Meds.ge » ყველა წამალი » მეკორტი® / mekorti® / MECORT®

მეკორტი® / mekorti® / MECORT®

110

შემადგენლობა

1 ამპულა (ლიოფილიზატი) შეიცავს:  

აქტიური სუბსტანციები: 10 მგ ადენოზინტრიფოსფატს (ატფ), 50 მგ კოკარბოქსილაზას, 500 მკგ ციანოკობალამინს (ვიტ. B12) და 20 მგ ნიკოტინამიდს;

დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
1 ამპულა (გამხსნელი) შეიცავს:  10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს 2 მლ ხსნარში

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ადენოზინტრიფოსფატი (ატფ) აფართოებს გულის სისხლძარღვთა სისტემას და აძლიერებს გულის კუნთის სისხლმომარაგებას. ატფ–ის მაღალენერგეტიკული ფოსფოეთერული ბმის გახლეჩის შედეგად გამოყოფილი ენერგია ხმარდება გულის კუნთის ენერგომომარაგებას.

კოკარბოქსილაზა კოფერმენტია, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინის ფოსფორილირებით და ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას ორგანიზმის მის მრავალ ფუნქციაზე. იგი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლების მიმოცვლაში; აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას; ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზაციას.

ციანოკობალამინი მონაწილეობს: ტრანსმეთილირების პროცესში, წყალბადის ტრანსპორტში, მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების და ქოლინის სინთეზის პროცესებში; აგრეთვე ერითროციტების ფორმირებაში. ვიტამინი B12 ავლენს დადებით ეფექტს ნერვული სისტემის ფუნქციაზე, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, მონაწილეობს იმ ფერმენტების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია მიელინის გარსში შემავალი ლიპო-პროტეიდების პროდუცირებისათვის.

ნიკოტინამიდი არეგულირებს ფოსფორილირების პროცესებს, წყლისა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმს. ნიკოტინამიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტით.

 

ჩვენებები:

- ნევრალგია;
- რადიკულიტი;
- მიალგია, იშიაზი;
- ბურსიტი და ტენდინიტი;

- რეინოს დაავადება;
- გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;
- დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;

- ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;
- B1, B2, B3 ვიტამინების დეფიციტი და ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.

 

უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპობებტების მიმართ;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- ჰემორაგიული ინსულტი.

გვერდითი ეფექტები:
შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ; ასევე, პრეპარატში შემავალმა მეთილ და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ბრონქოსპაზმი).

გამოყენების მეთოდი და დოზირება

პრეპარატის ხსნარს ამზადებენ უშუალოდ გამოყენების წინ და დაუყონებლივ შეჰყავთ ღრმად  კუნთში!

დოზირება: 1 ან 2 ამპულა პრეპარატი ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ექიმის დანიშნულებისამებრ.

 

გვერდითი ეფექტები:

მწვავე ალერგიული რეაქცია - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კიდურების, კოჭების, ტუჩებისა და ხორხის შეშუპება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით.

აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე მათგანის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ შეწყვითეთ მეკორტის მიღება და მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების სამსახურს!

 

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გვერდითი ეფექტის სახით ვლინდება: კანის სიმშრალე, ქავილი, მუქი პიგმენტური ლაქები კანზე, სპაზმი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, პეპტიდური წყლულის აქტივაცია, სიყვითლე.

მეკორტის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

 

შენახვის პირობები და ვადა

სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25° С ტემპერატურაზე.

3 წელი.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -  III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

შეფუთვა

3 ამპულა ლიოფილიზატით და 3 ამპულა გამხსნელით მუყაოს კოლოფში

კომენტარის დამატება