სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება
ლიბიდოს, ანუ სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა საკმაოდ ხშირი პრობლემაა, რომელიც ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე ემართებათ კაცებსაც და ქალებსაც.
ეს ხშირად დაკავშირებულია ურთიერთობის პრობლემებთან, სტრესთან ან დაღლილობასთან, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს სხვა თანმდევი სამედიცინო მდგომარეობის ნიშანი, როგორიცაა მაგალითად ჰორმონების შემცირებული დონე.
სხვადასხვა ადამიანის სქესობრივი ლტოლვა სხვადასხვაა და არ არსებობს რაიმე სტანდარტი, ან რაიმე ნორმა, რომ შეფასდეს ლიბიდო. მაგრამ თუ გრძნობთ რომ შეგიმცირდათ სქესობრივი ლტოლვა ან თუ ეს მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობებზე უმჯობესია თუ მიმართავთ ექიმს. არ მოგერიდოთ ექიმთან მისვლა და თქვენი მდგომარეობის მოყოლა. ასეთი პრობლემები ძალიან ხშირია და მისი გამოსწორებისთვის გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ სამედიცინო რჩევის მიღებაა.
შემცირებული სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) ძირითადი გამომწვევი მიზეზები
ურთიერთობის პრობლემები
პირველი, რაზეც თქვენ უნდა დაფიქრდეთ არის ის, თუ რამდენად ბედნიერად გრძნობთ თავს არსებულ ოჯახურ ურთიერთობაში. არსებობს თუ არა რაიმე ეჭვი თუ დარდი, რაც შეიძლება სქესობრივი სურვილის დაკარგვის მიზეზი გამხდარიყო?
შემცირებული ლიბიდო შეიძლება იყოს შემდეგი პრობლემების მიზეზი:
- თუ თქვენ უკვე დიდი ხანია თქვენს პარტნიორთან გაქვთ ურთიერთობა, შესაძლოა მის მიმართ ეროტიული დაუკმაყოფილებლობა გაგიჩნდათ. ეს საკმაოდ ხშირად ხდება და უარყოფით ზეგავლენას ახდენს სქესობრივ ლტოლვაზე.
- სქესობრივი მიმზიდველობის დაკარგვა
- მოუგვარებელი კონფლიქტური სიტუაცია თქვენს პარტნიორთან (მეუღლესთან) და ხშირი კამათი
- ცუდი კომუნიკაცია მეუღლეებს შორის, რაც გამოიხატება ცალ-ცალკე ცხოვრების სტილში და ნაკლებ ურთიერთობაში
- ერთმანეთთან ნდობის დაკარგვა
- ფიზიკურ სქესობრივ პრობლემებში (იხილეთ ქვემოთ).
ფიზიკური სქესობრივი პრობლემები
პრობლემის სხვა გამომწვევი მიზეზი შეიძლება მდგომარეობდეს სქესობრივი პროცესის ხელშემშლელი ფაქტორების არსებობაში. მაგალითად შემცირებული ლიბიდო შეიძლება გამოწვეული იყოს:
- ეაკულაციის პრობლემებით
- ერექციული დისფუნქციით
- მტკივნეული სექსი
- საშოს სიმშრალე
- ორგაზმის არქონა
- ვაგინიზმუსი - როდესაც ვაგინის გარშემო არსებული კუნთები შეღწევამდე იჭიმება.
აღნიშნული პრობლემები ხშირად განკურნებადია, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ თქვენს ზოგად ექიმს. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ფსიქოსქესობრივი კონსულტაციის ჩატარება. ეს არის ურთიერთობრივი თერაპია, სადაც თქვენ და თქვენს პარტნიორს შეგეძლებათ იმსჯელოთ ნებისნიერ სქესობრივ თუ ემოციურ საკითხებზე, რომლებსაც შეეძლო გამოეწვია ლიბიდოს დაკარგვა.
სტრესი, გაღიზიანებულობა და გადაღლილობა
სტრესი, გაღიზიანებულობა და გადაღლილობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბედნიერებაზე და ასევე სქესობრივ ლტოლვაზეც.
თუ მუდმივად გადაღლილი, სტრესის ქვეშ მყოფი, ან გაღიზიანეული ბრძანდებით, შესაძლოა დაგჭირდეთ ცხოვრების სტილის შეცვლა, ან ზოგად ექიმთან დალაპარაკება გარკვეული რჩევისთვის.
რჩევებზე დამატებითი ინფორმაციისთვის შეიძლება გამოგადგეთ შემდეგი სტატიები:
- რატომ ვარ სულ გადაღლილი?
- რატომ ვარ გაღიზიანებული და პანიკაში მყოფი?
- რჩევები, რათა ებრძოლოთ გადაღლილობას
- სამსახურთან დაკავშირებული სტრესის დამარცხება
- სარელაქსაციო რჩევები სტრესის მოსახსნელად
- ათი მეთოდი სტრესისმოსაშორებლად
დეპრესია
დეპრესია ჩვეულებრივ თავის უბედურად ან საწყლად შეგრძნებისგან (რომლებიც როგორც წესი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდება) საგრძლობლად განსხვავდება. ეს არის სერიოზული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი, დროის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, დადარდიანებული იმყოფება და ეს მდგომარეობა მოქმედებს ცხოვრების ყველა ასპექტზე და ასევე სქესობრივ ლტოლვაზეც.
სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებასთან ერთად დეპრესიის ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:
- ძლიერი მოწყენილობის გრძნობას, რომელიც არ გადის გარკვეული დროის განმავლობაში
- უგუნებობას ან უიმედობას
- ინტერესის დაკარგვას ისეთ საქმიანობაზე ან ნივთებზე, რომლებიც ადრე საინტერესო იყო და სასიამოვნო.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ ხართ დეპრესიული. ექიმს შეუძლია გირჩიოთ დეპრესიის სამკურნალო საშალებები, მათ შორის ფსიქოთერაპია ან ანტიდეპრესანტები.
თუმცა, შემცირებული სქესობრივი ლტოლვა შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიდეპრესანტების გვერდითი ეფექტებითაც, ამიტომ თუ თქვენ უკვე იღებდით ანტიდეპრესანტებს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს და დაფიქრდით იმაზეც, რომ შეიძლება სწორედ ამ წამლებმა გამოიწვია თქვენი პრობლემები. ამ შემთხვევაში ექიმი შეგიცვლით მედიკამენტს.
ასაკში შესვლა და მენოპაუზა
სქესობრივი ლტოლვის შემცირება ასაკის მატებასთან ერთად ყოველთვის არ ხდება, მაგრამ ის მაინც ხშირია. ამისი მიზეზი შეიძლება იყოს:
- სქესობრივი ჰორმონების შემცირებული რაოდენობა (ესტროგენი და ტესტოსტერონი), რომელიც ხდება ქალებში მენოპაუზის დაწყების წინ, მისი პროგრესირებისა და დასრულების შემდეგაც
- მამაკაცებში სქესობრივი ჰორმონის - ტესტოსტერონის შემცირებული რაოდენობა
- ასაკთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის მოძრაობის პრობლემებიც
- წამლების გვერდითი ეფექტები.
თუ თქვენ აღნიშნული პრობლემა გაწუხებთ, დაელაპარაკეთ ამაზე თქვენს ზოგად ექიმს. ისინი გაგიკეთებენ სისხლის ანალიზს, განსაზღვრავენ ტესტოსტერონის დონეს და თუ იგი დაბალია დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
მენოპაუზის შემდეგ ქალებში ჰორმონ ესტროგენის დონე იკლებს, რაც ზეგავლენას ახდენს ლიბიდოზეც. ქალებში აგრეთვე აღინიშნება ტესტოსტერონის დაბალი დონეც, განსაკუთრებით ჰისტერექტომიის შემდეგ.
თუ გაწუხებთ მენოპაუზის მდგომარეობა და მიგაჩნიათ, რომ ამან განაპირობა ლიბიდოს დაქვეითება, მიაკითხეთ ზოგად ექიმს. მათ შეიძლება გირჩიონ ჰორმონების ჩანაცვლების თერაპია (ჰჩთ)თუ ეს სარგებელს მოგიტანთ.
ორსულობა, მშობიარობა და ძუძუთი კვება
სქესობრივი ურთიერთობისადმი ინტერესის დაკარგვა ხშირია ორსულობის დროს, ასევე მშობიარობის შემდეგ და ძუძუთი კვების პერიოდშიც.
ეს შეიძლება გამოწვეული იყოს:
- ჰორმონების დონის ცვლილებით
- სხეულის ფორმის ცვლილებით
- გადაღლილობით
- მშობიარობის დროს ფიზიკური დაზიანების (მაგალითად გაჭრით, ან გახევით) გამო სქესობრივი ურთიერთობის დროს ტკივილით
- პრიორიტეტების ცვლილებით, როგორიცაა ბავშვზე უფრო მეტი ფოკუსირება.
ეს საკითხები ძირითადად თავისით გვარდება დროთა განავლობაში, მაგრამ მიმართეთ ექიმს, თუ სქესობრივი ლტოლვა არ აღდგა ამ პრობლემების მოგვარების შემდეგაც.
სხვა სამედიცინო მდგომარეობები
სქესობრივ ლტოლვაზე გავლენა შეიძლება იქონიოს ნებისმიერმა ხანგრძლივმა ან ქრონიკულმა დაავადებამ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური ან ემოციური დაძაბულობით, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს სამედიცინო მდგომარეობით, ან წამლების გვერდითი ეფექტებით.
მაგალითად ლიბიდოს დაქვეითება შეიძლება ასოცირებული იყოს:
- გულის დაავადებასთან
- დიაბეტთან
- დაბალაქტიურ ფარისებრ ჯირკვალთან
- კიბოსთან
- ქირურგიულ ოპერაციასთან.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ლიბიდოს დაქვეითება შეიძლება თანმდევი დაავადების გამო იყოს გამოწვეული.
მედიკამენტები და კონტრაცეფცია
გარკვეული ტიპის მედიკამენტებმა ზოგჯერ შეიძლება შეამცირონ ლიბიდო. ესენია მაგალითად:
- სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო წამლები
- დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტების მრავალი სახეობა
- გულყრების მედიკამენტები, როგორცაა მაგალიტად ტოპირამატი (topiramate)
- ანტიფსიქოლიტური მედიკამენტები, როგორიცაა მაგალითად ჰალოპერიდოლი
- გადიდებული პროსტატის ჯირკვალის სამკურნალო წამლები, მაგალითად ფინასტერიდი (finasteride)
- პროსტატის კიბოს სამკურნალო მედიკამენტები, მაგალითად ციპროთერონი (cyproterone)
- კომბინირებული ჰორმონული კონტრაცეფცია (ტაბლეტები, რგოლები ან დასაკრავი პლასტირი.
იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ წამალი, რომელსაც იღებთ გიქვეითებთ სქესობრივ ლტოლვას, მიაკითხეთ თქვენს ექიმს. ისინი განიხილავენ ამ მედიკამენტებს და საჭიროების შემთხვევაში გამოგიწერენ სხვა წამლებს, რომლებიც ნაკლებად იწვევენ ლიბიდოს დაქვეითებას.
ალკოჰოლი
გადაჭარბებული რაოდენობით ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება შეამციროს სქესობრივი ლტოლვა. ასე, რომ კარგი იქნება თუ შეამცირებთ ალკოჰოლის მოხმარებას.
მამაკაცებმა და ქალებმა არ უნდა დალიონ 14 ერთეულზე მეტი ალკოჰოლური სასმელი კვირის განმავლობაში.
კომენტარის დამატება