Meds.ge » ყველა წამალი » სოლეკარდი / solekardi / Solecard

სოლეკარდი / solekardi / Solecard

163

სოლეკარდი - საკვები დანამატი. ხასიათდება კარდიოპროტექტორული და ანგიოპროტექტორული მოქმედებით.

 

შემადგენლობა:                  

L-ასპარაგინი                                           200მგ                        

კუნელის მშრალი ექსტრაქტი                     150მგ                          

კალიუმის ქლორიდი                                 50მგ                          

მაგნიუმის ოქსიდი                                    50მგ                         

ნივრის მშრალი ექსტრაქტი                         20მგ                          

ვიტამინი B6                                            1.4მგ                           

ფარმაკოლოგიური თვისებები: კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მიოკარდიუმში, ზრდის გულის კუმშვით ძალას, არეგულირებს გულისცემის სიხშირეს,ხსნის ზეწოლის და სიმძიმის შეგრძნებას გულმკერდის არეში, ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. ნივრის ექსტრაქტი ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას. კალიუმი ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. ვიტამინი B6 ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას. მაგნიუმი ხსნის სისხლძარღვოვან სპაზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს არტერიულ წნევას.

ჩვენება: 

- ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია

- მაღალი არტერიული წნევა

- არითმია

- კარდიომიოპათია

- ტკივილი გულმკერდში

- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

 

დოზირება:  1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.

ორსულობა და ლაქატაცია: ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. 

უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტის  მიმართ მომატებული მგრძნობელობა

განსაკუთრებული მითითებები: საკვები დანამატი; არ გამოიყენოთ საკვები დანამატი ბალანსირებული და მნიშვნელოვანი კვების შემცვლელად; არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას; რეკომენდებულია 15-16 წლის ასაკიდან; შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე სიბნელეში, კარგად დახურულ ორიგინალ შეფუთვაში.

გამოშვების ფორმა: კაფსულა N30

კომენტარის დამატება