Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » კბილის ტკივილი

კბილის ტკივილი

218

კბილის ტკივილი ვითარდება კბილის ან ყბის მიდამოში და ძირითადად გამოწვეულია კბილის კარიესით.

ტკივილი შესაძლებელია დაიწყოს უეცრად და იყოს როგორც მსუბუქი ასევე მწვავე პულსირებული ტიპის, რომელიც შესაძლებელია გაუარესდეს ღამით, განსაკუთრებით კი როდესაც დაწვებით დასაძინებლად.

ტკივილი შესაძლოა იყოს მუდმივი ან მოვლითი. საკვების ან სასმელის მიღების დროს ტკივილი შესაძლოა გაუარესდეს, განსაკუთრებით კი მაშინ თუ საკვები ან სასმელი ცხელი ან ცივია.

ზოგიერთ შემთხვევაში ძნელია გარჩევა ტკივილი ზედა კბილიდან მოდის თუ ქვედა კბილიდან და ძნელდება ტკივილის ადგილმდებარეობის განსაზღვა. როდესაც ტკივილი მოდის ქვედა უკანა კბილიდან ხშირად ეს ტკივილი შესაძლებელია მოგვეჩვენოს ყურიდან წამოსულად. ხოლო ზედა კბილის ტკივილი შესაძლებელია მოგვეჩვენოს რომ მოდის სინუსის წიაღებიდან (მცირე ზომის, ჰაერის შემცველი ღრუები რომლებიც განთავსებულია თავის ქალაში შუბლსა და ყვრიმალებს შორის).

ყბის ის ადგილი სადაც დაზიანებული კბილია, ასევე შესაძლოა იყოს მტკივნეული და შეხებისადმი მგრძნობიარე. ასევე შესაძლებელია ყრუ ტკივილი წარმოშობილი იყოს პერიოდონტალური დაავადების შედეგად. პერიოდონტალური დაავადება არის ბაქტერიული ინფექციით წარმოშობილი დაავადება, რომელიც მოქმედებს კბილის რბილ და მაგარ სტრუქტურებზე და აზიანებს მათ.

როდის მივმართოთ სტომატოლოგს?

თუ ტკივილი ორი ან მეტი დღის გამავლობაში გაქვთ მიმართეთ სტომატოლოგს, რაც შეიძლება სწრაფად. რაც უფრო დიდი ხნით გადადებთ ვიზიტს, მით უფრო გაუარესდება მდგომარეობა.

თუ არ უმკურნალებთ კბილის ტკივილს, კბილის შიგნით არსებული პულპა საბოლოოდ დაინფიცირდება. ეს ძირითადად იწვევს კბილის აბსცესის ჩამოყალიბებას, მწვავე და მუდმივი ტკივილით.

ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენი შესაძლოა დაგეხმაროთ ტკივილს შემსუბუქებაში, სანამ ეწვევით სტომატოლოგს. 16 წლამდე ბავშვებისთვის ასპირინის მიცემა დაუშვებელია.

რა იწვევს კბილის ტკივილს?

კბილის ტკივილი ვითარდება როდესაც, კბილის შიდა ნაწილი, რომელსაც კბილის პულპა ეწოდება ხდება ანთებითი. კბილის პულპა შედგება რბილი ქსოვილისგან, რომელიც შეიცავს ნერვებს და სისხლძარღვებს.

პულპა შესაძლოა დაინფიცირდეს შემდეგი მიზეზებით:

  • კბილის კარიესი, რომელიც იწვევს ღრმულების წარმოქმნას კბილის ზედაპირზე
  • მოტეხილი კბილი - მოტეხილი ადგილი ხშირად იმდენად მცირე ზომისაა რომ თვალით დანახვა რთულია.
  • დასუსტებული ან გატეხილი კბილის ბჟენი
  • მოცილებული ღრძილები - როდესაც ღრძილები იკუმშება ისე რომ ჩნდება კბილის ფესვის ზედა ნაწილი, რომელიც უფრო რბილი ქსოვილისგან შედგება
  • პერიაპიკალური აბსცესი - ჩირქის გროვა კბილის ძირში, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.

არსებობს სხვა მრავალი მდგომარეობა, როდესაც კბილის ტკივილი ვითარდება, მიუხედავად იმისა რომ შესაძლოა პულპა სულაც არ იყოს დაზიანებული. ეს მოიცავს:

  • პერიოდონტალური აბსცესი - ჩირქის გროვა ღრძილებზე, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.
  • ღრძილების წყლული
  • გაღიზიანებული ან შესიებული ღრძილები კბილის გარშემო, რომელიც ღრძილის ამოჭრას ცდილობს, როგორიცაა მაგალითად სიბრძნის კბილების ამოსვლა. 
  • სინუსიტი (ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების ინფექციური ანთება) - ეს ზოგჯერ იწვევს ტკივილს ზედა ყბის მიდამოში
  • ზედა ყბის სახსრის დაზიანება.

ბავშვებს შესაძლებელია ჰქონდეთ დისკომფორტი მაშინ როდესაც ეწყებათ კბილების ამოსვლა. გაიგეთ მეტი კბილების ამოსვლის შესახებ teething.

გაიგეთ მეტი აბსცესის შესახებ.

კბილის ტკივილის მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია კბილის ტკივილის მიზეზზე, შესაბამისად სტომატოლოგი გასინჯავს კბილებს და ასევე შესაძლოა გაგიკეთოთ რენტგენის სხივებით სკანირება პრობლემის დასადგენად.

თუ კბილის ტკივილი გამოწვეულია კბილის კარიესით, სტომატოლოგი ამოწმენდს, დაზიანებულ ადგილს და ამოავსებს მას ბჟენით.

თუ კბილის ტკივილი გამოწვეულია დასუსტებული ან მოტეხილი ბჟენით, სტომატოლოგი მოაშორებს ძველ ბჟენს, გაწმენდს დაზიანებულ ადგილს და შეავსებს ახალი ბჟენით.

თუ კბილის პულპაა დაზიანებული შესაძლოა დაგჭირდეთ ფესვის არხის მკურნალობა. ამ დროს ექიმი იღებს დაინფიცერებულ პულპას, ავსებს მას სპეციალური მასალით და სიმყარისთვის და შემდგომი დაცვისთვის შესაძლებელია დაფაროს გვირგვინით.

თუ კბილის ტკივილის მკურნალობა შეუძლებელია ჩამოთვლილი საშუალებებით, ან თუ კბილი შეჭრილია სოლისებურად ყბაში ან მეორე კბილში, შესაძლოა საჭირო გახდეს კბილის ამოღება.

კბილის ტკივილის პრევენცია

საუკეთესო გზა კბილის ტკივილის თავიდან აცილებისთვის კბილების და ღრძილების მაქსიმალურად მოფრთხილება და სიჯანსაღის დაცვაა. ამისათვის:

  • შეამცირეთ შაქრის შემცველი საკვების და სასმლის მიღება; ასეთი საკვები და სასმელი უნდა მიიღოთ მხოლოდ და მხოლოდ ძირითადი კვების დროს (წაიკითხეთ მეტი თუ როგორ შეიძლება შეამციროთ შაქრის მიღება).
  • გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ ფლორიდის შემცველი კბილის პასტით; კბილის ჯაგრისით ასევე ფრთხილად გაიწმინდეთ ენა და ღრძილებიც.
  • გაიწმინდეთ კბილთაშორისი სივრცე ფლოსით (კბილების საწმენდი ძაფი) და საჭიროებისამებრ გამოივლეთ სპეციალური სავლები საშუალებები.
  • ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგან ამან შესაძლოა გაამწვავოს სხვადასხვა პრობლემები პირის ღრუში.

რეგულარულად იარეთ კბილის ექიმთან შესამოწმებლად და სასურველია იაროთ ერთიდაიგივე ექიმთან. ექიმთან ვიზიტის სიხშირე შესაძლოა განსხვავდებოდეს და დამოკიდებულია კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღეზე და მომავალში შესაძლო რისკების განვითარებაზე. თქვენი ექიმი გირჩევთ როდის დაგჭირდებათ შემდეგი ვიზიტი თქვენი პირის ღრუს სიჯანსაღიდან გამომდინარე.

ბავშვებმა აუცილებლად უნდა მიმართონ სტომატოლოგს 6 თვეში ერთხელ, რომ დროულად მოხდეს კარიესის განვითარების აღმოჩენა და დროულად მკურნალობა.

გაიგეთ მეტი კბილების მოვლისა და კბილების სუფთად შენარჩუნების შესახებ.

კომენტარის დამატება