რძიანა (კანდიდიაზი) მამაკაცებში
რძიანა ინფექციური დაავადებაა და მას სოკო Candida albicans იწვევს. რძიანათი, ქალებიც და კაცებიც ავადდებიან, თუმცა ეს ინფექციური დაავადება ქალებთან უფრო ხშირად ასოცირდება.
სამედიცინო ენაზე რძიანას კანდიდიაზი ეწოდება.
როგორ გამოვლინდება
კაცებში ეს დაავადება, ძირითადად გავლენას ახდენს პენისის თავზე და იწვევს მის გაღიზიანებას, სიწითლეს და გამონადენს. თუმცა ასევე შეიძლება გამოვლინდეს კანზეც (ეს ცნობილია, როგორც კანის კანდიდალური ინფექცია) და პირის ღრუშიც (ცნობილი როგორც სტომატიტი).
უნდა მივიდეთ თუ არა ექიმთან?
თუკი პირველად მიიტანეთ ეჭვი კანდიდიაზზე, სასურველია, რომ დიაგნოზის დასადასტურებლად მიხვიდეთ ექიმთან. ეს იმიტომ, რომ მისი სიმპტომები ძალიან ჰგავს სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) სიმპტომებს. მკურნალი ექიმი მათ შორის განსხვავებას აუცილებლად შეამჩნევს.
თუკი ადრეც გქონდათ კანდიდიაზი და ხელახლა შენიშნეთ სიმპტომები, თავად შეგიძლიათ ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი ურეცეპტოდ გაცემადი მედიკამენტებით.
აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს თუკი იმუნური სისტემა დასუსტებული გაქვთ და კანდიდიაზით დაავადდებით. არსებობს რისკი, რომ ამ დროს ადგილობრივი კანდიდიაზი შეიძლება უფრო სერიოზულ ინვაზიურ კანდიდიაზშიგადაიზარდოს.
კანდიდიაზის მკურნალობა და პრევენცია
კანდიდიაზის მკურნალობა შესაძლებელია ურეცეპტოდ გაცემადი წამლებით. თუ პენისის სოკოვანი ინფექცია გაქვთ, აფთიაქში ფლუკონაზოლის ტაბლეტები, ან კლოტრიმაზოლი იკითხეთ. თუ ინფექცია საზარდულზე ან სხვა ადგილზე გაქვთ ფარმაცევტმა შეიძლება მალამო ან კრემი გირჩიოთ.
კანდიდიაზი სექსის დროს შეიძლება გადაედოს პარტნიორს, თუმცა ის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგგი) არ არის. განმეორებითი ინფექციისგან (რეინფექცია) თავის დასაცავად პარტნიორებს შეიძლება მკურნალობის კურსი დასჭირდეთ. რეინფექციის მიზეზი ხშირად ქალები ხდებიან.
კანდიდიაზის გამომწვევი მიზეზი ყოველთვის არ არის სქესობრივი კონტაქტი. ბევრი ქალი და კაცი, რომელიც სექსუალურად არ არის აქტიური ავადდება კანდიდიაზით.
დაიცავით პირადი ჰიგიენა და გამოიყენეთ პრეზერვატივი, თუ თქვენს პარტნიორს აქვს სოკოვანი ინფექცია.
შეეცადეთ არ გამოიყენოთ სურნელოვანი შხაპის გელი და სურნელოვანი საპონი გენიტალიების დაბანისას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება. დაბანის შემდეგ პენისი კარგად შეიმშრალეთ.
გამოიყენეთ თავისუფლად მორგებული ბამბის საცვლები (არა-მჭიდრო, არამედ უფრო მოშვებული საცვლები); ეს ჩუჩის სიმშრალის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და კანდიდიაზის განვითარების რისკიც შემცირდება.
რა იწვევს კანდიდიაზს
სოკო candida albicans ჯანმრთელი ადამიანის სხეულზე ბინადრობს. უმეტესწილად თბილ ნესტიან ადგილებში, როგორიცაა პირის ღრუ და გენიტალიები.
ჩვეულებრივ, კანდიდიაზი პრობლემებს არ იწვევს, რადგან იმუნური სისტემა (ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი მექანიზმი ავადმყოფობების და ინფექციების წინააღმდეგ) მას უმკლავდება. თუმცა, ზოგიერთი მდგომარეობების დროს სოკო შეიძლება გამრავლდეს და გამოიწვიოს ინფექცია. კანდიდიაზის განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ გაქვთ:
- დასუსტებული იმუნური სისტემა
- ჭარბი წონა (obese), კანის ნაკეცებში შეიძლება სოკო გამრავლდეს
- I ტიპის ან II ტიპის დიაბეტი, რადგან გლუკოზის მაღალი შემცველობა სოკოს გამრავლების საშუალებას აძლევს. დიაბეტით დაავადებული ადამიანები ასევე ბევრ ოფლს გამოყოფენ, რაც სოკოს გამრავლებისთვის ასევე ხელსაყრელი პირობაა.
რძიანას სახეობები
რძიანა შეიძლება გამოვლინდეს პირის ღრუში, კანზე და ქალებში საშოში. ეს სტატია მიძღვნილია მამაკაცების რძიანაზე. სხვა სახის რძიანებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
- პირის ღრუს რძიანა
- პირის ღრუს რძიანა ბავშვებში
- საშოს რძიანა.
კომენტარის დამატება