Meds.ge » ყველა წამალი » არკოკაფსი სპირულინა / arkokafsi spirulina / Arcocaps Spiruline

არკოკაფსი სპირულინა / arkokafsi spirulina / Arcocaps Spiruline

205

არკოკაფსი ორგანული სპირულინას 

 

შემადგენლობა:

3 კაფსულა შეიცავს 1176მგ სპირულინას თალუსის ფხვნილს.

კაფსულის გარსი: მცენარეული ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა.

100% ორგანული პროდუქტი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სპირულინა წარმოადგენს ერთუჯრედიან ლურჯ-მწვანე წყალმცენარეს, რომელიც ბინადრობს როგორც მტკნარ, ისე მარილიან წყლებში. თავისი თვისებებით და შედეგებით სპირულინა აღემატება ყველა ცნობილ გამაჯანსაღებელ საკვებსა და პრეპარატს. მისი მიღებისას გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ აღინიშნება, კარგად გადაიტანება, არ იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას. ერთ გრამ სპირულინაში მიკროელემენტებისა და ვიტამინების რაოდენობა ისეთივეა, როგორც ერთ კილოგრამ ბოსტნეულში. ხოლო ამინომჟავების შემცველობით სრულიად უნიკალური პროდუქტია. 

სპირულინა მდიდარია ცილებით (70%-მდე). მის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები: ცისტეინი, ჰისტიდინი, პროლინი, თიროზინი, გლიცინი, სერინი, არგინინი, ალანინი, ასპარტატის და გლუტამატის მჟავები. სპირულინა წარმოადგენს ვიტამინებისა (B1, B2, B3, B12,E) და მიკროელემენტების (სპილენძი, თუთია, რკინა, მაგნიუმი, მანგანუმი) მდიდარ წყაროს.

სპირულინაში შემავალი ძირითადი ნივთიერება - ფიკოციანინი ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური,  ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტებით.

კვლევებით დადასტურებულია, რომ სპირულინა აქვეითებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის (LDL) და ზრდის „კარგი“ ქოლესტერინის (HDL) რაოდენობას, აქვეითებს მომატებულ არტერიულ წნევას და სისხლში გლუკოზის დონეს. აქვს ანტივირუსული მოქმედება, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ამარაგებს საჭირო ენერგიით.

 

ჩვენებები:

სეზონური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა

შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

 

არასრულფასოვანი კვება, ხშირი დიეტები
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჭარბი წონა
ალერგიული რინიტი და სხვა ალერგიული დაავადებები
იოდის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკა
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა
გულ-სისხლძართა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა  (ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია)
ნერვული სისტემის დაავადებები (მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება, ალცჰაიმერის დაავადება)
შაქრიანი დიაბეტი და ინსულინრეზისტენტობა
ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა
თვალის დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
კანის დაავადებები, თმის ცვენა, ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა

 

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა 3-ჯერ დღეში მოზრდილი ჭიქა წყლის მიყოლებით.

 

განსაკუთრებული მითითებები:

გამოიყენება 6 წლის ასაკიდან;

მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

არ არის რეკომენდებული იოდზე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში;

საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

ორსულობა და ლაქტაცია: რეკომენდებულია გამოყენება ორსულობის მე-2 ტრიმესტრიდან და მეძუძური დედებისთვის.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

გამოშვების ფორმა:  45 კაფსულა შეფუთვაში. საკვები დანამატი.

კომენტარის დამატება