Meds.ge » ყველა წამალი » ვალიდოლი / validoli / Validol

ვალიდოლი / validoli / Validol

431

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რეფლექტორული მოქმედების კორონაროდილატატორი

 

1 ტაბ.

მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავას მენთოლურ ეთერში .............    60 მგ

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ახდენს სედატიურ მოქმედებას, ხასიათდება ზომიერ რეფლექტორული სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით, განპირობებული მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით. ასტიმულირებს ენკეფალინების, ენდორფინებისას და რიგი სხვა პეპტიდების– ჰისტამინი, კინინები (ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანების გზით),  გამომუშვებას და გათავისუფლებას. რომლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სისხლძარღვების გამტარობის რეგულაციაში, ტკივილის შეგრძნების ფორმირებაში. სუბლინგვალური მიღებისას თერაპევტული ეფექტი საშუალოდ 5 წუთის შემდეგ დგება, ამ დროს პრეპარატის 70% გამოთავისუფლდება 3 წთ–ის მანძილზე.

 

ჩვენებები:

კარდიალგია, სტენოკარდია, რყევით გამოწვეული გულისრევა, ღებინება, ნევროზი, ნიტრატების მიღების ფონზე განვითარებული თავის ტკივილი.

 
მიღების წესი და დოზირება:

მიიღება სუბლინგვალურად 1 ტაბლეტი 2–3–ჯერ დღეში.

 

მიღების ჯერადობა და ხანგრძლიობა განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობით.

მიღებიდან უახლოესი 5–10 წთ–ის მანძილზე თერაპიული ეფექტის არ არსებობის ან არასაკმარისობის დროს აუცილებელია სხვა საშუალებების გამოყენება.

 

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა

 

გვერდითი მოქმედება:

ღებინება. ცრემლდენა თავბრუსხვევა.

 

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით უნდა დაენიშნოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს

კომენტარის დამატება