Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რევმატიული პოლიმიალგია

რევმატიული პოლიმიალგია

373

რევმატული პოლიმიალგია არის დაავადება, რომელიც იწვევს ტკივილს, დაჭიმულობას და ანთებას მხრების, კისრისა და ბარძაყების კუნთებში.

რევმატიულიპოლიმიალგიის მთავარი სიმპტომი არის დილაობით კუნთის დაჭიმულობა, რომელიც 45 წუთზე მეტ ხანს გრძელდება. თუმცა, შეიძება გამოიწვიოს სხვა სიპტომებიც:

  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე) და ოფლიანობა
  • გადაღლილობა
  • მადის დაკარგვა
  • წონაში დაკლება
  • დეპრესია

თუ გაქვთ ტკივილი და დაჭიმულობა, რომელიც ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდება, უმჯობესია ინახულოთ ექიმი, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი. შესაძლოა რევმატიული პოლიმიალგიის დიაგნოზირება გართულდეს, რადგან მისი სიმპტომები სხვა დაავადებების მსგავსია, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი. ეს დაავადებები საჭიროა გამოირიცხოს იქამდე, სანამ რევმატიული პოლიმიალგიის დიაგნოზს დავსვამთ.

რა იწვევს რევმატიულ პოლიმიალგიას?

რევმატიული პოლიმიალგიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა, ფიქრობენ, რომ ამის გამომწვევი გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლივი კომბინაციებია.

რევმატიული პოლიმიალგია გავრცელებულია ინგლისში. დადგენილია, რომ ყოველწლიურად 1,200-დან ერთ ადამიანს უვითარდება ეს დაავადება.

რევმატიული პოლიმიალგია არის ასაკთან დაკავშირებული დაავადება. ადამიანთა უმეტესობას ამ დაავადების დიაგნოზს უსვამენ 70 წელს ზემოთ ასაკში, 50 წელს ქვემოთ კი თითქმის არ დაფიქსირებულა შემთხვევა.

დაავადება უფრო გავრცელებულია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

როგორ ხდება მისი მკურნალობა?

ამ დაავადების დროს მკურნალობა ძირითადად ხდება სტეროიდული მედიკამენტით (კორტიკოსტეროიდებით), კერძოდ პრედნიზოლონით, რაც დაგეხმარებათ სიმპტომების მოხსნაში.

თავდაპირველად დაგენიშნებათ პრედნიზოლონის მაღალი დოზა, დროთა განმავლობაში კი თანდათანობით შემცირდება.

რევმატიული პოლიმიალგიის მქონე ადამიანებს ესაჭიროებათ კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობა, სიმპტომების თავიდან გამოვლენის ასაცილებლად (ერთი ან ორი წლის განმავლობაში).

გიგანტურ უჯრედოვანი არტერიტი

რევმატიული პოლიმიალგიით დაავადებული ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს უვითარდება უფრო სერიოზული გართულება, რომელსაც გიგანტურ უჯრედოვან არტერიტს უწოდებენ (ასევე ცნობილი, როგორც საფეთქლის არტერიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ან კისრის არტერიების ანთება და გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

  • გრძელვადიანი და მძიმე თავის ტკივილები, თავის ქალის გაძლიერებული მგრძნობელობით (თავის ქალა მგრძნობიარე ხდება შეხებისას)
  • ღეჭვის დროს, ყბის კუნთების ტკივილი
  • ხედვის გართულებები, როგორიცაა გაირებული მხედველობა ან მხედველობის დაკარგვა.

თუ აღმოაჩენთ ამ სიმპტომებს, აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

რევმატიული პოლიმიალგიისგან განსხვავებით, გიგანტურ უჯრედოვანი არტერიტი საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას და სასწრაფო მუკრნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი პრობლემების განვითარება.

გიგანტურ უჯრედოვანი არტერიტის სიმპტომები შეიძლება განვითარდეს რევმატიული პლიმიალგიის სიმპტომების გამოჩენამდე, ან მასთან ერთად, ან მის შემდეგაც.

კომენტარის დამატება