Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (Severe Acute Respiratory Syndrome)

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (Severe Acute Respiratory Syndrome)

160

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (Severe Acute Respiratory Syndrome - SARS)  არის პნევმონიის ადვილად გადამდები, სერიოზული და სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ფორმა.

SARS გამოწვეულია SARS-ის კორონავირუსისგან (SARSCoV). კორონავირუსები არის ხშირი ვირუსების სახეობა, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანეში და ცხოველებში ინფექციების განვითარებასთან.

აღმოჩენილია ადამიანის რამდენიმე კორონავირუსი, რომელიც იწვევს მსუბუქ რესპირატორულ ინფექციებს, როგორიცაა გაციება. თუმცა, ვირუსის ეს ტიპი ასევე შეიძლება მოიცავდეს  ისეთ შტამებს, რომლებიც იწვევენ უფრო სერიოზულ დაავადებებს, მაგალითად SARS-ს.

SARS-ის ეპიდემიის ორი შემთხვევა იყო 2002-2004 წლებში, რომლებიც დაკავშირებული იყო ძლიერ გადამდები, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში პნევმონიის ფორმასთან. 2004 წლის შემდეგ SARS-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა მსოფლიოს არცერთ ნაწილში.

SARS-ის სიმპტომები

SARS-ს აქვს გრიპის მსგავსი სიმპტომები რომელიც ჩვეულებრივ ინფექციიდან 2-7 დღის შემდეგ იწყება. ზოგიერთ შემთხვევებში, ინკუბაციის პერიოდი (ვირუსის შეყრიდან სიმპტომების გამოვლინებამდე დროის პერიოდი) შეიძლება იყოს 10 დღემდე.

სიმპტომები მოიცავს:

  • მაღალ ტემპერატურას (სიცხე) 38ºC, ან მეტი.
  • ძლიერ დაღლილობას
  • შემცივნებას
  • თავის ტკივილებს
  • კუნთების ტკივილს
  • მადის დაკარგვას
  • დიარეას

ამ სიმპტომების შემდეგ ინფექცია დაიწყებს გავრცელებას რესპირატორულ სისტემაში (ფილტვები და სასუნთქვი გზები) და გამოიწვევს დამატებით სიმპტომებს, როგორიცაა:

  • მშრალი ხველა
  • სუნთქვის სიძნელეები
  • ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში, რაც რთულ შემთხვევებში,  შეიძლება სიკვდილით დასრულდეს.

SARS-ის პანდემია

ფიქრობენ, რომ ადამიანებში ინფექცია გამოიწვია პატარა ძუძუმწოვრების გადაგვარებულმა (მუტაციურმა) კორონავირუსმა.

SARS-ის ინფექცია სწრაფად გავრცელდა ჩინეთიდან სხვა აზიურ ქვეყნებში. ასევე იყო შემთხვევებიც რამდენიმე სხვა ქვეყანაში, მაგალითად ინგლისში და კანადაში, ტორონტოში.

SARS-ის პანდემიის გაკონტროლება მოხერხდა 2003 წლის ივლისში, მოხდა იზოლირება დაავადებული ადამიანებისა, ასევე ყველა იმ ადამიანის სკრინინგი, რომელიც აპირებდა მაღალ  ინფექციური ქვეყნიდან გამგზავრებას სხვაგან.

ინფექციის პერიოდში SARS-ის 8,098 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან 774 სიკვდილით დასრულდა. ეს გულისხმობს, რომ ვირუსმა მოკლა ყოველი 10 ადამიანიდან დაახლოებით 1. 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ, მათი ნახევარი ამ ინფექციით გარდაიცვალა.

2004 წელს კვლავ განმეორდა SARS-ის ინფექციის პატარა აფეთქება, ეს ჩინეთის სამედიცინო ლაბორატორიასთან იყო კავშირში. ძუძუმწოვრიდან ადამიანზე, ან ადამიანიდან ადამიანზე გადასვლაზე მეტად ფიქრობენ, რომ რომელიმე თანამშრომელს პირდაპირი შეხება ჰქონდა ვირუსთან.

როგორ ვრცელდება SARS

SARS არის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსი, ანუ ის ვრცელდება გრიპის და გაციების მსგავსად. SARS-ის ვირუსი ვრცელდება ნერწყვის პატარა წვეთების საშუალებით, რომელსაც დაინფიცირებული ადამიანი ამოახველებს, ან დააცემინებს. ინფექცია შეიძლება დაიმართოს მას, ვინც ამ წვეთს ჩაისუნთქავს.

SARS ასევე გავრცელდება არაპირდაპირი გზით იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული პიროვნება ვირუსით დაბინძურებული ხელებით შეეხება ზედაპირებს, როგორიცაა კარის სახელურები. ადამიანი, რომელიც შემდეგ ამ სახელურს შეეხება შეიძლება დაინფიცირდეს.

SARS-ის ვირუსი შესაძლოა ასევე გავრცელდეს ინფიცირებულის ფეკალიებიდან. მაგალითად, თუ ისინი არ დაიბანენ ხელებს ტუალეტის გამოყენების შემდეგ, შეიძლება გადასდონ ეს ვირუსი სხვებს.

SARS-ის პანდემიის მაგალითებმა 2002/03 წლებში აჩვენა, რომ SARS-ით დაავადებულ ადამიანზე მზრუნველი პირი თვითონაც დიდი რისკის ქვეშაა.

SARS-ის მკურნალობა

ამჯერად არ არსებობს SARS-ისგან სრული განკურნება, მაგრამ მიმდინარეობს კვლევა ვაქცინის დასამზადებლად.

პიროვნება, რომელსაც ფიქრობენ, რომ სჭირს SARS, დაუყოვნებლივ უნდა წაიყვანონ საავადმყოფოში და ამყოფონ იზოლაციაში დაკვირვების ქვეშ.

მკურნალობა მოიცავს:

  • ვენტილატორის გამოყენებით ჟანგბადის მიწოდება და სუნთქვის გაუმჯობესება
  • ანტიბიოტიკებით პნევმონიის გამომწვევი ბაქტერიების განადგურება
  • ანტივირუსული წამლები
  • სტეროიდების მაღალი დოზა ფილტვებში შეშუპების თავიდან ასაცილებლად.

მცირე რაოდენობით მეცნიერული მონაცემი არსებობს იმის დასადგენად არის თუ არა ეს სამკურნალო მეთოდები ეფექტური.

ანტივირუსული წამალი, რიბავირინი, ცნობილია, რომ არ არის ეფექტური SARS-ის სამკურნალოდ.

რჩევები პრევენციისთვის

უნდა მოერიდოთ მსოფლიოს ისეთ წერტილებში გამგზავრებას, სადაც SARS-ის ინფექცია უკონტროლოა. ინფიცირების რისკის შესამცირებლად მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან პირდაპირ კონტაქტს (სანამ სიმპტომების გავლის შემდეგ, სულ მცირე 10 დღე არ გავა).

ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია გაიზიაროთ შემდეგი რჩევები:

  • დაიბანეთ ხელები რეგულარულად ალკოჰოლის-შემცველი საწმენდით
  • დაფარეთ თქვენი ცვირ-პირი დაცემინების ან დახველების დროს
  • მოერიდეთ საკვების, სასმელისა და ჭურჭლის გაზიარებას
  • რეგულარულად გაასუფთავეთ ზედაპირები სადეზინფექციო საშუალებებით.

ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება საჭირო გახდეს ხელთათმანების, ნიღბებისა და სათვალეების ტარება SARS-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

SARS-ის ინფექციის აფეთქება მომავალში

SARS-ისგან საფრთხემ ჩაიარა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჯანდაცვის მუშაკები სიფხიზლეს ინარჩუნებენ. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ახდენს ქვეყნების მონიტორინგს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაავადების უჩვეულო გამოვლენის დასაფიქსირებლად.

თუ მოხდება SARS-ის ეპიდემია მომავალში, შესაძლებელი იქნება მისი გავრცელების პრევენცია იგივე ზომებით, რაც ჩატარდა 2002/03 წლებში.

ვირუსების მუტაციები

ისევე როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, ვირუსიც განიცდის მუდმივ ცვლილებას და ევოლუციას. მუტაცია ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში არსებული გენეტიკური ინფორმაცია იცვლება.

მუტაცია ხდება ალბათობით და მათი უმეტესობა არ არის მნიშვნელოვანი. თუმცა, ზოგჯერ შემთხვევით მუტაციურმა ვირუსმა შეიძლება იმოქმედოს ადამიანზე.

მრავალი ეპიდემია (ინფექციური დაავადებების გლობალური აფეთქება), რომლებიც მოხდა უახლეს პერიოდში, მოიაზრება, რომ გამოიწვია ვირუსმა, რომელიც ადრე ცხოვრობდა მხოლოდ რომელიმე ცხოველში. მუტაციის შემდეგ, კი ვირუსს მიეცა შესაძლებლობა დაეავადებინა ადამიანიც.

მუტაციური ვირუსების მაგალითებია:

  • SARS
  • აივ - ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც მოიაზრება, რომ არის მაიმუნების ვირუსის მუტაციური ვარიანტი
  • ფრინველის გრიპი - ფრინველების გრიპის მუტაციური ვერსია
  • ღორის გრიპი - ვირუსის მუტაციური ვერსია, რომელიც მოიაზრება, რომ თავდაპირველად დაიწყო ღორებში.

კომენტარის დამატება