Meds.ge » ყველა წამალი » არკოფლუიდი დეტოქს პროგრამა / arkofluidi detoqs programa / Arkofluides Detox Programme

არკოფლუიდი დეტოქს პროგრამა / arkofluidi detoqs programa / Arkofluides Detox Programme

96

სამმაგი მოქმედების 30 დღიანი დეტოქსის პროგრამა მოიცავს: 1. ღვიძლის დეტოქსი, 2. თირკმლის დეტოქსი, 3. კანის დეტოქსი.

 

შემადგენლობა:

1 ეტაპი - ღვიძლის დეტოქსი:

ორგანული არტიშოკის ფოთლების ექსტრაქტი (Cynara scolymus) 315მგ, ორგანული როზმარინის ფოთლების ექსტრაქტი (Rosmarinus officinalis) 315მგ,  ორგანული ანგელოზას ფესვის ექსტრაქტი (Angelica archangelica) 315მგ, კონცენტრირებული ორგანული შავი ბოლოკის წვენი (Raphanus sativus var. niger), ორგანული ვაშლის წვენი.

2 ეტაპი - თირკმლის დეტოქსი:

ორგანული ბაბუაწვერას ფესვის ექსტრაქტი (Taraxacum officinale) 8,9გ, ორგანული შავი ანწლის წვენის კონცენტრატი (Sambucus nigra) 460მგ, ორგანული შავი ბოლოკის წვენი (Raphanus sativus var. niger) 310მგ, ორგანული ლიმონის წვენის კონცენტრატი 30მგ

3 ეტაპი - კანის დეტოქსი:

ორგანული ოროვანდის ფესვის ექსტრაქტი (Arctium lappa) 550მგ, ორგანული ჭინჭრის მიწისზედა ნაწილების ექსტრაქტი (Urtica dioica, Urtica urens) 550მგ. ორგანული ხორბლის სიროფი, ორგანული კენკრის წვენი, კონცენტრირებული ორგანული შავი მოცხარის წვენი.

 

არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, საღებავებს და ხელოვნურ არომატიზატორებს.

100% ორგანული პროდუქტი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

არკოფლუიდი დეტოქსის პროგრამა შემუშავებულია ორგანიზმის გასაწმენდად ტოქსინებისა და შლაკებისაგან, კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

1 ეტაპი - ღვიძლის დეტოქსი: წმენდს ღვიძლს, ამზადებს მას ორგანიზმიდან ტოქსინების ელიმინაციისთვის, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას.

არტიშოკი - უზრუნველყოფს ღვიძლიდან ტოქსინებისა და ცხიმის ელიმინაციას. აქვს ნაღვლმდენი ეფექტი;

როზმარინი - ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციას გამოყოფილი ნაღვლის მოცულობის გაზრდისა და ჰეპატოციტების დაცვის გზით. როზმარინი ასევე ცნობილია თავისი  ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებებით;

ანგელოზა - განსაკუთრებით ეფექტურია მეტეორიზმის სამკურნალოდ. იგი ხელს უშლის აირების წარმოქმნას ნაწლავებში, ხსნის მუცლის შებერილობას;

შავი ბოლოკი - შეიცავს ორგანულ გოგირდს, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დრენაჟს, უზრუნველყოფს ტოქსინების ელიმინაციას.

2 ეტაპი - თირკმლის დეტოქსი: ახდენს თირკმლის გამწმენდი ფუნქციის სტიმულაციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხისა და ტოქსინების გამოდევნას.

ბაბუაწვერას ფესვი - აქვს შარდმდენი ეფექტი. უზრუნველყოფს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის და შლაკების გამოყოფას;

შავი ანწლი - ხელს უწყობს ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნას ორგანიზმიდან;

შავი ბოლოკი - შეიცავს ორგანულ გოგირდს, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დრენაჟს, უზრუნველყოფს ტოქსინების ელიმინაციას.

3 ეტაპი - კანის დეტოქსი: უზრუნველყოფს კანის გაწმენდას და დეტოქსიკაციას.

ოროვანდის ფესვი - აქვს ანტიმიკრობული, მადეზინფიცირებელი თვისებები. ხსნის ქავილს, ალერგიულ გამოვლინებებს, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, წმენდს კანს.

ჭინჭარი - არეგულირებს კანის დრენაჟულ ფუნქციას, ცხიმის გამომუშავებას. აქვს აკნეს საწინააღმდეგო მოქმედება. ასტიმულირებს კანის აღდგენას ჭრილობისა და დამწვრობის შემდეგ. აქვს ქავილისა და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, ანტიოქსიდანტური და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტები. აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ამცირებს ქერტლს და თმის ცვენას.

 

მიღების წესი და დოზირება:

არკოფლუიდი დეტოქს პროგრამა მოიცავს მკურნალობის 30 დღიან კურსს:

1 ეტაპი - ღვიძლის დეტოქსი (1-10 დღე): მიიღეთ დღეში 1 ამპულა, დილით, ჭამის წინ. ამპულის შიგთავსი გახსენით ½ ჭიქა წყალში ან ხილის წვენში;

2 ეტაპი - თირკმლის დეტოქსი (11-20 დღე): მიიღეთ დღეში 1 ამპულა, დილით, ჭამის წინ. ამპულის შიგთავსი გახსენით ½ ჭიქა წყალში ან ხილის წვენში;

3 ეტაპი - კანის დეტოქსი (21-30 დღე): მიიღეთ დღეში 1 ამპულა, დილით, ჭამის წინ. ამპულის შიგთავსი გახსენით ½ ჭიქა წყალში ან ხილის წვენში.

 

განსაკუთრებული მითითებები:

რეკომენდებულია 15 წლის ასაკიდან.

მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება წელიწადში რამოდენიმეჯერ;

საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

გამოშვების ფორმა:  დასალევი ხსნარი ამპულებში. 30 (3*10) ამპულა შეფუთვაში. საკვები დანამატი

კომენტარის დამატება