Meds.ge » ყველა წამალი » არკოროიალი ძლიერი იმუნიტეტისთვის / arkoroiali dzlieri imunitetistvis / Arkoroyal Immunite Fort Bio

არკოროიალი ძლიერი იმუნიტეტისთვის / arkoroiali dzlieri imunitetistvis / Arkoroyal Immunite Fort Bio

148

არკოროიალი ძლიერი იმუნიტეტისთვის ამპ #20

 

შემადგენლობა:

ყოველი ერთი ამპულა შეიცავს: უმაღლესი ხარისხის ფუტკრის რძე  - 500მგ, ყავისფერი პროპოლისი - 150მგ, მწვანე პროპოლისი - 150მგ, ყვავილის მტვერი - 38მგ, მანუკას თაფლი - 38მგ, ექინაცეა - 5,14მგ.

არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, საღებავებს, კონსერვანტებს.

არ შეიცავს ქიმიურ პესტიციდებს და ანტიბიოტიკებს.

100% ორგანული პროდუქტი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფუტკრის რძე (ანუ სამეფო ჟელე) შედგება წყლის, ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების, მინერალებისა და ვიტამინებისაგან, 10-HDA და 10-H2DA ცხიმოვანი მჟავებისგან. არკოროიალის ფუტკრის რძის ძირითადი ინგრედიენტია 2,5% აპალბუმინ-1. იგი სასარგებლოა ფუტკრებისთვის მაღალი კვებითი ღირებულების და ანტიბაქტერიული თვისებების გამო. ფუტკრის რძე თაფლთან შედარებით 100-ჯერ მეტ აპალბუმინს შეიცავს. ლარვა, რომელიც იკვებება თაფლით, გადაიქცევა მუშა ფუტკრად, ხოლო ლარვა, რომელიც იკვებება ფუტკრის რძით, გადაიქცევა დედა ფუტკრად, რომელიც ცოცხლობს 40-ჯერ მეტი დროის განმავლობაში, ვიდრე მუშა ფუტკრები.

მწვანე პროპოლისი - სინთეზირდება ფუტკრების მიერ ბრაზილიის “როზმარინის მინდვრებზე“. იგი თავისი შემადგენლობით ავსებს ყავისფერ პროპოლისს, მისგან განსხვავებით შეიცავს არტეპილინ C-ს. ეს უკანასკნელი აინჰიბირებს პრო-ანთებით ციტოკინებს და აქვს ანტივირუსული აქტივობა.

ყავისფერი პროპოლისი ცნობილია, როგორც ფუტკრების „ბუნებრივი ფარი“. იგი შეიცავს პოლიფენოლებს და ანტიბაქტერიულ გალაგნინს. ყავისფერი პროპოლისი მწვანე პროპოლისთან და მანუკას თაფლთან ერთად არკოროიალს სძენს ძლიერ ანტიბაქტერიულ თვისებას.

მანუკას თაფლი - მოიპოვება მხოლოდ ახალ ზელანდიაში, იგი განსხვავდება ყველა სხვა სახეობის თაფლისგან თავისი უნიკალური თვისებებით. მასში აღმოჩენილია ნივთიერება მეთილგლიოქსალი, რომელიც ხასიათდება ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედებით ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ.

ყვავილის მტვერის შეგროვება ხდება ფუტკრების მიერ, რომლებსაც მოაქვთ იგი სკაში და ინახავენ, როგორც ცილებით მდიდარ საკვებს. უნიკალური შემადგენლობის წყალობით ყვავილის მტვერი აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ექინაცეას იმუნომასტიმულირებელი თვისებები ფართოდ არის შესწავლილი. იგი ზრდის იმუნური უჯრედების -  მონოციტების და ნეიტროფილების რაოდენობას სისხლში, ვირუსული ინფექციების დროს მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების სიმპტომებს.   

 

ჩვენებები:
სეზონური ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
დაავადებების შემდგომი პერიოდი, მათ შორის პოსტოპერაციული პერიოდი
ჰიპო - და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა
მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა
არასრულფასოვანი კვების ან დიეტის შემდგომ პერიოდში

მიღების წესი და დოზირება:

12 წლის ზემოთ და მოზრდილებში: მიიღეთ 1 ამპულა დილით, სასურველია საუზმის დროს.

გახსნამდე ამპულა შეანჯღრიეთ. ამპულის შიგთავსი განაზავეთ 200 მლ წყალში ან ხილის წვენში.

მკურნალობის კურსი 20 დღე.

შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება წელიწადში რამოდენიმეჯერ.

 

განსაკუთრებული მითითებები:

გამოიყენება 12 წლის ასაკიდან;

მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც აღენიშნება ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე.

საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

გამოშვების ფორმა:  დასალევი ხსნარი ამპულებში. 20 ამპულა შეფუთვაში. საკვები დანამატი

კომენტარის დამატება