ომნადრენი 250 / omnadreni 250 / OMNADREN 250
შემადგენლობა
1 მლ
ტესტოსტერონის პროპიონატი. . . . . . 30.0 მგ
ტესტოსტერონის ფენილპროპიონატი . . . 60.0მგ
ტესტოსტერონის იზოკაპრონატი. . . . . . 60.0მგ
ტესტოსტერონის კაპრონატი. . . . . . . . 100.0მგ
დამხმარე ნივთირებები:
ბენზილური სპირტი, არაქისის ზეთი ინექციისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი შეიცავს მოქმედების სხვადასხვა სიჩქარის მქონე ჰორმონ ტესტოსტერონის 4 ეთერს. ტესტოსტერონის მოქმედების ძირითად მექანიზმს მამაკაცებში წარმოადგენს გონადების ფორმირება და ფუნქცია, გარეგანი სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება, წინამდებარე ჯირკვლის განვითარება, სათესლეების მომწიფების პროცესი, მამაკაცის მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბება (სიმაღლეში ზრდა, ხმის ტემბრის შეცვლა, სახის გათმიანება).
ქალებში ტესტოსტერონი ესტროგენების ანტაგონისტურად მოქმედებს. მას იყენებენ კლიმაქსით გამოწვეული დარღვევების სამკურნალოდ.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ტესტოსტერონის ეთერები განსაზღვრავენ მისი შეწოვის სიჩქარეს და გამოყოფას, ხელს უწყობენ ტესტოსტერონის ანდროგენული მოქმედების მუდმივი, წონასწორული მდგომარეობის შენარჩუნებას მისი ერთჯერადი ინექციიდან 4 კვირის განმავლობაში.
ჩვენებები
პრეპარატს იყენებენ მამაკაცებში სასქესო ჯირკვლების უკმრისობის დროს ჩანაცვლებითი ჰორმონთერაპიის მიზნით: მამაკაცებში:
- სქესობრივი მოუმწიფებლობა;
- უნაყოფობა (ოლიგოსპერმია);
- ანდროგენული ჰორმონების უკმარისობა და სასქესო ორგანოების განუვითარებლობა;
- კლიმაქტერული პერიოდით გამოწვეული დარღვევები;
- იმპოტენცია.
განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეპარატს იყენებენ ქალებში ჰიპერესტროგენიზმით გამოწვეული დაავადებების დროს.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.
ძირითადად ინიშნება კუნთებში 1 ინექცია (1 ამპულა) ყოველი 4 კვირიანი შესვენებით.
ყურადღება: ასოს მტკივნეული ერექციის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
გვერდითი მოვლენები
ფერიმჭამელები, გინეკომასტია, შეშუპებები, ჰიპერმგრძნობელობით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები, ხშირი ერექცია, ჰიპერკალციემიის სიმპტომები, ხანდაზმულ მამაკაცებში ხშირი სქესობრივი აგზნება, სპერმატოზოიდების წარმოქმნის და მათი მომწიფების პროცესის დარღვევა, თრომბოფლებიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ამინოტრანსფერაზების აქტივობის მომატება, ძვლების ტკივილი, სასქესო ორგანოებიდან სისხლდენა, ლიბიდოს გაძლიერება, სითხის გამოყოფის პროცესის შეფერხება ორგანიზმიდან და შეშუპებები. იშვიათად: ინსულინრეზისტენტულ ავადმყოფებში ინსულინის მიმართ ტოლერანტობის მომატება.
ქალებში პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ვირილიზაციის სიმპტომები, ხოლო ინექციის ადგილას- ტკივილი, ქავილი და ჰიპერემია.
უკუჩვენება
წინამდებარე ჯირკვლის კიბო ან ეჭვი მასზე. ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, გულის, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა.
პრეპარატის გამოყენება ასთენიით შეპყრობილ პაციენტებში, წვევანდელებში სქესობრივ მომწიფებამდე და ხანდაზმულ მამაკაცებში არ არის ნებადართული.
ორსულობა და ლაქტაცია
ქალებში, ომნადრენის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გათვალისწინებულ იქნას ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ომნადრენის კომბინაციით ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან (რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, სალიცილატები, ფენიტოინი, პრიმიდონი) მცირდება ტესტოსტერონის მოქმედების ეფექტი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 15-25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
კომენტარის დამატება