Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მუცლის ტიფი

მუცლის ტიფი

464

მუცლის ტიფი არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს მთელს სხეულზე და მრავალ ორგანოზე მოახდინოს ზეგავლენადროული მკურნალობის გარეშე, შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და შესაძლებელია ფატალურიც აღმოჩნდეს.

დაავადების გამომწვევია ბაქტერია, რომელსაც ტიფის სალმონელა (Salmonella typhi) ეწოდება. ეს ბაქტერია დაკავშირებულია ბაქტერიებთან, რომლებიც სალმონელით საკვების მოწამვლას იწვევს.  

მუცლისტიფი ძლიერ გადამდები დაავადებაა. ინფიცირებულმა ადამიანმა ბაქტერიები შეიძლება გაავრცელოს თავისი ორგანიზმიდან განავალში (ფეკალიებში) ან იშვიათ შემთხვევებში შარდთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირი მიიღებს იმ საკვებს ან წყალს, რომელიც უკვე დაბინძურებულია მცირე ოდენობით ფეკალური მასით ან შარდით, ის შესაძლოა დაინფიცირდეს ბაქტერიით და განუვითარდეს მუცლის ტიფი.

გაიგეთ მეტი მუცლის ტიფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

ვინ ავადდება?

ინფექციის გავრცელების გზის გამო, მუცლის ტიფი ყველაზე მეტად მსოფლიოს იმ ნაწილში გვხვდება, სადაც სანიტარიული პირობები ძალიან დაბალ დონეზეა და სუფთა წყალი შეზღუდულად მიეწოდებათ (გვერდის ბოლოს ჩამოთვლილია მაღალი რისკის ადგილები).

მსოფლიოში, მოიაზრება რომ ბავშვები მუცლის ტიფის განვითარების უფრო მაღალ რისკ ჯგუფს განეკუთვნებიან. ეს შესაძლებელია იმის გამო ხდებოდეს, რომ მათი იმუნური სისტემა (ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმი ინფექციების წინააღმდეგ და ავადმყოფობის დროს) ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. თუმცა, ბავშვებს ამ დაავადების დროს შედარებით უფრო მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ ვიდრე უფროსებს.

მუცლის ტიფის შემთხვევები იშვიათია დიდ ბრიტანეთში, ყოველწლიურად დაახლოებით 500 შემთხვევა ფიქსირდება. ვარაუდობენ, რომ ყველაზემეტადის ადამიანები ავადდებიან, რომლებიც ნათესავებთან მოსანახულებლად ჩადიან ბანგლადეშში, ინდოეთში და პაკისტანში. თუმცა, ამ ინფექციის განვითარების რისკი აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისასაც დგება.

მუცლისტიფის ნიშნები და სიმპტომები

მუცლის ტიფის ძირითად სიმტომებს მიეკუთვნება:

  • მაღალიტემპერატურა, რომელმაც შესაძლოაშეიძლება 39-40°C მიაღწიოს;
  • კუჭის ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • ყაბზობა (კუჭის შეკრულობა) ან დიარეა

მკურნალობის გარეშე, სიმპტომები გაუარესდება მომდევნო კვირების მანძილზე და პოტენციურად ფატალური გართულებების განვითარების რისკები იზრდება.

გაიგეთ მეტი მუცლის ტიფის სიმპტომებისა და გართულებების შესახებ.

როგორ ხდება მუცლის ტიფის მკურნალობა

მუცლის ტიფის დროს საჭიროა ანტიბიოტიკებით. დაუყოვნებლივი მკურნალობა. ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების დროს, მდგომარეობა, სავარაუდოდ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში,  ანტიბიოტიკების აბების 7-დან 14-დღიანიკურსის ჩატარებით.

უფრო სერიოზულ შემთხვევებში, როგორც წესი, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და შესაძლოა საჭირო გახდეს ინექციების გაკეთება.

დროული ანტიბიოტიკო-თერაპიის შემთხვევაში, ადამიანთა უმრავლესობა რამდენიმე დღეში თავს უკეთესად გრძნობს და სერიოზული გართულებები ძალიან იშვიათია. დიდ ბრიტანეთში მუცლის ტიფით სიკვდილიანობის მაჩვენებელი პრაქტიკულად არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხუთი ადამიანიდან ერთი იღუპება. ხოლო გადარჩენილ ადამიანებს დარჩებათ ინფექციიდან გამოწვეული გართულებები.

გაიგეთ მეტი მუცლის ტიფის მკურნალობის შესახებ.

მუცლის ტიფის ვაქცინაცია

დიდ ბრიტანეთში, ვაქცინის ორი სახეა ხელმისაწვდომი, რომლითაც დაავადებისგან გარკვეულწილად დაცვაა შესაძლებელი. ეს გულისხმობს იმას, რომ შეგიძლიათ ან ერთი ვაქცინის გაკეთება, ან სამი კაფსულის მიღება რამდენიმე დღის განმავლობაში.

ვაქცინაცია რეკომენდირებულია მათთვის, ვინც მსოფლიოს იმ ნაწილში აპირებს გამგზავრებას, სადაც მუცლის ტიფია გავრცელებული (ადგილების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ), განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ გეგმავთ ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდროდ თანამშრომლობას, მუშაობას, ან ცხოვრებას.

თუმცა, რადგან არც ერთი ვაქცინა 100% დაცვას არ უზრუნველყოფს, მნიშვნელოვანია, რომ გამოიჩინოთ გარკვეული სიფრთხილე მოგზაურობის დროს. მაგალითად წყალი მიიღეთ მხოლოდ ბოთლიდან ან გამოხდილი სახით და მოერიდეთ ისეთი სახის საკვებთან შეხებას, რომელიც შესაძლოა დაბინძურებული იყოს ბაქტერიებით.

დაწვრილებით იხილეთ მუცლის ტიფის ვაქცინაცია.

მაღალი რისკის შემცველი ადგილების ჩამონათვალი

მუცლის ტიფის ყველაზე მეტი შემთხვევები ფიქსირდება შემდეგ ადგილებში:

  • ინდოეთის ნახევარკუნძული
  • აფრიკა
  • სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია
  • სამხრეთ ამერიკა
  • შუა აღმოსავლეთი
  • ევროპა
  • ცენტრალური ამერიკა

როდესაც მოგზაურობთ უცხო ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში, უმჯობესია წინასწარ გქონდეთ სასწრაფო, გადაუდებელი შემთხვევებისთვის დასაკავშირებელი საჭირო ხალხის, ან ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია და ტელეფონის ნომრები.

კომენტარის დამატება