Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თავის მსუბუქი ტრავმა

თავის მსუბუქი ტრავმა

165

თავის მსუბუქი დაზიანებები ხშირია ნებისმიერი ასაკის ადამიანში და როგორც წესი, ისინი არ იწვევენ მუდმივ გართულებებს.  

თავის მსუბუქი დაზიანების სიმპტომებიძირითადად მსუბუქი ფორმისაა და გრძელდება მცირე დროის განმავლობაში. სიმპტომები მოიცავს:

  • მსუბუქ თავის ტკივილს
  • გულის რევის შეგრძნებას (თავს სუსტად გრძნობ)
  • მსუბუქ თავბრუსხვევას
  • მხედველობის მსუბუქად დაბურვას.

თუ თქვენ, ან თქვენს შვილს თავის დარტყმის, თუ დაჯახების შემდეგ აღგენიშნებათ ჩამოთვლილი სიმპტომები, აუცილებელი არ არის, რომ დაგჭირდეთ რაიმე სპეციფიური მკურნალობა. თუმცა, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ექიმს შესამოწმებლად.  

თუ სიმპტომები უარესდება, ან მათ დაემატება კიდევ ახალი ჩვენებები, სასწრაფოდ უნდა დარეკოთ 112-ზე და გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება ან მიხვიდეთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში.

რას უნდა დააკვირდეთ?

თავის დაზიანებით გამოწვეული ტვინის დაზიანების ნიშნებია:

  • გონების დაკარგვა - მცირე ხნით (ტვინის შერყევა) ან უფრო დიდი ხნით
  • კრუნჩხვები და სპაზმები
  • მგრძნობელობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა სმენის დაკარგვა, ან გაორებული მხედველობა
  • განმეორებითი ღებინება
  • ცხვირიდან ან ყურებიდან გამოჟონილი სისხლი ან გამჭვირვალე სითხე
  • მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია).

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამიოძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ან სასწრაფოდ მიმართეთ გადაუდებელი დახმარების უახლოეს სამსახურს.

რამდენად ხშირია თავის დაზიანებები?

ინგლისსა და უელსში, ყოველწლიურად დაახლოებით 700,000 ადამიანი აკითხავს გადაუდებელი დახმარებისგანყოფილებას თავის დაზიანების მიზეზით. ამათგან, დაახლოებით 80%-ს აღენიშნება თავის მსუბუქი დაზიანება.  

თავის ტრამვების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია დაცემები, ჩხუბი და ავტოსაგზაო ავარიები.

თავის მცირე ტრამვები უფრო ხშირია ბავშვებში, რადგან მათ უფრო მოზღვავებული ენერგია აქვთ და სიფრთხილის შეგრძნებაც ნაკლებად ახასიათებთ.

თავის მცირე ტრამვის მკურნალობა

თავის მცირე ტრამვების მკურნალობა ძირითადად ხდება სახლში და პაციენტთა უმეტესობა რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდება.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში პაციენტთან ვინმე დარჩეს და დააკვირდეს რაიმე ახალი სიმპტომები განუვითარდება თუ არა მას.

აგრეთვე აუცილებელია პაციენტმა დაისვენოს და თავი მოარიდოს სტრესულ სიტუაციებს, რათა ამან არ გამოიწვიოს ტრამვის გაუარესება. ასევე დაზარალებულმა თავი უნდა შეიკავოს სპორტისგან სრულ გამოჯანმრთელებამდე.

მსუბუქ თავის ტკივილებს მკურნალობენ პარაცეტამოლით, მაგრამ ამ დროს აუცილებლად წაიკითხეთ მწარმოებლის ინსტრუქცია და დაიმახსოვრეთ, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს არასოდეს მისცეთ ასპირინი.

როგორ ავირიდოთ თავის ტრამვა

ტრამვის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან არიდება მართალია რთულია, მაგრამ არსებობს რამოდენიმე საფეხური, რითაც შეგიძლიათ შეამციროთ უფრო სერიოზული დაზიანების რისკები.

ეს რჩევებია:

  • უსაფრთხოების ჩაფხუტის ტარება, ველოსიპედით სეირნობისას
  • სახლშიშევამციროთ ისეთი გარემოება, რამაც შესაძლოადაცემა გამოიწვიოს
  • გახადეთ სახლი უსაფრთხო ბავშვისთვის
  • გამოიყენეთ უსაფრთხო აღჭურვილობა სამსახურისა და სპორტისთვის.

კომენტარის დამატება