Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კენჭები თირკმელში

კენჭები თირკმელში

175

თირკმლის კენჭები ქვის მსგავსი მასებია, რომლებიც შესაძლოა ერთ ან ორივე თირკმელში განვითარდეს.

სამედიცინოში ლიტერატურაში ამ პათოლოგიას ნეფროლითიაზი ეწოდება. თუ კენჭების გამო ძლიერი ტკივილი გაწუხებთ, ამ მდგომარეობას თირკმლის კოლიკა ეწოდება.

თირკმლის კენჭების სიმპტომები

მცირე ზომის კენჭები შესაძლებელია გამოვიდეს შარდტან ერთად ტკივილის გამოწვევის გარეშე და შესაძლებელია ეს შეუმჩნევლადაც მოხდეს. თუმცა, საკმაოდ ხშირია როდესაც ეს კენჭი საშარდე გზის ნაწილს კეტავს, როგორიცაა:

  • შარდსაწვეთი (Ureter) - მილი, რომლეიც აერთებს თირკმელს შარდის ბუშტთან
  • შარდსადენი (Urethra) - მილი, რომლიტაც შარდი გამოდის შარდის ბუშტიდან გარეთ

ასეთმა შემთხვევამ შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე ტკივილი მუცის ღრუში, ან საზარდულში და ზოგჯერ იწვევს საშარდე გზების ინფექციას.

რა იწვევს თირკმლის კენჭების წარმოქმნას

ხანდახან სისხლში არსებული დაშლის პროდუქტები თირკმელში კრისტალებს წარმოქმნიან. დროთა განმავლობაში ეს კრისტალები შესაძლოა დაგროვდეს და მყარი, ქვის მსგავსი მასა წარმოქმნას. ეს უმეტესწილად ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ სვამთ საჭირო რაოდენობის სითხეებს, სვამთ ზოგიერთი ტიპის მედიკამენტებს, ან გაქვთ სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც შარდში იწვევს სპეციალური ნივთიერებების მომატებას.

მას შედეგ, რაც თირკმლის კენჭი წარმოიქმნება, თქვენი სხეული მის ორგანიზმიდან განდევნას შარდის სახით ცდილობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად კენჭი საშარდე სისტემის გზებს გაივლის (თირკმლები, თირკმლის მილები და შარდის ბუშტი).

რამდენად ხშირია თირკმლის კენჭები?

თირკმლის კენჭები საკმაოდ ხშირია და ხშირად 30-60 წლის ადამიანებს აწუხებს. ეს პათოლოგია უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ. დადგენილია, რომ თირკმლის კოლიკა კაცების 10-20% და ქალების 3-5% უვითარდება.

თირკმლის კენჭების მკურნალობა და პრევენცია

თირკმლის კენჭების უმრავლესობა საკმარისად პატარა ზომისაა რათა შარდში გამოიყოს და მისი მკურნალობა სახლის პირობებში მედიკამენტებითაცაა შესაძლებელი. უფრო დიდი ზომის კენჭები საავადმყოფოში რენტგენით ან ულტრაბგერით დაშლას საჭიროებენ, ან შესაძლოა მათი ქირურგიულად მოცილება დაგჭირდეთ.

თირკმლის კენჭების მქონე პაციენტების დაახლოებით ნახევარს მომდევნო 5 წლის განმავლობაში იგივე პათოლოგია შეაწუხებს. თირკმლის კენჭების პრევენციისთვის დარწმუნდით, რომ ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყალს ღებულობთ რათა გაუწყლოებისგან/დეჰიდრატაციისგან დაიცვათ თავი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი შარდი განზავებული იყოს, ეს დაშლის პროდუქტებს თირკმლის კენჭებად ჩამოყალიბებაში შეუშლის ხელს.

თირკმლები

თირკმლები ლობიოს ფორმის წყვილი ორგანოა, რომელიც სიგრძეში 10 სმ-ს აღწევს. თირკმლები მუცლის უკანა მხარეს, ხერხემლის ორივე მხარესაა მოთავსებული.

თირკმლებს სისხლიდან დაშლის პროდუქტები გამოაქვთ. ამის შემდეგ გაწმენდილი სისხლი ორგანიზმში ბრუნდება, დაშლის პროდუქტები კი შარდის სახით გამოიყოფა.

კომენტარის დამატება