ანომალიებს.

ლიმფური სისტემა შედგება ლიმფური კვანძებისგან (ჯირკვლებისგან), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ძარღვების ქსელით, სისხლძარღვების მსგავსად. სხეულში არსებული სითხე, ძირითადად დრენირდება ახლომდებარე ლიმფურ ძარღვებში ისე, რომ შეიძლება გადავიდეს სისხლძარღვებშიც. თუმცა თუ მოხდა ლიმფური სისტემის დაბლოკვა, მაშინ სითხე ვეღარ შეიწოვება უკან და ქსოვილში დაგროვდება.

ედემასგან განსხვავებით, ლიმფოედემა ქრონიკული მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, ტკივილი და მოძრაობის უნარის დაკარგვა.

მისი განკურნება შეუძლებელია, მაგრამ სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებით შეიძლება მისი გაკონტროლება. სამკურნალო საშიალებები შეიძლება მოიცავდეს კანის მოვლას, ლიმფურ მასაჟს, სიმაღლეზე აწევას და კომპრესებს.

წაიკითხეთ მეტი ლიმფედემას შესახებ.

ედემა არის სხეულის ქსოვილებში დაგროვილი სითხე, რომელიც ხშირად იწვევს შეშუპებას ტერფებში და მუხლებში.

კომენტარის დამატება