Meds.ge » ყველა წამალი » იმუნობეტა / imunobeta / IMUNOBETA

იმუნობეტა / imunobeta / IMUNOBETA

128

β-გლუკანის სიროფი  c ვიტამინით.                                                              

შემადგენლობა:

100 გ პროდუქტი შეიცავს:

1 მლ (1.12გ) სიროფი შეიცავს

ბეტა D გლუკანი, გამოცალკევებული კალმახა სოკოსგან

(Pleorotus Ostreatus)

2.55 გ

0.029 გ

C ვიტამინი (L-ასკორბინმჟავა)

890 მგ

10.0 მგ

 

 

რას წარმოადგენს იმუნობეტა β- გლუკანის სიროფი?

იმუნობეტა β- გლუკანის სიროფი შეიცავს სრულიად ნატურალურ ბიოაქტიურ ბეტა-D-გლუკანს, რომელიც გამოცალკევებულია კალმახა სოკოსგან (Pleorotus Ostreatus), ასევე C ვიტამინს.

 

β-გლუკანი მიეკუთვნება საკვები, წყალში ხსნადი ბოჭკოს ჯგუფს და დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმუნური სისტემის სტიმულირებით (იმუნომოდულატორული მოქმედება), იგი კარგი დამცავია სხვადასხვა ინფექციებისგან. დადასტურებულია, რომ მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქოლესტერინის საერთო მოცულობასა და LDL ქოლესტერინის კლებაზე, GIT-ის (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის) ფუნქციონირების გაუმჯობესებასა და გლიკემიის ნორმალიზებაზე.

 

C ვიტამინი ყველაზე მნიშვნელოვანი წყალში ხსნადი ანტიოქსიდანტი და მძლავრი აგენტია. იგი ეხმარება იმუნურ სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებაში,უჯრედებს იცავს სტრესისგან, ასევე გამოფიტვისა და გადაღლისგან. იგი პირდაპირ მოქმედებს იმ სიმპტომების შემსუბუქება-გაქრობაზე, რაც ვირუსული და ბაქტერიული ინფექციის დროს იჩენს თავს.

 

პროდუქტის მიღება რეკომენდებულია:

 

რეკომენდებულია:
სასუნთქი სისტემის ინფექციების დროს ამცირებს რესპირატორული ტრაქტის ინფექციების სიხშირეს.
იმუნური  სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
ალერგიული რეაქციების ინტენსივობისა და ხანგრძლივობის შესამცირებლად, ასევე, ალერგენებისადმი ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობის შესამსუბუქებლად.
ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის უნარის გასაუმჯობესებლად და რეაბილიტაციის პერიოდში.
ხშირი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, სტრესის, არასრულფასოვანი და არარეგულარული კვების დროს, როგორც ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტი
3 წელზე უფროსი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის. სხეულის ყოველ 5 კილოგრამზე გათვლილია 1 მლ სიროფის მიღება დღეში ერთხელ, 2-დან 4 კვირამდე.
სიროფი კარგად შეანჯღრიეთ გამოყენებამდე.
სიროფი მიიღეთ უზმოზე  ან  ძილის წინ, საღამოს ან დილით.

 

C ვიტამინის დღიური დოზის მიღების წესი:

 

სხეულის წონა (კგ)

სიროფის რაოდენობა (მლ)

ვიტამინი C (L-ასკორბინმჟავა)

(მგ)

(PDU)

ბავშვები

10

2

20

25%

 

15

3

30

37.5%

 

20

4

40

50%

 

25

5

50

62.5%

 

30

6

60

75%

მოზრდილები

60

12

120

150%

შენიშვნები:

დღიური დოზის გადაჭარბება არ უნდა მოხდეს.

 

გახსოვდეთ:

პროდუქტი განკუთვნილი არ არის 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

იმ ადამიანებისთვის, რომელთაც პროდუქტის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ახასიათებთ.

პროდუქტი განკუთვნილი არ არის ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის ექიმის უშუალო კონსულტაციის გარეშე.

 

შენახვის წესები:

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე!  5 - 25°C ტემპერატურაზე, ნესტისა და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.

გახსნის შემდგომ, სიროფი შეინახეთ მაცივარში 2 - 8°C ტეპერატურაზე და გამოიყენეთ ორი თვის განმავლობაში.

 

ვარგისიანობა: 3 წელი.

 

შეფუთვა:. 200 მლ-იანი მინის ბოთლი სიროფით

კომენტარის დამატება