Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რძიანა (კანდიდიაზი) ქალებში

რძიანა (კანდიდიაზი) ქალებში

222

ქალების უმეტესობას აქვთ სოკოვანი ინფექციური დავადების ეპიზოდები, ამას ვაგინალური კანდიდიაზი (რძიანა) ეწოდება.

ეს მდგომარეობა შეიძლება არასასიამოვნო და არაკომფორტული იყოს, მაგრამ მისი მკურნალობა შესაძლებელია წამლებით. თუმცა, ზოგოერთი ქალისთვის მკურნალობა შეიძება ძნელი აღმოჩნდეს და ეს მდგომარეობა პერიოდულად დაბრუნდეს.

სიმპტომები

ვაგინალური რძიანას მახასიათებელი სიმპტომებია:

  • საშოს შესასვლელთან ქავილი და ტკივილი
  • ვაგინალური გამონადენი - ეს ძირითადად უსუნოა და შეიძლება იყოს როგორც სქელი, თეთრი ფერის, ასევე თხელი და წყლის მსგავსი
  • ტკივილი სქესობრივი ურთიერთობის დროს, რომელმაც შეიძლება არასასიამოვნო გახადოს ურთიერთობა
  • ჩხვლეტის შეგრძნება შარდვის დროს.

ზოგჯერ საშოს გარშემო კანი შეიძლება გაწითლდეს, შეშუპდეს, ან დასკდეს. იშვიათ შემთხვევებში კანზე შეიძლება გაჩნდეს წყლულებიც, თუმცა ეს უფრო ხშირია გენიტალური ჰერპესის დროს.

სიმპტომების ამოსაცნობად შეიძლება გამოგადგეთ NHS-ის ვიზუალური გზამკვლევი საშოს პრობლემებისთვის.

რა უნდა მოიმოქმედოთ ვაგინალური რძიანას დროს?

თუ ადრე უკვე გქონდათ ვაგინალური კანდიდიაზი და ფიქრობთ, რომ ის ხელახლა გაგივითარდათ, მისი მკურნალობა შეგიძლიათ დაიწყოტ აფთიაქებში ურეცეპტოდ გაცემადი წამლებით, ამისთვის ჰკითხეთ რჩევა ფარმაცევტს. შემდეგ განყოფილებაში იხილეთ ინფორმაცია მკურნალობის შესახებ.

რეკომენდირებულია მიიღოთ რჩევა პირადი ექიმისგან ან სქესობრივი ჯანდაცვის კლინიკისგან, თუ:

  • ვაგინალური რძიანა პირველად გაგივითარდათ
  • თუ ხართ 16 წლამდე ან ხართ 60 წელს გადაცილებული
  • ხართ ორსულად ან ბავშვს აწოვებთ ძუძუს
  • თუ გაქვთ უჩვეულო სიმპტომები, როგორიცაა სუნიანი ან შეფერილი გამონადენი, ან წყლულები ვაგინის გარშემო კანზე
  • თუ გაქვთ უჩვეულო სისხლდენა საშოდან, ან ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
  • ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გქონდათ ვაგინალური რძიანას ორი ეპიზოდი
  • წარსულში მკურნალობის დროს ცუდი რეაქცია გქონდათ სოკოს საწინააღმდეგო წამლებზე, ან თუ მათი მიღება არ იყო ეფექტური
  • თქვენ ან თქვენს პარტნიორს წარსულში ჰქონდა სქესობრივად გადამდები დაავადება და ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება დაბრუნებულიყო
  • სიმპტომები მკურნალობის დაწყებიდან 7-14 დღეში არ გაუმჯობესდა.

ვაგინალური რძიანა ძირითადად არ არის სერიოზული პრობლემა, მაგრამ ექიმმა დიაგნოზის დასადასტურებლად და სხვა გამომწვევი დაავადებების გამოსარიცხად შეიძლება გადაწყვიტოს საშოდან ნაცხის აღება.

ვაგინალური რძიანას მკურნალობა

რძიანას მსუბუქი შემთხვევები ძირითადად იკურნება სოკოს საწინააღმდეგო წამლების მოკლე კურსით. სიმპტომები ძირითადად გაივლის ერთ ან ორ კვირაში.

თუ რძიანას განმეორებითი ეპიზოდები აღინიშნება, მკურნალობა შეიძლება უფრო ხანგძლივად დაინიშნოს.

წამლების ძირითადი სახეობებია:

  • საშოს რგოლი - სპეციალური აბი (ტაბლეტი), რომელიც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით შეყავთ საშოში
  • ინტრავაგინალური კრემები - ეს კრემებიც საშოს შიგნით შეიყვანება აპლიკატორის საშუალებით
  • კაფსულები - ეს წამლები ორალურად (გადასაყლაპი კაფსულებია) მიიღება და შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს უფრო პრობლემური გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა ღებინება ან კუჭის გაღიზიანება.

ყველა ეს საშუალება თანაბრად ეფექტურია და მკურნალობის მეთოდის არჩევა პაციენტს შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით, თუმცა კაფსულების მიღება არ შეიძლება ორსულებისთვის.

საშოს შესასვლელთან კანის გაღიზიანების, ქავილის და ტკივილის შესამსუბუქებლად შეიძლება სპეციალური კრემების გამოყენებაც, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი დამატენიანებლებიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს.

რა იწვევს ვაგინალურ რძინას?

ვაგინალურ რძიანას იწვევს სოკოვანი ინფექციების ჯგუფი, რომლებსაც კანდიდას უწოდებენ.

ბევრი ქალის ვაგინაში კანდიდა ისე არსებობს, რომ სიმპტომებს საერთოდ არ იწვევს. მაგრამ რძიანა შეიძლება განვითარდეს, თუ საშოში არსებული მიკროორგანიზმების ბალანსი დაირღვევა და კანდიდა დაიწყებს გამრავლებას.

ვაგინალური რძიანას განვითარების რისკები იზრდება, თუ:

  • ხართ 20-40 წლის ასაკის - რძიანა უფრო იშვიათია გოგონებში, რომლებსაც ჯერ არ დაწყებათ მენსტრუალური ციკლი და ასევე იშვიათია ქალებში ვისაც უკვე დაუდგა მენოპაუზა
  • ხართ ორსულად
  • გაქვთ სქესობრივი ურთიერთობა, მაშინ როდესაც ბოლომდე არ ხართ აღგზნებული, ან ფიქრობთ რომ შეიძლება გეტკინოთ სქესობრივი კონტაქტის დროს - ამან შეიძლება გამოიწვიოს საშოს სიმშრალე და შევიწროება, რამაც შეიძლება პროვოცირება გაუწიოს რძიანას განვითარებას
  • იღებთ ანტიბიოტიკებს
  • გაქვთ ცუდად გაკონტროლებული დიაბეტი
  • გაქვთ შესუსტებული იმუნური სისტემა.

ვაგინალური კანდიდიაზი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, თუმცა ზოგჯერ სქესობრივი აქტის დროს კაცი შეიძლება დაინფიცირდეს. სასურველია, რომ თუკი კანდიდიაზი გაქვთ სექსისგან თავი შეიკავოთ სანამ ინფექცია ბოლომდე არ ალაგდება.

პრევენცია

თუ საშოს რძიანა ხშირად გემართებათ, შეგიძლიათ:

  • გამოიყენოთ წყალი და დამატენიანებელი საპონი საშოს გარშემო კანის დასაბანად, მაგრამ მოერიდეთ ამ ადგილის დაბანას დღეში ერთზე მეტჯერ
  • საშოს მიმდებარე ადგილებში წაისვით დამატენიანებელი დღეში რამდენიმეჯერ, რომ დაიცვათ თავი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დამატენიანებლები ასუსტებენ პრეზერვატივებს
  • მოერიდეთ პოტენციურ გამაღიზიანებლებს და არომატიზირებულ საპონს, შხაპის გელს, ვაგინის დეზოდორებს, გასაწმენდებს და ნებისმიერ არომატიზირებული საშუალების საშოსთან შეხებას
  • მოერიდეთ მჭიდროდ მოჭერილი საცვლების ტარებას
  • დარწმუნდით, რომ სისხლში გლუკოზის დონე კარგად კონტროლირებადია, თუ გაქვთ დიაბეტი.

ზოგიერთი ქალი საშოს რძიანას პრევენციისთვის მოიხმარს პრობიოტიკებს ან მათ დანამატებს, მაგრამ მათი ეფექტურობის შესახებ ძალიან მცირე მტკიცებულებებია, რომ რეკომენდაცია გაეწიოს.

კომენტარის დამატება