Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კორტიკო-ბაზალური დეგენერაცია

კორტიკო-ბაზალური დეგენერაცია

204

კორტიკო-ბაზალური დეგენერაცია იშვიათი დაავადებაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის, მეტყველების, მეხსიერების და ყლაპვის ეტაპობრივად გაუარესებადი პრობლემები.

ამ მდგომარეობას ხშირად კორტიკობაზალურ სინდრომსაც უწდებენ.

კორტიკობაზალური დეგენერაცია გამოწვეულია დროთა განავლობაში ტვინის უჯრედების გაზრდილი რაოდენობის დაზიანებით ან სიკვდილით. ამ მდგომარეობის უმეტესი შემთხვევები ვითარდება 50-70 წლამდე ასაკის ადამიანებში.

სიმპტომები

კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება. ეს სიმპტომები ცვალებადია და ბევრ ადამიანს შეიძლება მხოლოდ რამდენიმე განუვითარდეს.

კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის სიმპტომებია:

  • სხეულის ცალი მხირს კიდურის კონტროლის სიძნელე (ე.წ. "გამოუსადეგარი ხელი")
  • წონასწორობისა და კოორდინაციის უნარის დაკარგვა
  • მეტყველების შენელება და შეზღუდვა
  • კუნთების სპაზმი და შებოჭილობა
  • მენტალური ფუნქციის სიმპტომები (დემენცია/dementia), როგორიცაა მეხსიერებისა და მხედველობის პრობლემები
  • სითხეებისა და საკვების ყლაპვის გაძნელება (დისფაგია/dysphagia)
  • მეტყველების პრობლემები.

უმეტესწილად, საწყის ეტაპზე, პრობლემა ვლინდება ერთ კიდურზე, სანამ, რამდენიმე წლის შემდეგ, გავრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში. სიმპტომები პროგრესირების სიჩქარე ძალაინ განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანებში.

გაიგეთ მეტი კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის სიმპტომების შესახებ.

რა იწვევს კორტიკო-ბაზალურ დეგენერაციას?

კორტიკო-ბაზალურ დეგენერაციასთან დაკავშირებული ტვინის დაზიანება ტვინში ე.წ. ტაუ ცილების დაგროვებითაა გამოწვეული. თავის ტვინში ტაუ ცილები მცირე რაოდენობით ყოველთვის არსებობს, მაგრამ კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის დროს ისინი ჯგუფებად ლაგდებიან და ახლომდებარე ტვინის უჯრედების სიკვდილს იწვევენ.

ეს ტვინის სასიცოცხლო ნაწილის მაგალითად, კორტექსისა და ბაზალური განგლიის დაზიანებას იწვევს, რაც მნიშვნელოვან ფუნქციებზეა პასუხისმგებელი, მათ შორისაა:

  • მოძრაობა
  • მეტყველება
  • უმაღლესი ფიქრის პროცესი, როგორიცაა დაგეგმვა და გაგება. 

ტაუ ცილების ფორმირებისა და ჩალაგების ზუსტი მიზეზი უცნობია.

გაიგეთ მეტი კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის დიაგნოზირება

კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის დიაგნოზირებისთვის ერთი გამოკვლევა საკმარისი არ არის. ამის ნაცვლად, დიაგნოზის დასმა სიმპტომებზე დაყრდნობით და მსგავსი სიმპტომების გამომწვევი სხვა პათოლოგიების, მაგალითად ინსულტის, პარკინსონის დაავადების/Parkinson's disease, მოტორული ნეირონული დაავადებისა/motor neurone disease და დემენციის/dementia უფრო გავრცელებული ფორმების გამორიცხვით ხდება.

გამომდინარე იქიდან, რომ კორტიკო-ბაზალური დეგენერაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სხვა, მთელი რიგი პათოლოგიური მდგომარეობების სიმპტომების მსგავსია, დიაგნოზის დასმა სირთულეს წარმოადგენს და შეიძლება რამდენიმე თვე, ზოგჯერ კი - წლებიც დასჭირდეს.

გაიგეთ მეტი კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის დიაგნოზირების შესახებ.

კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის მკურნალობა

რადგან კორტიკო-ბაზალური დეგენერაცია სხვადასხვა ადამიანებში შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს, ამიტომ მკურნალობა წარიმართება ჯანდაცვის და სოციალური მზრუნველობის პროფესიონალთა ჯგუფის ერთობლივი მუშაობით.

კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში, პაციენტისთვის სიმპტომების შემსუბუქებისაკენ და მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუჯობესებისკენაა მიმართული. მკურნალობის კურსი კუნთების მოსადუნებელი საშუალებებისა და ყლაპვის პრობლემების არსებობის შემთხვევაში, საკვები მილის გამოყენებას მოიცავს

წაიკითხეთ მეტი კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის მკურნალობის შესახებ.

კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის გართულებები

თვითონ კორტიკო-ბაზალური დეგენერაცია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას არ წარმოადგენს, მაგრამ მას სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია.

ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის გავრცელებული სიმპტომია, რაც პიროვნების მოხრჩობის, საკვების გადაცდომის ან სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრის (ასპირაცია) რისკს ზრდის.

ამ შემთხვევაში შეიძლება ასპირაციული პნევმონია განვითარდეს. ეს ფილტვების ინფექციური დაავადებაა, რომლის მაპროვოცირებელი ფაქტორი ფილტვებში მოხვედრილი საკვების მცირე ნაწილაკებია.

წაიკითხეთ მეტი კორტიკო-ბაზალური დეგენერაციის გართულებების შესახებ.

კომენტარის დამატება