რენტგენის სხივები
რენტგენოგრაფია უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც ხშირად გამოიყენება შინაგანი ორგანოების გამოსახულების მისაღებად.
ეს ძალზე ეფექტური მეთოდია ძვლის მოტეხილობების აღმოსაჩენად, მაგალითად: მხრის ან მაჯის მოტეხილობა.
რენტგენს მიმართავენ ასევე შინაგანი ორგანოების შესამოწმებლად და პრობლემის დასადგენად. მაგალითად: რენტგენის სურათზე კარგად ჩანს ფილტვის ინფექცია, როგორიცაა პნევმონია.
რენტგენის სხივებს იყენებენ ქირურგებიც ისეთი თერაპიული პროცედურისას, როგორიცაა კორონარული ანგიოპლასტიკა (coronary angioplasty), ხელსაწყოს დანიშნულების ადგილამდე მისატანად.
როგორ მოქმედებს რენტგენის სხივები
რენტგენი არის გამოსხივების ტიპი. რენტგენის სხივები მსგავსია სინათლის ენერგიისა. თუმცა, სინათლეს აქვს ბევრად დაბალი სიხშირე და შთაინთქმება კანში. რენტგენის სხივებს აქვთ მაღალი სიხშირე და ადამიანის სხეული ატარებს მათ.
რენტგენის სხივების ორგანიზმში გავლისას მცირე ნაწილაკები ფოტონები შთაინთქმება სხვადასხვა დონეზე. ეს ყველაფერი აისახება რენტგენოგრამაზე.
ორგანიზმის მკვრივი ნაწილები, ძვლები, რენტგენის სურათზე აისახება ნათელ, თეთრ მონაკვეთებად. ნაკლებად მკვრივი ორგანოები, გული და ფილტვები უფრო მუქად აღიბეჭდება.
რენტგენოგრაფია
რენტგენოგრაფიას აწარმოებს რადიოლოგი. რადიოლოგი არის ჯანდაცვის მუშაკი, რომელიც იყენებს გამოსახულებით ტექნოლოგიებს, რენტგენს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას (computerised tomography (CT) scanners) და ულტრაბგერით სკანირებას.
პროცედურის დროს დაგაწვენენ მაგიდაზე ან დაგაყენებენ ბრტყელი ზედაპირის პირდაპირ, ისე რომ გამოსაკვლევი ადგილი მოხვდეს რენტგენის აპარატსა და ფირს შორის.
რენტგენოგრაფიის პროცესი გრძელდება სულ ერთი წამი. როდესაც სხივი მიაღწევს ფირს, მასზე აღიბეჭდება გამოსახულება.
გამოსახულება შემდეგ გადავა კომპიუტერში, რათა შეისწავლონ პროფესიონალებმა და საჭიროების შემთხვევაში დაიბეჭდება.
უსაფრთხოება
დიდი რაოდენობით გამოსხივება შესაძლოა ძალზე საზიანო იყოს. თუმცა, სამედიცინო ჩვენებით რენტგენის სხივები უსაფრთხოა, რადგან მათი რაოდენობა მცირეა.
რადიაციის სიძლიერე ხანგრძლივ რისკთან შესაბამისობაში იზომება ერთეულით, მილისიევერტი (mSv). მაგალითად:
- გულმკერდის რენტგენი - 0.02 mSv
- ერთი წლის სამედიცინო გამოკვლევები - 0.4 mSv
- საშუალოდ ყოველწლიურად მიღებული დასხივება - 2.2 mSv
გაერთიანებულ სამეფოში რადიაცისთან შეხებაში მყოფი ნებისმიერი თანამშრომლისთვის დაშვებული გამოსხივების მაქსიმალური რაოდენობაა 20 mSv ყოველწლიურად. თანამშრომელთა უმეტესობა ამ მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებს იღებს.
როდის გამოიყენება რენტგენოგრაფია
ძვლის ქსოვილი არის მაგარი და მკვრივი და ნათლად ჩანს რენტგენის სურათზე. შესაბამისად რეტგენოგრაფია ხელსაყრელი მეთოდია ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის. თუმცა, ზოგჯერ რენტგენის სხივებს იყენებენ რბილი ქსოვილის, მაგალითად შინაგანი ორგანოების შესასწავლადაც.
რენტგენს მიმართავენ, რათა აღმოაჩინონ:
- ბზარები და მოტეხილობები
- კბილების პათოლოგიები: კბილის გაფაშრება, ფესვის ეროზია და დენტალური აბსცესები.ესენი შესაძლოა კბილის სერიოზულ დაზიანებაზე (tooth decay) მიანიშნებდნენ.
- ძვლების შეთხელება და დასუსტება (osteoporosis )
- ძვლების ინფექციები (osteomyelitis)
- ხერხემლის ანომალური გამრუდება (scoliosis)
- ძვლის სიმსივნეები (bone tumours), რომლებიც შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი
- ფილტვების პრობლემები, როგორიცაა პნევმონია და ფილტვის კიბო
- დისფაგია (ყლაპვის პრობლემები)
- გულის პრობლემები, როგორიცაა გულის უკმარისობა
- მკერდის კიბო.
ქირურგები გარკვეულ სადიაგნოსტიკო ან თერაპიულ პროცედურებს ახორციელებენ რენტგენოგრაფიის კონტროლით. მაგალითად: რენტგენის სხივებს მიმართავენ ხშირად კორონარული ანგიოპლასტიკის (coronary angioplasty) დროს, როდესაც კათეტერი (გრძელი, თხელი, დრეკადი მილი) თავსდება სისხლძარღვშისაზარდულის ან მხრის არეში.
რენტგენის სხივების კონტროლით კათეტერი მიიტანება გულამდე ან გულის მომმარაგებელ არტერიებამდე. კათეტერში კი არის სპეციალური სითხე, კონტრასტი, რომელიც ჩანს რენტგენოგრამაზე. მიღებული გამოსახულება, ანგიოგრამა, არსებობის შემთხვევაში, ავლენს სისხლძარღვის ოკლუზიას.
როგორ ტარდება რენტგენოგრაფია
რენტგენის სურათის გადაღებისას თქვენ დადგებით ან დაწვებით ბრტყელი ზედაპირის წინ.
გამოსაკვლევი მონაკვეთი უნდა მოთავსდეს რენტგენის აპარატსა და ფირს შორის.
პროცედურა ტარდება რადიოლოგის მიერ. ის არის ჯანდაცვის მუშაკი, რომელიც დახელოვნებულია გამოსახულებითი ტექნოლოგიის გამოყენებაში, როგორებიცაა რენტგენის აპარატი, კომპიუტერული ტომოგრაფია (computerised tomography (CT) scanners) და ულტრაბგერითი სკანირება.
რენტგენის აპარატი
რენტგენის აპარატი შედგენა რამოდენიმე ნაწილისგან, რენტგენის მილის, ფირისა და ტყვიის დამცავი ეკრანისგან. რენტგენის მილი გავს გიგანტურ ნათურას, რომელიც მაღალი ძაბვით წარმოქმნის რენტგენის სხივებს. ტყვიის დამცავი ეკრანი მიმართავს ამ სხივებს სხეულის გამოსაკვლევი ნაწილისკენ და ხელს უშლის მათ გაფანტვას ნებისმიერი სხვა მიმართულებით. სხეულის დატოვების შემდეგ ეს სხივები აღიბეჭდება ფირზე. წარსულში მის როლს ასრულებდა ტრადიციული ვიდეოკამერის ფირი. თუმცა, დღეისათვის ფირი, უმეტესად, დაკავშირებულია კომპიუტერთან, რათა მივიღოთ ციფრული გამოსახულება.
რენტგენოგრაფიის პროცედურა
პროცედურისას სხეულის გარკვეული მონაკვეთი მოექცევა რენტგენის სხივების ქვეშ წამის მეათედის განმავლობაში. ეს უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია.
როგორც კი სხივები მიაღწევენ ფირს, იგი შეკრებს მათ და გარდაქმნის გამოსახულებად. სურათი გადაიტანება კომპიუტერში, რათა პროფესიონალებს მიეცეთ საშუალება შეისწავლონ იგი ეკრანზე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სურათის დაბეჭდვა.
პროცედურის დროს უძრავად უნდა გაჩერდეთ, რათა მიღებული სურათი არ იყოს ბუნდოვანი. სვხადასხვა კუთხიდან შეიძლება ერთზე მეტი გამოსახულების მიღება ინფორმატიულობის გასაზრდელად. მაგალითად, თუ იკვლევთ ფილტვებს, მის გამოსახულებას ასახავენ წინიდან და გვერდიდან.
საკონტრასტო საშუალება
კონტრასტი არის სითხე, რომელიც შეიცავს საღებავს. ის პროცედურის დაწყებამდე უნდა გადაიყლაპოს ან ინექციით შეიყვანოს ორგანიზმში. რენტგენოგრამაზე ის ჩანს თეთრად და ეხმარება ექიმს სხვადასხვა სტრუქტურების გარჩევაში.
რენტგენოგრაფიის ტიპები, რომელიც მოიცავს საკონტრასტო საშუალებებს:
- ბარიუმის გადაყლაპვა - რომელიც ეხმარება ზედა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნათლად წარმოჩენას
- ბარიუმის ოყნა - ბარიუმი უკანა ტანიდან შეყავთ ნაწლავებში
- ანგიოგრაფია - სისხლში შეყავთ იოდის ინექცია, რომ ნათლად წარმოჩნდეს გული და სისხლძარღვები
- ინტრავენური უროგრამა - იოდის ინექციას აკეთებენ სისხლძარღვში, რომ ნათლად გამოჩნდეს თირკმელები და შარდის ბუშტი.
ამ ტიპის რენტგენოგრაფიას შეიძლება დასჭირდეს წინასწარი მომზადება და ჩვეულებრივ გაგრძელდება უფრო მეტ ხანს.
რამდენად უსაფრთხოა რენტგენოგრაფია?
ხალხი ხშირად ნერვიულობს რენტგენის გამოსხივების უსაფრთხოებაზე. თუმცა, ცხოვრების განმავლობაში ყველა იღებს რადიაციის გარკვეულ სახეს და რაოდენობას.
რენტგენოგრაფიის დროს გამოყენებული დასხივება კი საკმაოდ სუსტია და ძალიან მოკლე პერიოდით.
ზოგადად, რენტგენოგრაფიის დროს მიღებული დასხივება არის, ბუნებრივი რადიაციის დაახლოებით რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მიღებული დასხივების ექვივალენტური.
რენტგენის სხივებით მიღებული რადიაცია შეიცავს კიბოს განვითარების რისკს, მრავალი წლის ან დეკადების შემდეგ, მაგრამ ეს რისკი მოიაზრება, რომ არის ძალიან მცირე.
მაგალითად, მკერდის, კიდურების, ან კბილის რენტგენოგრაფიის დროს მიღებული დასხივება ექვივალენტურია გარემო პირობებში, რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებული დასხივების და კიბოს განვითარების 1,000,000-იდან მხოლოდ ერთი შანსი აქვს.
მიუხედავად ამისა, სანამ რენტგენოგრაფიას გააკეთებენ ყოველთვის აფასებენ მისი დადებით და უარყოფით მხარეებს და ამის შემდეგ იძლევიან რეკომენდაციებს.
რენტგენი და ორსულობა
რენტგენოგრაფიისას სხივების დოზირება არ მიიჩნევა ნაყოფისთვის სარისკოდ. თუმცა, სიფრთხილის მიზნით, მკაცრი სამედიცინო ჩვენების გარეშე საშვილოსნოსკენ მიმართული რენტგენის სხივების გატარება არაა რეკომენდირებული.
ზოგიერთ შემთხვევაში ალტერნატიულ მეთოდად მიღებულია აბსოლუტურად უსაფრთხო გზა, ულტრასონოგრაფია.
რენტგენოგრაფიამდე გკითხავენ ბოლო მენსტრუაციისთარიღს, ორსულობის გამოსარიცხად.
თუ კი რენტგენოგრაფიის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ ხართ ორსულად, სანერვიულო არაფერია. ყველაზე მძლავრ სახეებსაც კი, მაგალითად, ბარიუმის ოყნას, არ აქვთ ორსულობის გამოსავალზე უარყოფითი გავლენა.
კომენტარის დამატება