Meds.ge » ყველა წამალი » ართრა მსმ / artra msm / Artra MSM

ართრა მსმ / artra msm / Artra MSM

134

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

ართრა® მსმ/Artra® MSM

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას

 

გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მასით 1690,0 მგ, 30, 60, 90, 100, 120 ტაბლეტი ფლაკონში.

 

შემადგენლობა:
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი, ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი, მეთილსულფონილმეთანი, გადამტანი მიკროკრისტალური ცელულოზა, გადამტანი კროსკარმელოზა, სტაბილიზატორი 2-ჩანაცვლებული კალციუმის ფოსფატი, გასუფთავებული წყალი, სტაბილიზატორი სტეარინის მჟავა, გადამტანი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ნატრიუმის ჰიალურონატი, სტაბილიზატორი პოლიდექსტროზა, სტაბილიზატორი მაგნიუმის სტეარატი, საღებავი ტიტანის დიოქსიდი, ანტიადჰეზიური აგენტი სილიციუმის დიოქსიდი, ანტიადჰეზიური აგენტი ტალკი, მალთოდექსტრინი, საღებავები რკინის ოქსიდები და რკინის ჰიდროქსიდები, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები.

 

რეკომენდაციები გამოყენებისათვის:  
მოზრდილები: 2 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ჭამის დროს.
მიღების ხანგრძლივობა  - 2 თვე.

გამოყენების სფერო:  
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი - გლუკოზამინის, ქონდროიტინის სულფატის, ჰიალურონის მჟავას წყარო, შეიცავს მეთილსულფონილმეთანს (მსმ, 600 მგ 2 ტაბლეტში).

 

დღიური დოზა (2 ტაბლეტი) აკმაყოფილებს:

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება

დღიური დოზის შემცველობა

(2 ტაბლეტი)

% ადეკვატური მოხმარებისას *

გლუკოზამინი

832 მგ

119**

ქონდროიტინის სულფატი

736 მგ

123**

ჰიალურონის მჟავა

20 მგ

40

შენიშვნა: * - ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EurAsEC) საბაჟო კავშირის ერთიანი მოთხოვნები;

** - არ აღემატება მოხმარების დასაშვებ ზედა ზღვარს.

 

ართრა® MSM შეიცავს გლუკოზამინის, ქონდროიტინის, ჰიალურონის მჟავასა და  მეთილსულფონილმეთანის (მსმ) მაღალ კონცენტრაციებს, კომბინაციაში მათ აქვთ  სინერგიული ეფექტი, ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს.

 

ასაკთან ერთად, გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სინთეზი უარესდება, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორიც არის მსმ (მეთილსულფონილმეთანი-ბუნებრივი გოგირდის წყარო) სხეულში ხვდება უმნიშვნელო რაოდენობით.

 

ქონდროიტინი და გლუკოზამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შემაერთებელი ქსოვილის აღდგენაში, აუმჯობესებენ ხრტილების ამორტიზაციის უნარს, აძლიერებენ სახსრების მოძრაობას.

 

ართრა® მსმ-ის კომპონენტები:
ამცირებენ სახსრების ანთებას და ტკივილს
ხელს უწყობენ სახსრების მოძრაობის გაზრდას
აჩქარებენ ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას
იცავენ სასახსრე ხრტილებს
წარმოადგენენ წყაროს, ხრტილოვანი მატრიქსის და შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებისათვის, ხელს უწყობენ მათ აღდგენას.

 

რას შეიცავს ართრა® მსმ

მეთილსულფონილმეთანი (მსმ) წარმოადგენს ორგანიზმისთვის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი გოგირდის წყაროს- ყველა შემაერთებელი ქსოვილის შემადგენელი ცილების კომპონენტი, მსმ ამცირებს ანთებითი პროცესების განვითარების რისკს, აჩქარებს კოლაგენის სინთეზს და ხელს უწყობს სახსრების შენარჩუნებას ჯანმრთელ მდგომარეობაში.

გლუკოზამინი და ქონდროიტინის სულფატი მონაწილეობენ შემაერთებელი ქსოვილის სინთეზში. გლუკოზამინი არის სტრუქტურული კომპონენტი ხრტილების სტრუქტურების სხვა კომპონენტების ფორმირებისათვის (სინთეზი), იგი ხელს უშლის სახსრების დეგენერაციული პროცესების განვითარებას, აღადგენს მათ ფუნქციას. ეგზოგენური გლუკოზამინის შეყვანა აძლიერებს ხრტილოვანი მატრიქსის გამომუშავებას. ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი წარმოადგენს დამატებით სუბსტრატს ჯანმრთელი ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნისათვის, შედის სინოვიალური სითხის შემადგენლობაში, რომელიც უზრუნველყოფს სახსრების ზედაპირის სრიალს, ასევე კვებავს ხრტილებს და ამცირებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენების საჭიროებას.

ჰიალურონის მჟავა შედის სასახსრე სითხის შემადგენლობაში, სადაც ის საპოხი ნივთიერების ფუნქციას ასრულებს, ამცირებს ხახუნს სასახსრე ზედაპირებს შორის, შედის ხრტილის შემადგენლობაში, სადაც „რესორულ“ ფუნქციას ასრულებს (ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის შეკუმშვისადმი მდრადობის შენარჩუნებას), წარმოადგენს სინოვიალური სითხის მნიშვნელოვან კომპონენტს და განსაზღვრავს მის ვისკოელასტიურ თვისებებს. იგი მთელ შიდა ზედაპირზე ქმნის დამფარავ ფენას, რომელიც სასახსრე ხრტილებს და სინოვიალურ მემბრანას იცავს მექანიკური დაზიანებისაგან, ასევე თავისუფალი რადიკალებისა და ანთებითი ფაქტორებისაგან. ჰიალურონის მჟავა  ლორწოვანი გარსების ზედაპირზე ქმნის თხელ ნახევრად გამტარ დამცავ ფენას, რომელიც ფარავს ნერვულ დაბოლოებებს და ახდენს გაღიზიანების პრევენციას; ასტიმულირებს კოლაგენის ფორმირებას.

უკუჩვენებები:
კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა და ლაქტაციის  პერიოდი, თირკმლის უკმარისობა.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

ვარგისობის ვადა:
2 წელი.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15°С - 25°С ტემპერატურაზე.  ჰაერის ფარდობითი ტენიანობა-არაუმეტეს 60%

კომენტარის დამატება