Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რთული მენსტრუაციული პერიოდების მკურნალობა

რთული მენსტრუაციული პერიოდების მკურნალობა

2 830

თუ მენსტრუაცია ახდენს გავლენას თქვენს ცხოვრებაზე, არსებობს დახმარება ამ საკითხთან დაკავშრებით. გაიგეთ მეტი მტკივნეული, ძლიერი მენსტრუაციის PMS-ის მკურნალობაზე და იმაზე, თუ რა გააკეთოთ, თუ არ გაქვთ მენსტრუაცია.

ქალების უმრავლესობას აქვს რეგულარული 28 დღიანი მენსტრუალური ციკლი (28 დღე მენსტრუაციის დაწყებიდან შემდეგამდე) და აქვთ 3-7 დღიანი სისხლდენა თითო ციკლის განმავლობაში. თუმცა, ზოგ ქალს აქვს პრობლემები ამასთან დაკავშირებით.

სანამ ექიმს მიმართავთ მენსტრუაციის პრობლემებთან დაკავშრებით, კარგი იდეაა სიმპტომების დღიურის წარმოება მენსტრუალური ციკლის განმავლობაში. ეს ექიმს პროცესის დეტალურ სურათს აჩვენებს.

მტკივნეული მენსტრუაცია

ტკივილი მენსტრუაციის დროს ხშირია. მას საშვილოსნოს შეკუმშვა იწვევს, სისხლის გამოსადევნად. ვარჯიშმა შეიძლება შეგიმსუბუქოთ ტკივილი, ასევე ზოგი ქალი აღნიშნავს, რომ ურეცეფტო გამაყუჩებლები, როგორიც არის პარაცეტამოლი ან იბუპროფენი ეფექტურია. ფარმაცეფტს შეუძლია შესაბამისი წამალი გირჩიოთ.

თუ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, გაესაუბრეთ ექიმს. ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, როგორიც არის კომბინირებული აბები, საშვილოსნოს შიდა სისტემა (ე.წ. სპირალი), კონტრაცეპტივის დასაკრავი ნაჭერი ან კონტრაცეპტივის ინექცია, შესაძლებელია დაგეხმაროთ ტკივილის შემსუბუქებაში.

გაიგეთ მეტი მესტრუაციის ტკივილის შესახებ.

ძლიერი მენსტრუაცია

ზოგიერთ ქალს ბუნებრივად უფრო მძიმე მენსტრუაცია აქვს ვიდრე სხვებს, მაგრამ თუ ეს მის ყოველდღიურ ცხოვრებას აფერხებს არსებობს სხვადასხვა სამკურნალო საშუალება.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მენსტრუაციის რაოდენობაზე, მათ შორის რა სიხშირით გიწევთ ჰიგიენური საფენის გამოცვლა.

ექიმს შეუძლია გამოიკვლიოს რატომ გაქვთ ძლიერი მენსტრუაცია. გამოკვლევებში შეიძლება შედიოდეს სისხლის ანალიზები და სკანირება.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცცის ეროვნული სამსახური (National Institute for Health and Clinical Excellence (NICE))მძიმე პერიოდების სამკურნალოდ სხვასასხვა საშუალებებს უწევს რეკომენდაციას, ესენია:

  • ჰორმონალური კონტრაცეფციის ზოგიერთი სახეობა როგორიც არის სპირალი (Mirena coil (IUS intrauterine system)), რომელიც ზოგიერთ ქალში მთლიანად აქრობს მენსტრუაციას, კონტრაცეფტივის ინექცია და კომბინირებული ტაბლეტი.
  • Tranexamic მჟავა
  • ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლები
  • პროგესტერონის აბები (ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ჰორმონის პროგესტერონის სინთეტური ვერსია)

ამ მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ NICE-ს რეკომენდაციები ქალების ძლიერი მენსტრუაციის მკურნალობის შეახებ.

ზოგიერთ შემთხვევაში, თუ მკურნალობამ არ იმოქნედა, ან თუ საშვილოსნოში არის პრობლემა, როგორიც არის ფიბროზი (არასიმსივნური გამონაზარდი), შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია. ქირურგია შეიძლება გულისხმობდეს ფიბროზის, საშვილოსნოს შიდა კედლის ან მთლიანი საშვილოსნოს ამოღებას.

გაიგეთ მეტი ძლიერი მენსტრუაციის და მისი მკურნალობის შესახებ.

გამოიყენეთ სტატიის ბოლოში არსებული ხელსაწყო, რომ შეაფასოთ ითვლება თუ არა თქვენი პერიოდი მძიმედ (ხელსაწყო ინგლისურ ენაზეა).

არარეგულარული მენსტრუაცია

მენსტრუაცია ძირითადად გრძელდება ორიდან შვიდ დღემდე, საშუალოდ 5 დღის განმავლობაში. მაგრამ ზოგიერთ ქალს აქვს არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი. რაც საკმაოდ ფართო ვარიაციას ნიშნავს:

  • დრო მენსტრუაციებს შორის (შეიძლება იყოს ადრე ან გვიან)
  • დაკარგული სისხლის რაოდენობა (სუსტი ან ძლიერი)
  • მენსტრუაციის ხანგრძლივობა.

არარეგულარული მენსტრუაცია ხშირია მომწიფების დროს და მენოპაუზის წინ.

გაიგეთ მეტი არარეგულარული მენსტრუაციის გამომწვევი მიზეზების შესახებ, ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსი ან კონტრაცეფციის მეთოდის ცვლილება, ასევე წაიკითხეთ არარეგულარული მენსტრუაციის მკურნალობის შესახებ.

მენსტრუაციის არარსებობა

მენსტრუაციის არარსებობა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებდეს, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. მენსტრუაცია ასევე შეიძლება შეწყდეს წონის ძლიერი დაკლების, სტრესის ან ვარჯიშის შედეგად.

პრემენსტრუალური სინდრომი (PMS)

ითვლება, რომ პრე-მენსტრუალური სინდრომი დაკავშირებულია მენსტრუაციული ციკლის დროს ჰორმონალურ ცვლილებებთან. მას ყველა ქალი არ გაინცდის, და იმათ შორის ვინც განიცდის, მისი სიძლიერე ცვალებადია. ძლიერ PMS-ს შეუძლია ქალის სოციალური და სამუშაო ცხოვრების შეფერხება, რაც მენსტრუაციის წინა დღეებში ფუნქციონირებას შეუშლის ხელს.

სიმპტომებში შედის:

  • ხასიათის ცვალებადობა
  • გაღიზიანებადობა
  • დეპრესია
  • თავის ტკივილი
  • შეშუპება
  • მკერდის მგრძნობელობა.

სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს და გაძლიერდეს ციკლის მეორე ნახევარში და შემდეგ შესუსტდეს მენსტრუაციის დაწყების შემდეგ.

The Royal College of Obstetricians and Gynaecologists გთავაზობთ სასარგებლო ინფორმაციას PMS-თან ბრძოლის შესახებ. ზოგიერთ PMS-ის მქონე ქალზე ასევე დადებითად მოქმედებს ზოგადი გამაჯანსაღებელი რჩევები, როგორიც არის ჯანსაღი და ბალანსირებული კვება, ალკოჰოლისა და კოფეინის რაოდენობების შემცირება და ვარჯიში ფორმაში ყოფნისთვის.

ზოგიერთი დამტებითი თერაპია შეიძლება არ შეეთავსებოდეს მედიკამენტურ მკურნალობას, ამიტომ დაწყებამდე გაესაუბრეთ ექიმს.

მკურნალობის სხვა მეთოდებია:

  • კომბინირებული კონტრაცეპტიული აბები
  • ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, მაგალითად selective serotonin reuptake inhibitors (SSRI) ან serotonin-norepinephrine reuptake inhibitors (SNRI).

ზოგჯერ არსებობს ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც არ იცვლება მენსტრუაციის დასრულების შემდეგ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ არსებული მდგომარეობა არ არის PMS-ის სიმპტომი. ასეთ დროს ეფექტურია ამ ფსიქიკური პრობლემის მკურნალობა.

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზი არის მდგომარეობა, როცა საშვილოსნოს შიდა ზედაპირის უჯრედები (ენდომეტრიუმი) ჩნდება სხეულის სხვა ნაწილებში. ეს ძირითადად მუცლის არეში ხდება, მათ შორის მენჯის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს მილების არეში. ჰორმონები იწვევს საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას და საშვილოსნოს შიდა გარსი სქელდება. თუ კვერცხუჯრედი არ ნაყოფიერდება საშვილოსნოს გასქელებული ფენა იშლება და ორგანიზმს მენსტრუაციის სახით ტოვებს. ენდომეტრიოზის უჯრედებიც იშლება და იწვევს სისხლდენას, რაც თავის მხრივ იწვევს ანთებას, ტკივილს და ანაქერცლ ქსოვილებს.

სიმპტომები არ ვლინდება ყველა ქალში, მაგრამ გავრცელებულ სიმპტომებში შედის:

  • მტკივნეული, მძიმე ან არარეგულარული მენსტრუაცია
  • ტკივილი სექსის დროს ან მის შემდეგ
  • უნაყოფობა
  • პრობლემები კუჭში გასვლისას.

ეს სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადებეთან იყოს დაკავშირებული. ამის გარკვევის ერთადერთი საშუალება არის ლაპაროსკოპია (ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ქირურგი მუცლის ღრუს შიგნით პატარა კამერით იხედება).

მკურნალობის საშუალებებში შედის:

  • გამაყუჩებლები
  • ჰორმონალური მკურნალობა, მაგალითად პროგესტერონი
  • ჰორმონალური კონტრაცეფტივები, როგორიც არის კომბინირებული ტაბლეტი, კონტრაცეფტივის დასაკრობი ნაჭერი ან საშვილოსნოს სპირალი
  • მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ დროებითი მენოპაუზის გამოწვევა ესტროგენის გამოყოფის შეწყვეტით.

მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია ჩატარდეს ქირურგია ენდომეტრიოზის ან საკვერცხეების ამოსაღებად. ამ დარღვევის მქონე ზოგიერთ ქალს ასევე უჭირს დაორსულება.

გაიგეთ მეტი ენდომეტრიოზის შესახებ.

თუ გამოტოვეთ მენსტრუაცია და ფიქრობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, გაიგეთ ორსულობის ნიშნებისა და სიმპტომების და ორსულობის ტესტის შესახებ

კომენტარის დამატება