Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რეინოს ფენომენი

რეინოს ფენომენი

261

რეინოს ფენომენი (Raynaud’s phenomenon) გავრცელებული მდგომარეობაა, რომელიც ზეგავლენას ახდენს სხეულის გარკვეული ნაწილების სისხლმომარაგებაზე - უმეტესად, მოქმედებს ხელისა და ფეხის თითებზე.

მას ხშირად მოიხსენიებენ რეინოს სინდრომის, რეინოს დაავადების ან უბრალოდ რეინოს სახელით.

რატომ ვითარდება რეინოს ფენომენი?

რეინოს ძირითადი ტრიგერი სიცივე, შფოთვა და სტრესია. სისხლძარღვები დროებით სპაზმს განიცდიან, რის გამოც სისხლის მიმოქცევა ირღვევა. ეს იწვევს იმ უბნის ფერის ცვლილებას, ჯერ თეთრდება, შემდეგ ლურჯდება და ბოლოს წითლდება, როდესაც სისხლის მიმოქცევა აღდგება. შეიძლება ასევე იგრძნოთ გაბუჟება, ტკივილი, ჩხვლეტა.

რეინოს სიმტპომები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთი ან საათი.

ის არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, მაგრამ შესაძლოა იყოს გამაღიზიანებელი, რადგან გირთულდებათ თითების გამოყენება. რეინოს სინდრომის მქონე პირებს შეიძლება დიდი ხნის განვამლობაში არც გამოუვლინდეთ არანაირი სიმპტომი და ზოგჯერ ეს მდგომარეობა მთლიანად ქრება.

რეინოს დაავადების გამოვლენის ადგილები, ასევე შეიძლება იყოს ყურები, ცხვირი, ტუჩები და ძუძუს თავები.

რეინოს მკურნალობა

ბევრ შემთხვევაში რეინოს სიმპტომების გაკონტროლება თავადაც შეგიძლიათ, თუ მოერიდებით სიცივეს, ატარებთ ხელთათმანებს და სტრესის დროს მიმართავთ სხვადასხვა სარელაქსაციო საშუალებას.

მოწევის შეწყვეტამაც (Stopping smoking) შესაძლოა გააუმჯობესოს მდგომარეობა, რადგან მოწევა ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე.

თუ თავად ვერ შეძლებთ სიმპტომების კონტროლს, რეკომნდირებული შეიძლება იყოს წამალი, ნიფედიპინი (nifedipine).

რეინოს ტიპები

რეინოს ორი ტიპი არსებობს:

  • პირველადი - როდესაც დაავადება ვითარდება თავისთავად (ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია)
  • მეორადი - როდესაც მდგომარეობა გამოწვეულია სხვა დაავადებით.

მეორადი რეინოს სინდრომი ძირითადად ასოცირებულია ისეთ მდგომარეობებთან, რომლების დროსაც იმუნური სისტემა თავს ესხმის ჯანმრთელ ქსოვილებს (ავტოიმუნური მდგომარეობები), როგორებიცაა რევმატიული ართრიტი და მგლურა.

პირველადი რეინოს გამომწვევი მიზეზები არ არის ცნობილი, ტუმცა პირველადი რეინოს ფენომენის მქონე ყოველი 10 ადამიანიდან ერთს უვითარდება ისეთი მდგომარეობა, რომელიც ასოცირებულია მეორად რეინოსთან, როგორიცაა მაგალითად მგლურა.

ოჯახის ექიმი დაადგენს რეინოს ტიპს, პირველადია თუ მეორადი, სიმპტომებისა და სისხლის ანალიზების საფუძველზე.

შესაძლო გართულებები

მეორადი რეინოს სინდრომი ძლიერ ზღუდავს სისხლის მიმოქცევას, ასე რომ მისი გართულელების რისკი უფრო მაღალია. გართულებები შეიძლება იყოს წყლულები, ნაიარევი და სერიოზულ შემთხვევებში ქსოვილის ნეკროზიც კი (განგრენა). თუმცა, მძიმე გართულებები იშვიათია.

ვის უვითარდება რეინოს ფენომენი?

რეინოს ფენომენი გავრცელებული მდგომარეობაა. ის მსოფლიოში მოზრდილთა დაახლოებით 20%-ში გვხვდება. გაერთიანებულ სამეფოში მათი რიცხვი 10 მილიონს აღწევს.

პირველადი რეინო ძირითადად ვითარდება 20-30 წლის ასაკში, მეორადი კი - ნებისმიერ ასაკში გამომწვევი მიზეზის მიხედვით.

რეინოს სინდრომის განვითარების სიხშირე ქალებში ოდნავ აღემატება კაცებისას.

კომენტარის დამატება