Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კრუპი

კრუპი

162

კრუპი ბავშვთა მდგომარეობაა, რომელიც მოქმედებს სასულეზე (ტრაქეაზე), ფილტვის სასუნთქ გზებზე (ბქონქებზე) და ხმის აპარატზე (ლარინქსზე).

კრუპით დაავადებულ ბავშვს განსხვავებული ყეფის მსგავსი ხველება აქვს და ჩასუნთქვის, დროს სტრიდორი - უხეში ხმა ისმის.

ბავშვს ამ დროს ასევე შეიძლება ჰქონდესუხეში ხმა და გაუჭირდეს სუნთქვა, რადგან მისი სასუნთქი გზა დაბლოკილია.

კრუპის დიაგნოზის დასმა ჩვეულებრივ შეუძლია ოჯახის ექიმს, მკურნალობა კი სახლშიცაა შესაძლებელი. თუმცა, თუ ბავშვის სიმპტომები მძიმეა და მას სუნთქვა უჭირს, სასწრაფოდ წაიყვანეთ უახლოეს საავადმყოფოში.

რატომ ემართებათ კრუპი

კრუპს ძირითადად ვირუსული ინფექცია იწვევს. მდგომარეობის გამოწვევა სხვადასხვა ვირუსებს შეუძლიათ, თუმცა შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია პარაინფლუენზა ვირუსით.

ვის ემართება კრუპი

კრუპი ძირითადად ექვსი თვიდან სამ წლამდე ბავშვებს ემართებათ და უმეტეს შემთხვევაში ერთი წლის ბავშვები ზარალდებიან. თუმცა, კრუპი ზოგჯერ 3 თვის ბავშვებსაც ემართებათ და 15 წლამდე მოზარდებსაც. ასევე შეიძლება დაემართოთ ზრდასრულებსაც, თუმცა ეს იშვიათია.

მდგომარეობა უფრო ხშირი გვიანი შემოდგომის და ადრეული ზამთრის პერიოდშია და უფრო ხშირად ვლინდება ბიჭებში ვიდრე გოგოებში.

ბავშვობის პერიოდში, ბავშვს კრუპი რამდენიმეჯერაც შეიძლება განუვითარდეს.

კრუპის მკრუნალობა

კრუპის შემთხვევათა უმრავლესობა, მსუბუქია და მათი მკურნალობა სახლის პირობებშიც შეიძლება. კრუპის შეტევის დროს დასვით ბავშვი გამართულად და მოეფერეთ და დაამშვიდეთ თუ გაღიზიანებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტირილმა შეიძლება გააუარესოს სიმპტომები. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.

ყელში შეშუპების შესამცირებლად ექიმი ასევე გამოწერს ორალური კორტიკოსტეროიდის ერთჯერად დოზას, მაგალითად დექსამეტაზონს ან პრედნიზოლონს.

თუ ბავშვს აქვს სუნთქვის პრობლემები, შესაძლოა საჭირო გახდეს ჟანგბადით და ადრენალინით მკურნალობა საავადმყოფოში.

კრუპის გართულებები

კრუპის შემთხვევათა უმეტესობა 48 საათში გადის. თუმცა, სიმპმტომები ზოგჯერ შესაძლოა ორ კვირამდე გაგრძელდეს.

კრუპით სიკვდილი ძალიან იშვიათია.

კრუპს შესაძლოა სხვადასხვა გართულება მოჰყვეს, როგორიცაა პნევმონია და შუა ყურის ინფექცია (middle ear infection).

კრუპის პრევენცია

კრუპი ჩვეულებრივი გაციებასავით ვრცელდება და მისგან თავის დაცვა ძნელია.

მისგან დასაცავად საუკეთესო საშუალება კარგი ჰიგიენის დაცვაა, ამიტომ ხშირად დაიბანეთ ხელები და გაწმინდეთ ნივთები.

ბავშვთა რუტინული აცრები ასევე იცავსიცავს ზოგიერთი ინფექციებისგან, რომლებსაც შეუძლიათ კრუპის გამოწვევა. მაგალითად ესენია:

  • წწყ - წითელა, წითურა და ყბაყურას დამცავი ვაქცინა
  • DTaP/IPV/Hib - დიფტერიისგან, ტეტანუსისგან, ყივანახველასგან, პოლიოსგან და ჰამოფილუს ინფლუენზა B-სგან დამცავი ვაქცინა.

კომენტარის დამატება