Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » მუცლის ტკივილი ბავშვებში (კოლიკა)

მუცლის ტკივილი ბავშვებში (კოლიკა)

225

კოლიკა სამედიცინო ტერმინია, რომელიც ბავშვის ხშირ და ჭარბ ტირილს აღნიშნავს, როცა ის სხვა მხრივ ჯანმრთელი და კარგად გამოკვებილია. ეს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიცთითქმის ყოველ მეხუთე ბავშვს აღენიშნება.

ჩვეულებრივ, კოლიკა სიცოცხლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვითარდება, მაგრამ ხშირად 4 თვის, ყველაზე გვიან კი 6 თვის ასაკისთვის გაივლის.

კოლიკის დროს ბავშვის მოვლა შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ეს პრობლემა თავისით გაივლის და ძირითადად არ არის სანერვიულო.

კოლიკის სიმპტომები და ნიშნები

კოლიკის ნიშნები და სიმპტომები მოიცავს:

  • ბავშვისინტენსიურ ტირილს
  • ტირილს გვიან შუადღეზე ან საღამოს, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში
  • ტირილის დროს ბავშვის სახის წამოწითლებას
  • მუშტების შეკვრას/მომუჭვას, მუხლების მუცლისკენ აკეცვას ან ზურგის არკისებურად მოხრას.

თუ ბავშვს აქვს კოლიკა, ის შესაძლოა იყოს შეწუხებული, მაგრამ ეს არ არის სანერვიულო და წესით ბავშვი უნდა აგრძელებდეს ნორმალურ კვებას და წონის მატებასაც.

რჩევები მშობლებისთვის

კოლიკიანი ბავშვის მოვლა შესაძლოა მშობლისთვის სტრესული იყოს, განსაკუთრებით თუ ეს მოვლენა პირველ შვილს განუვითარდა, მაგრამ ამ დროს მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ:

  • თქვენი შვილის კოლიკა არ არის თქვენი ბრალი - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი ცუდადაა, ან თქვენ რამეს არასწორად აკეთებთ, ან იმას რომ ბავშვი თქვენს უარყოფას ცდილობს
  • თქვენი შვილი საბოლოოდ უკეთ გახდება - კოლიკა ძირითადად ქრება 4-6 თვის ასაკში
  • უნდა იზრუნოთ თქვენს კეთილდღეობაზე - თუ შესაძლებელია, შეგიძლიათ თქვენს მეგობრებსადა ოჯახის წევრებს დახმარება სთხოვოთ, რადგან თქვენი დასვენებაც და რეგულარული ძილიც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ დავეხმაროთ პატარას

არ არსებობს რაიმე მეთოდი, რომელიც უნივერსალური იქნება ყველა ბავშვისთვის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:

  • ტირილის ეპიზოდის დროს მისი ხელში აყვანა
  • კვების დროს ბავშვის სწორ, გამართულ პოზიციაში დასმით ან დაჭერით შეამცირებთ მიერ ჰაერის გადაყლაპვას
  • ჭამის შემდეგ შეეცადეთ დაეხმაროთ ბავშვს დაბოყინებაში
  • ნელა/ფრთხილად დაარწიეთ ბავშვი ხელში აყვანისას
  • ჩასვით ბავშვი თბილ აბაზანაში
  • ბავშვის მუცლის ფრთხილი მასაჟი.

ზოგიერთ ბავშვს ასევე შველის საკვები რაციონის ცვლელებებიც, მაგალითად მონელების ხელშემწყობი წვეთების დედის ან ხელოვნურ რძეში დამატება, რომელიც ბავშვის საჭმლის მომნელებელ სისტემას მონელებაში და ბუშტუკების გამოშვებაში დაეხმარება. თუმცა აუცილებლად წინასწარ გაესაუბრეთ ექიმს.

საჭიროა თუ არა ექიმთან ვიზიტი?

ზემოთჩამოთვლილი რჩევების გათვალისიწნებით შეიძლება შეამციროთ ბავშვის კოლიკა. მაგრამ მიმართეთ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული მათ ეფექტურობაში, ან თუ არ შველის.

ექიმი შეამოწმებს ბავშვის ტირილის სხვა შესაძლო ვარიანტებს, როგორიცაა ეგზემა, ან გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადება. გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადება არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის სიმჟავე ამოდის საყლაპავ მილში.

თუ ბავშვის სიმპტომების გამომწვევ სხვა მიზეზს ვერ იპოვნიან, ბავშვის დასახმარებლად ექიმი სხვადასხვა რჩევებს მოგცემთ (მათ შორის ხელმისაწვდომ მკურნალობასთან დაკავშირებით).

როდის მივმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას?

სხვადასხვა ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა ბავშვის სერიოზულ ავადმყოფობაზე მიუთითებდეს. ამიტომ აუცილებლად, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ:

  • ბავშვს აქვს სუსტი, ხმამაღალი ტონალობის, ან უწყვეტი ტირილი
  • ხელში აყვანისას ჩანს ძალიან მოთენთილად
  • ბავშვი არ იკვებება
  • აღებინებს მწვანე სითხეს
  • აქვს სისხლი განავალში
  • აქვს 38C ან უფრო მაღალი სიცხე (თუ 3 თვეზე ნაკლებისაა) ან 39C ან უფრო მაღალი (თუ 3-6 თვისაა)
  • აქვს ამოზნექილი ყიფლიბანდი (ბავშვის თავზე არსებული რბილი ადგილი)
  • აქვს გულყრა (კრუნჩხვები/seizure)
  • არის გალურჯებული, კანზე უჩნდება ლაქები ან ძალიან ფერკმრთალი
  • აქვს სუნთქვის პრობლემები, მაგალითად სწრაფად სუნთქვა ან სუნთქვის დროს ხრუტუნი.

ეს ნიშნები შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემის მანიშნებელი იყოს, ამიტომ სასწრაფოდ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

რა იწვევს კოლიკას?

კოლიკის გამომწვევი მიზეზი ან მიზეზები უცნობია, მაგრამ ამ მოვლენის განვითარების შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორისაა საკვების მოუნელებლობა, გაზების დაგროვება ან დედის ან ხელოვნურ რძეში არსებულ კონკრეტული ცილებისა და შაქრების მიმართ ნაწლავების დროებითი მგრძნობელობა.

კოლიკა გოგონებსა და ბიჭებს ერთნაირი სიხშირით ემართებათ და ასევე თანაბრად ემართებათ დედის ან ხელოვნური ფორმულებით მკვებავ ბავშვებსაც.

კომენტარის დამატება