მიროპრისტონი / miropristoni / MIROPRISTON®
სავაჭრო დასახელება: მიროპრისტონი R
საერთაშორისო დასახელება: მიფეპრისტონი
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს:აქტიურ ნივთიერებას: მიფეპრისტონს – 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებას: მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის კარბოქსიმეთილ –სახამებელს, კალციუმის სტეარატს, ტალკს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიჰესტაგენური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოდინამიკა:
მიფეპრისტონი – სინთეზური სტეროიდული ანტიჰესტაგენური საშუალება (ახდენს პროგესტერონის მოქმედების ბლოკირებას რეცეპტორების დონეზე), არ გააჩნია ჰესტაგენური აქტივობა. აღნიშნულია ანტაგონიზმი გლუკოკორტიკოსტეროიდებით (კონკურენციის ხარჯზე რეცეპტორებთან კავშირის დონეზე). იგი ზრდის მიომეტრიუმის კუმშვადობის უნარს, ასტიმულირებს ინტერლეიკინ–8–ს გამოთავისუფლებას ქორიოდეციდუალურ უჯრედებში და ზრდის მიომეტრიუმის მგრძნობელობას პროსტაგლანდინების მიმართ. პრეპარატის მოქმედების შედეგად ხდება დეციდუალური გარსის დესკვამაცია და სანაყოფო კვერცხის გამოყოფა.
ფარმაკოკინეტიკა პერორალურად 600 მგ დოზით ერთჯერადი მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცეტრაცია 1,98 მგ/ლ მიიღწევა 1,3 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 69% –ს.
მიფეპრისტონის 98%–ი უკავშირდება პლაზმის ცილებს: ალბუმინს და მჟავე ალფა 1–გლიკოპროტეინს. განაწილების ფაზის შემდეგ გამოყოფა თავიდან მიმდინარეობს ნელა, კონცეტრაცია მცირდება 2–ჯერ 12–72 საათებს შორის, შემდეგ უფრო სწრაფად. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 18 საათს.
გამოყენების ჩვენება
– ორსულობის ადრეული ვადის შეწყვეტა (ამენორეა 42 დღემდე) მიზოპროსტოლთან შეხამებით.
– მშობიარობის მომზადება და ინდუქცია.
უკუჩვენება
– ანამნეზში მიფეპრისტონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
– თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა და ხანგრძლივი გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპია;
– თირკმლების და/ან ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობა;
– პორფირია;
– საშვილოსნოს მიომა (მოცემული სამკურნალო ფორმისათვის);
– ანემია (ჰემოგლობინის დონე 100გ/ლ–ზე ნაკლები);
– ჰემოსტაზის დარღვევა (მათ შორის, მანამდე ანტიკოაგულანტებით მკურნალობა);
– ქალის სასქესო ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები;
– მძიმე ექსტრაგენიტალური პათოლოგიის არსებობა;
– 35 წელზე ზევით ასაკის მწეველი ქალები თერაპევტის წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
ორსულობის მედიკამენტოზური შეწყვეტისათვის: ეჭვი საშვილოსნოსგარე ორსულობაზე; ორსულობა, რომელიც არ არის დადასტურებული კლინიკური კვლევებით; ამენორეა, რომელიც ვადით აღემატება 42 დღეს; ორსულობა, რომელიც დადგა საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფტივების გამოყენების ფონზე ან ჰორმონული კონტრაცეფტივების მოხსნის შემდეგ.
მშობიარობის მომზადებისა და ინდუქციისათვის: მძიმე ხარისხის გესტოზი, პრეეკლამპსია, ეკლამპსია, დღენაკლული ან ვადაგადაცილებული ორსულობა, დედის მენჯისა და ნაყოფის თავის ზომების შეუთავსებლობა, ნაყოფის ანომალური მდებარეობა, ორსულობის დროს დაუზუსტებელი ეთიოლოგიის სისხლიანი გამონადენი სასქესო გზებიდან, სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა, ნაყოფია მძიმე ფორმის ჰემოლიზური დაავადება.
სიფრთხილით გამოიყენება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის რითმის დარღვევების, გულის უკმარისობის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება
პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებებში, სადაც ჰყავთ სათანადოდ მომზადებული საექიმო კადრები და გააჩნიათ საჭირო მოწყობილობა.
დღენაკლული ორსულობის მედიკამენტოზური შეწყვეტისათვის.
600 მგ მიროპრისტონს (200 მგ–ან 3 ტაბლეტს) იღებენ პერორალურად ერთჯერადად ექიმის თანდასწრებით, საკვების (მსუბუქი საუზმის) მიღებიდან 1–1,5 საათში, 100 მლ ანადუღარი წყლის მიყოლებით. მიროპრისტონის მიღებიდან 36–48 საათის შემდეგ პაციენტი უნდა მივიდეს სამკურნალო დაწესებულებაში 400 მკგ მიზოპრისტოლის მისაღებად. მიზოპრისტოლის მიღების შემდეგ აუცილებელია ექიმის დინამიური დაკვირვება 2 საათის განმავლობაში. 10–14 დღის შემდეგ განმეორებით ტარდება კლინიკური გამოკვლევა და ულტრაბგერული გამოკვლევა–კონტროლი, აუცილებლობის შემთხვევაში განსაზღვრავენ ქორიონული გონადოტროპინის დონეს მუცლის მოშლის დასადასტურებლად.
მე–14 დღეს პრაპარატის გამოყენებიდან ეფექტის არსებობის შემთხვევაში (არასრული აბორტი ან გაგრძელებული ორსულობა) ატარებენ ვაკუუმასპირაციას ასპირატის შემდგომი ჰისტოლოგიური გამოკვლევით.
მშობიარობის მომზადებასა და ინდუქციისათვის:
200 მგ მიროპრისტონი (1 ტაბლეტი) პერორალურად ერთჯერადად ექიმის თანდასწრებით. 24 საათის შემდეგ 200 მგ–ის ხელმეორედ მიღება. 48–72 საათის შემდეგ ტარდება სამშობიარო გზების მფგომარეობის შეფასება და აუცილობლობის შემთხვევაში, ინიშნება პროსტაგლანდინები ან ოქსიტოცინი.
გვერდითი მოქმედება:
დაკავშირებული მიროპრისტონის მიღებასთან. დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, ზოგადი სისუსტე,თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება.
დაკავშირებული აბორტის პროცედურასთან. სისხლიანი გამონადენისასქესო გზებიდან. ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში. საშვილოსნოს და საშვილოსნოს დანამატების ანთებითი პროცესების გამწვავება.
ჭარბი დოზირება:
მიროპრისტონის მიღება 2 გ–მდე დოზებში არ იწვევს არასასურველ რეაქციებს. პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტები, რომლებიც ადრეულ ვადებში ორსულობის შესაწყვეტად იყენებენ მიროპრისტონს, უნდა იქნან ინფორმირებული, რომ თუ მე–10–14 დღეს ეფექტი პრეპარატის გამოყენებიდან არ აღინიშნება (არასრული აბორტი ან გაგრძელებული ორსულობა), ორსულობა უნდა შეწყდეს სხვა ხერხით, ვინაიდან შესაძლებელია ნაყოფს განუვითარდეს თანდაყოლილი მანკები.
პრეპარატის გამოყენება მოითხოვს რეზუს–ალოიმუნიზაციის თავიდან აცილების და აბორტის თანმხლებ სხვა ზოგად ღონისძიებებს.
ლაქტაცია
ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მიფეპრისტონის მიღებიდან მე–3 დღეს მედიკამენტოზური აბორტის შემთხვევაში.
მიროპრისტონის გამოყენება მშობიარობისათვის საშვილოსნოს ყელის მოსამზადებლად არ მოქმედებს შემდგომ ლაქტაციაზე.
გამოშვების ფორმა
200 მგ ტაბლეტები. 3 ტაბლეტი პოლიმერულ ბანკებში. 3 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში. 1 კონტურული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს ყუთში
კომენტარის დამატება