Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » თავის მძიმე ტრავმა

თავის მძიმე ტრავმა

145

თავის მძიმე ტრავმა საჭიროებს სასრაფო სამედიცინო დახმარებას, რადგანაც არსებობს ტვინის სერიოზული დაზიანების მაღალი რისკი.

ეს სტატია განკუთვნილია თავის მძიმე დაზიანებაზე. თავის მსუბუქი დაზიანების შესახებ მიჰყევით ბმულს: თავის მსუბუქი ტრავმა.

თავის მძიმე ტრავმის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

  • უგონო მდომარეობას -  როდესაც ადამიანი უგონო მდგომარეობაშია, თუნდაც დროის მცირე მონაკვეთში
  • კონტუზია (ტვინის შერყევა) - უეცარი, მაგრამ ხანმოკლე გონებრივი ფუნქციის დაკარგვა, რომელიც ხდება თავის დაზიანების ან შერყევის შედეგად; ტვინის შერყევის მქონე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უაზრო/გაყინული გამომეტყველება ან გამოიყურებოდეს დაბნეულად, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ იყოს უგონოდ
  • გულყრა ან კრუნჩხვები
  • მეტყველების გაძნელება ან ფხიზლად ყოფნის სიძნელე
  • აღქმის უნარის პრობლემები - როგორიცაა სმენის დაკარგვა ან გაორებული მხედველობა (double vision)
  • განმეორებითი პირ-ღებინება
  • ყურებიდან ან ცხვირიდან სუფთა სითხის ან სისხლის გამოჟონვა
  • მეხსიერების დაკარგვა (ამნეზია)(amnesia)
  • უეცარი შეშუპება ან დალურჯება ორივე თვალის გარშემო ან ყურის უკან
  • სიარულის ან კოორდინაციის გაძნელება.

აუცილებლად დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ვინმეს შეამჩნიეთ, რომ ვინმეს თავის დაზიანების შემდეგ განუვითარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც. ან თუ ვერ გამოიძახებთ სასწრაფო დახმარებას, სასწრაფოდ მოახდინეთ ამ პიროვნების საავადმყოფოში გადაყვანა.

საავადმყოფოში ასევე აუცილებლად უნდა წახვიდეთ, თუ ვინმემ დაიზიანა თავი და:

  • თუ დაზიანება მოხდა სიჩქარით, მაგალითად ავტოავარიის შედეგად, ან თუ ადამიანი ჩამოვარდა ერთ მეტრზე მაღალი სიმაღლიდან
  • თუ ადამიანს ადრე ჰქონდა გაკეთებული ოპერაცია ტვინზე
  • თუ ადამიანს ადრე ჰქონდა უკონტროლო სისხლდენის პრობლემები, ან სისხლის შედედების პრობლემები, ან თუ სვამს წამლებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის პრობლემები, როგორიცაა მაგალითად ვარფარინი
  • თუ ადამიანი სვამდა ალკოჰოლს ან იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს
  • თუ დაზიანება არ იყო შემთხვევითი - მაგალითად თუ ადამიანის დაზიანება იყო წინასწარ განზრახული.

თავის ძლიერი ტრავმის დიაგნოსტიკა

თავის მძიმე ტრავმის დროს, თუ არის შანსი, რომ ტვინი იყოს დაზიანებული, ექიმი ტვინის დაზიანების შესაფასებლად გააკეთებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას (computerised tomography (CT) scan).

დაზაინების შესაფასებლად ხშირად გამოიყენება ე.წ. გლაზგო კომას სკალა (Glasgow Coma Scale). ეს შკალა 3-დან 15 ქულამდეა და პაციენტის სიმპტომებზე დაყრდნობით განსაზღვრავს, თუ რამდენად მძიმე ტრავმა აქვს და არის თუ არა ტვინის დაზიანება (3-ყველაზე მძიმე და 15 ყველაზე მსუბუქი).

13 და მის ზემოთ ქულა მიიჩნევა თავის მსუბუქ ტრავმად. თავის საშუალო ტრავმად მიიჩნევა გკს-ს ქულა 9-12-მდე. 8 და უფრო ნაკლები ქულა კი მიიჩნევა თავის მძიმე დაზიანებად.

ზოგიერთ ადამიანს ტვინის მძიმე დაზიანებით თავდაპირველად მაღალი ქულა აქვს, მაგრამ მათი ქულა შემდგომში მცირდება. თავის მძიმე დაზიანების შემთხვევაში პაციენტს სჭირდება მუდმივი დაკვირვება და მდგომარეობის ხშირი შეფასება.

წაიკითხეთ მეტი როგორ ხდება ტვინის მძიმე დაზიანების დიაგნოსტიკა.

ტვინის მძიმე დაზიანების მკურნალობა

ტვინის მძიმე დაზიანებას აუცილებლად საავადმყოფოში უნდა უმკურნალოთ. მკურნალობამ შეიძლება მოიცვას:

  • დაკვირვება, რაიმე ცვლილების დასაფიქსირებლად
  • სხვადასხვა გამოკვლევები შემდგომი დაზიანების შესამოწმებლად
  • სხვა დაზიანებების მკურნალობა
  • სუნთქვითი მხარდაჭერა (ვენტილაცია) ან ტვინის ოპერაცია.

ადამიანთა უმეტესობა სახლში 48 საათში ეწერება. თუმცა საავადმყოფოში მოხვედრილ პაციენტების მცირე რაოდენობას ესაჭიროება ოპერაცია თავის ქალაზე ან ტვინზე.

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ექიმი მოგცემთ რჩევებს, თუ რა იქნება საუკეთესო სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის.

წაიკითხეთ მეტი როგორ მკურნალობენ ტვინის მძიმე დაზიანებას და გამოჯანმრთელება ტვინის მძიმე დაზიანების შემდეგ.

გართულებები

ტვინის მძიმე დაზიანებას შეუძლია გაზარდოს ქალას შიდა წნევა, სისხლდენის, სისხლის კოლტის ან სითხის დაგროვების შედეგად. ამან ზოგჯერ შეიძლება ტვინის დაზიანებამდე მიგვიყვანოს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც დროებითი, ასევე მუდმივი.

თავის მძიმე დაზიანებამ სხვა სერიოზული გართულებებიც შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის:

  • ინფექცია, თავის ქალას ძვლის გატეხვის შემთხვევაში
  • დარღვეული, შესუსტებული ცნობიერება
  • ტვინის დაზიანება.

ყოველი 2,000 პაციენტიდან (რომელიც თავის ტრავმით ხვდება სასწრაფოს მიმღებ განყოფილებაში) ერთი კვდება ტრავმის გამო.

წაიკითხეთ მეტი თავის მძიმე ტრამვის გართულებების შესახებ.

თავის ტრავმის პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ თავის ტრავმის თავიდან აცილება და პროგნოზირება ძნელია, არსებობს რამდენიმე ხერხი რითიც თქვენი და თქვენი ბავშვის თავის სერიოზული დაზიანების რისკი საგრძნობლად შეგიძლიათ შეამციროთ.

ესენია:

  • ველოსიპედის ტარებისას და სრიალისას ჩაფხუტის ტარება
  • სახლში დაცემის (fall) გამომწვევი მიზეზების შემცირება, მაგალითად იატაკზე დაგდებული არასაჭირო ნივთების დროულად აღება, ხალიჩის გასწორება და ა.შ.
  • ბავშვისთვის უსაფრთხო სახლის მოწყობა, მაგალიტად დარწმუნდით, რომ ბავშვი ვერ მივა ფანჯარასთან, ან ვერ გავა აივანზე
  • სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების აღჭურვილობის გამოყენება.

კომენტარის დამატება